ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს უჭირს ყველაზე მეტად ქალთან ურთიერთობის გაწყვეტა?

ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს უჭირს ყველაზე მეტად ქალთან ურთიერთობის გაწყვეტა?
საყვარელ ადამიანთან დაშორება ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ამას ზოდიაქოს ყველა ნიშანი თვისებურად გამოხატავს. როგორც ფსიქოლოგოები ამბობენ, კავშირის გაწყვეტა ქალზე მეტად მამაკაცს უჭირს. ინიციატორი მამაკაციც რომ იყოს, მომხდარის გამო მაინც დიდხანს ინერვიულებს. სიტუაციისგან გასაქცევად კი ალკოჰოლს (ან კიდევ უფრო მძიმე მათრობელა) საშუალებას მიმართავს. ასტროლოგები გამოარჩევენ 3 ნიშანს, რომელიც დაშორებისას ისე უჭირთ რეალობასთან შეგუება, რომ შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდნენ.

ტყუპი

არაკონფლიქტური და მხიარული ადამიანი ჰგონია ყველას, მაგრამ მიტოვებული ტყუპი სრულიად სხვა ისტორიაა. თუ ალკოჰოლს დაუმეგობრდა, შეიძლება საშინელი
მოვლენების მომსწრეები გავხდეთ. მათ შეუძლიათ, ნასვამები საყვარელი ადამიანის ფანჯარასთან მივიდნენ და ლექსებიც კი წაუკითხონ. ყურადღების მიქცევის მიზნით კი ქვებიც დაუშინონ ფანჯარას. შოუ დასრულდება, როცა მეზობლები პოლიციას გამოიძახებენ. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ფხიზელი ტყუპი არ ჩაიდენს მსგავს საქციელს.

სასწორი

არასდროს იტყვის თავის ნებით საყვარელ ქალზე უარს. ბუნებით ძალიან მგრძნობიარე და სათუთია. მუდამ ცდილობს, არ წარმოქმნას კონფლიქტი და თუ ძალით ჩაითრიეს, იბნევა, გაქცევა სურს. ასეთ დროს ერთგული მეგობარი სჭირდება გვერდით, ჭკვიანური დარიგება რომ მიიღოს. ალკოჰოლს უმეგობრდება და შეიძლება თვითმკვლელობაზეც იფიქროს. ნერვიულობის გამო ღრმა დეპრესიაში ვარდება. მისი გადამრჩენელი მხოლოდ ახალი ადამიანია, ვინც სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებს და სიცოცხლის გაგრძელების აზრს დაანახვებს.

მორიელი

ზოდიაქოს სისტემაში ყველაზე დიდი მესაკუთრეა. არ გპატიობთ ღალატს (მხოლოდ ფიზიკური არ ითვლება). არ დაიმცირებს თავს და საყვარელ ქალს არ სთხოვს შერიგებას. მორიელს სახეზე ემოციას ვერ შეატყობთ, მხოლოდ ირონიულ ღიმილს. ის ოსტატურად მალავს თავის გრძნობებს. განსაკუთრებით, იმ ქალის წინაშე, ვინც მიატოვა. ის იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურება, რომ ვერავინ მიხვდება, სინამდვილეში რა ხდება მის გულში. გულში კი ცეცხლი უდუღს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მორიელი ერთ-ერთი ყველაზე შურისმაძიებელი ნიშანია, შეუძლია დიდი ხანი იყოს ჩრდილში, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად, თანაც ძალიან, მწარედ გადაუხდის სამაგიეროს მას, ვინც მარტოობისთვის გაიმეტა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93