ვერძი
ბავშვები და საოჯახო საკითხები დააყენეთ პირველ ადგილზე. ეცადეთ, მომთმენი და მოსიყვარულე იყოთ ახლობლების მიმართ. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა. უქმეები რომანტიკულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 28 აგვისტო.
კურო
გაუფრთხილდით საფულეს. განაახლეთ/გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან. თუ კარგად დაფიქრდებით, მათგან ბევრ კარგ რამეს ისწავლით. დასვენებას ყველაზე უკეთ შინ შეძლებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 26, 30 აგვისტო.
ტყუპი
კვირის დასაწყისში გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ, უქმეებზე მოდუნდეთ და მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. სამოსში მეტად გამოიყენეთ წითელი ფერი.
კვირის საუკეთესო დღე: 29 აგვისტო.
კირჩხიბი
ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება უსიამოვნებაში გაგხვიოთ. ზოგიერთს შეიძლება აზარტულ თამაშებში გაგიმართლოთ. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გონებით და არა გრძნობებით უნდა მართოთ.
კვირის საუკეთესო დღე: 25 აგვისტო.
ლომი
შეიცვალეთ იმიჯი, განწყობა, დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი. გააოცეთ მეგობრებიც და საყვარელი ადამიანიც. შუა კვირაში განმარტოება მოგინდებათ. უქმეები ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 29 აგვისტო.
ქალწული
ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს, მოიპატიჟეთ ისინი შინ. ზოგიერთმა შეიძლება რემონტის გაკეთება გადაწყვიტოთ, ავეჯი გადააადგილოთ. უქმეები საყვარელ ადამიანებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 30 აგვისტო.
სასწორი
უარი არ თქვათ მივლინებაზე. მგზავრობისას საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაზე იქონიებს გავლენას. კვირის ბოლოსკენ მზად იყავით ექსცენტრიკული გამოხდომებისა და სიახლეებისადმი.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 29 აგვისტო.
მორიელი
ახლობლების მიმართ მეტად მოსიყვარულე და თბილი უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს. აი, გართობა კი სხვა დროისთვის გადადეთ. ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არ გაწყენდათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, 30 აგვისტო.
მშვილდოსანი
მგზავრობისას რომანტიკული ნაცნობობა გელით. ყურადღება მიაქციეთ ძილისა და კვების რეჟიმს. ხუთშაბათსა და პარასკევს თავგადასავლები დაგეწყებათ.
კვირის საუკეთესო დღე: 28 აგვისტო.
თხის რქა
სამსახურის საქმეები და მშობლები ითხოვენ ყურადღებას. კვირის ბოლოს საკუთარი თავის გამოცდა მოგინდებათ ექსტრემალურ სახეობაში. ნუ გაუშვებთ შანსს, რომ მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 26, 27, 30 აგვისტო.
მერწყული
ბავშვები თქვენგან მეტ მზრუნველობასა და სიყვარულს საჭიროებენ. მეტი დრო დაუთმეთ მათაც და მშობლებსაც. კვირის ბოლოს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
კვირის საუკეთესო დღე: 29 აგვისტო.
თევზები
მოემზადეთ ნათესავების ვიზიტისთვის. მოსაწყენად ვერ მოიცლით, საოჯახო საქმეების მოგვარებაში მეუღლე დაიხმარეთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, აუსრულოთ სურვილები.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 27 აგვისტო.