მთვარის ახალი თვე 19 აგვისტოს დაიწყება და 17 სექტემბრამდე, ახალ თვემდე გასტანს. ახალმთვარეობას ველოდებით ოთხშაბათს, 6:41-ზე. ამ მოვლენას მართლმადიდელბური დღესასწაული ფერისცვალებაც ემთხვევა, რის გამოც ამ დღეს უნიკალური ვუწოდეთ. როგორ მოვიქცეთ, რომ მთვარის ახალ თვეს პოზიტივი დავიბედოთ? ახალი გეგმების განხორციელება შევძლოთ? გირჩევთ, ახალმთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე გადახედოთ მიმდინარე მოვლენებს, გადახედოთ, რისი გამოსწორება შეგიძლიათ. გაეცით ვალები (მატერიალურიც, მორალურიც). არ გადატვირთოთ სხეული ფიზიკური აქტიურობით და ნერვიულობით. მთვარის კლების ბოლო დღეებში ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება, იმუნიტეტი მეტად დაქვეითებულია და გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. გახსოვდეთ, რომ ახალმთვარეობის პირველი დღე და საათი განსაკუთრებულია. დილის მიუხედავად, ადექით ერთი საათით ადრე, მიიღეთ კონტრასტული შხაპი და მოემზადეთ ახალმთვარეობის შესახვედრად, შეიქმენით პოზიტიური განწყობა, რათა დაიმუხტოთ მზის ენერგიით. კარგია ლოცვა ან მედიტაცია. სასურველია, სიყვარული, ჯანმრთელობა, კარგი ეკოლოგია და ჰარმონია უსურვოთ მთელ მსოფლიოს. საკუთარი თავისთვის კი ჩაიფიქრეთ ის, რაც გსურთ: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სიყვარული, ხვავი და ბარაქა.
ცაზე არსებული ზოგიერთი მოვლენის გათვალისწინებით (პლანეტა იუპიტერი მისთვის ცუდ პოზიციაში იმყოფება) მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებასა და შენაძენებს 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით გირჩევთ. გაითვალისწინეთ, რომ 10 სექტემბრიდან აქტიურობისა და ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) გახდება (3 ნოემბრამდე) და ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყება გაგიჭირდებათ. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ პლანეტების უმრავლესობა 2020 წელს რეტროგრადულია, გვქონდა 4 დაბნელება და კიდევ ორი გველის წინ. ამიტომ, კარგი და წარმატების მომტანე დღეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, ისინი წელს ძალიან ცოტა გვაქვს. მომავალში კარგი, მაგრამ მოკლე პერიოდი ახალი საქმეების დასაწყებად გვექნება 15 ნოემბრიდან 26 ნოემბრამდე. და დაბნელების შემდეგ 17 დეკემბრიდან წლის ბოლომდე.
ახალა ორი სიტყვა თავად ახალმთვარეობის დღეზე ვთქვათ: ახალმთვარეობა დგება მაშინ, როცა მზე და მთვარე ერთმანეთს ერთ წერტილში ხვდებიან. ამჯერად ეს იქნება ლომის 26 გრადუსი. ცაზე დაძაბული და ჰარმონიული ასპექტები ჭარბადაა და თქვენი გადასაწყვეტია, მარსის (რომელიც ახლა ენერგიულ ვერძშია. მას ისედაც იმპულსური ქმედებები ახასიათებს, ლილიტიც ხელს უწყობს ავანტიურასა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმაში) გავლენით ომი და ჩხუბი მოგინდებათ თუ უსიამოვნებების დიპლომატიური მოგვარება. მაქსიმალურად მოერიდეთ დაპირისპირებას და კონფლიქტებს გარშემო მყოფებთან, ცდუნება კი ნამდვილად დიდი იქნება. ახლა მზე ლომშია, ძლიერია, რადგან საკუთარ სახლშია. ლომი მეფეა და ეცადეთ, პირადი გვირგვინის თვალებზე ჩამოფხატვამ მოვლენების სწორად შეფასებაში არ შეგიშალოთ ხელი. იყავით მზრუნველი სხვების მიმართ, მზესავით გულუხვად გაეცით სითბო და სიყვარული. მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავს, ნერვებს უნდა გაუფრთხილდეთ. გაფრთხილდით, ემოციებმა გონებაზე არ გაიმარჯვოს. მოუსმინეთ, რას გეუბნებიან. ცეცხლოვანი ახალმთვარეობაა და შეიძლება ყველა ლიდერს ერთად მოუნდეს თავის წამოყოფა და თავისი სიმართლის დამტკიცება. სასურველია, ყველაფერი კეთილად მოხდეს და არა აგრესიული მარსის გავლენით.
საინტერესოა, ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა ყველაზე მეტად, ვინ მიიღებს ცისგან საჩუქრებს. გაგიმართლათ: 13-17 აპრილს, 15-19 ივნისს, 17-21 ოქტომბერს და 14-21 დეკემბერს დაბადებულებს. აგრეთვე, მათ, ვისაც მნიშვნელოვანი პლანეტები გყავთ კუროს, ლომის, მორიელის, მერწყულის 25-29 გრადუსებში და განსაკუთრებით კი, ლომის 26-27 გრადუსში. სიახლეები და სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ ამ გრადუსებში განლაგებული პლანეტების თავისებურებების მიხედვით. მნიშვნელოვანი იქნება ახალმთვარეობა აგრეთვე მათთვის, ვინც ქალწულის პირველ დეკადაშია დაბადებული. და მერწყულები, რომლებიც თებერვლის მესამე დეკადაში დაიბადნენ. გაგრძელება