როგორი იქნება აგვისტო ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ჯანმრთელობის თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინონ მათ:
ვერძი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. აქტიურად ჩაერთვებით საქმეებში და მარტივადაც მოაგვარებთ. კარგია ვარჯიში სუფთა ჰაერზე, ცურვა, საოჯახო საქმეების შესრულება. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ მავნე საკვების მიღებას და სასურველია, შეამციროთ ალკოჰოლი და სიგარეტი.
კურო
მოერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას. განსაკუთრებით, მზის გულზე. საუკეთესო დასვენება მშვიდ, ლამაზ გარემოში განმარტოება და მედიტაცია იქნება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა. არც ჰოსპიტალიზაციაზე თქვათ უარი, თუ ამის აუცილებლობა იქნება.
ტყუპები
აგვისტო საუკეთესო თვეა დასვენებისთვის. ზღვა თუ მთა - თქვენი გადასაწყვეტია, ორივეგან დროის საინტერესოდ გატარება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდეთ, არ გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები კუჭთან და სახსრებთან დაკავშირებული.
კირჩხიბი
მიზანმიმართული იქნებით კარიერასა და წარმატებაზე. თუ გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედებთ, ადვილად გაუმკლავდებით კონკურენტებს. კარგად გამოგივათ ყველა საქმე, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ეცადეთ, ტყუილ საქმეზე არ გახარჯოთ თქვენი ენერგია, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ეს ყველაფერი იმისთვის, თავის ტკივილი რომ აირიდოთ. თავად საშიში არაფერი გელით, იზრუნეთ უფროსი თაობის ჯანმრთელობაზე.
ლომი
უმრავლესობას მოგზაურობა, თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ. შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინოთ ან ახლის შესწავლა, ცოდნის გაღრმავება მოგინდეთ. კარგია ვარჯიშის დაწყება. ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, მთავარია, მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით, თუ ეგზოტიკურ ადგილებში გაემგზავრებით, შხამიანმა მწერებმა არ გიკბინოთ.
ქალწული
მაქსიმალურად მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. თვის დასაწყისში სირთულეებია მოსალოდნელი მემკვიდრეობასთან, ალიმენტთან, გადასახადებთან დაკავშირებით. აგვისტოში მოიმატებს თქვენი სექსუალურობა. სექსს ისე განიხილავთ, როგორც სპორტს. ყველგან და ყველაფერში დაიცავით უსაფრთხოების ნორმები.
სასწორი
მარტოს გაგიჭირდებათ და ვარჯიში საყვარელ ადამიანთან ერთად დაიწყეთ. ერთად უფრო მხიარულად იქნებით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა, შეიძლება დაგიამდეთ ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთმა კი შეიძლება ქირურგიული ოპერაცია გაიკეთოს, არა სასწრაფო, არამედ გეგმიური. გაგრძელება