31 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით
შედარებით პოზიტიური კვირა გველოდება - საინტერესო იდეების, აღმოჩენების, ორიგინალური გადაწყვეტილებების. გაგიმარტივდებათ ინტელექტუალური საქმიანობა. შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება და მგზავრობა კარგად ჩაივლის. თუმცა, ყველაფერი კარგად ხომ არასდროს არაა. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას, კონფლიქტს, გაუგებრობას.
ორშაბათს შეხვდით საქმიან პარტნიორებს, მეგობრებს. კოლეგებთან შეთანხმებულად იმუშავეთ.
პირველი სექტემბერი - ამ დღეს სუპერმნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. თუმცა გონება კარგად მუშაობს. საღამოს მოგინდებათ დასვენება, განმარტოება და ძალების აღდგენა.
2 სექტემბერი - 9:23-ზე სავსემთვარეობა გველის. ადამიანები ემოციურად გაღიზიანებულები არიან. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური შინაურებთანაც და გარეულებთანაც.
3 სექტემბერი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, განმარტოებისა და სულიერი პრაქტიკებისთვის.
4 სექტემბერი - ინიციატივის გამოვლენის, აქტიურობის დღეა. სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ კონტაქტები, შეხვედრები. პარტნიორებთან უსიამოვნებას მარტივად მოაგვარებთ.
5 სექტემბერი - დაძაბული დღეა. მოერიდეთ ხალხის მასებს, კონფლიქტებს.
6 სექტემბერი - შუადღემდე ფრთხილად უნდა იყოთ. ტრავმულად საშიში და კონფლიქტური პერიოდია. მერე ავანტიურიზმი და სპონტანურობა გაგიტაცებთ. ეცადეთ, დიპლომატიურად იმოქმედოთ. მოერიდეთ იმპულსურობას, განსაკუთრებით, ფულის ხარჯვისას.
კვირას სიყვარულის პლანეტა ვენერა ლომის ნიშანში გადადის (და აქ დარჩება ორ ოქტომბრამდე). გადმოვთარგმნოთ ვარსკვლავური ენიდან: მოიმატებს ფლირტის, გრძნობების დემონსტრირების სურვილი. კარგი პერიოდია როგორც შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ისე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.
ვერძი
თუ მეუღლესთან უსიამოვნება გარდაუვალია, ცოტა ხნით განმარტოება და საკუთარ კავშირზე დაფიქრება კარგად წაგადგებათ. უქმეებზე საუკეთესო დასვენება გელით. მოინახულეთ ის ადგილები, სადაც ადრე არ ყოფილხართ.
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი, 3 სექტემბერი.
კურო
ორშაბათს მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების მიმართ. შუა კვირაში მოერიდეთ ავანტიურას, წაგებული დარჩებით. იყავით კორექტული საყვარელი ადამიანის მიმართ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მგზავრობისას.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 5 სექტემბერი.
ტყუპი
თუ ხედავთ, რომ მეუღლე გვერდზე იყურება, თავადაც ყველას მიმართ ფლირტს ნუ გააჩაღებთ. უმჯობესია, სამსახურზე იყოთ ორიენტირებული. არსებობს შანსი, რომ ზემდგომებმა თქვენი საქმიანობა საუკეთესოდ შეაფასონ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი უქმეებზე გაარჩიეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 6 სექტემბერი.
კირჩხიბი
მეტად უნდა მოინდომოთ, რომ შინ კომფორტი შეიქმნათ. თუმცა საოჯახო ვალდებულებების შესრულებას მხოლოდ თქვენ ნუ იკისრებთ. პარასკევ საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ და ეცადეთ, რომ უქმეებიც ერთად და საინტერესოდ გაატაროთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 5 სექტემბერი.
ლომი
მეუღლესთან ჩხუბით პრობლემებს ვერ მოაგვარებთ, უფრო მეტი უსიამოვნება შეგექმნებათ. იყავით მზად მშვიდი დიალოგისთვის, გახშირდება კონტაქტები. სხვათა შორის, მარტოხელებს შვებულების დროს საინტერესო ნაცნობობა ელით: რომანტიკულიც და საქმიანიც.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 6 სექტემბერი.
ქალწული
კვირის დასაწყისში თავი შეიკავეთ ავანტიურისგან. ოთხშაბათს მხოლოდ საინტერესო ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი, ვისგანაც რამე სასარგებლოს ისწავლით, გაიგებთ. მოულოდნელი ნაცნობობა გელით ექსტრემალურ სიტუაციაში. უქმეები ბინის კეთილმოწყობას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 5 სექტემბერი.
სასწორი
კვირის დასაწყისში მიზანმიმართული და აქტიური უნდა იყოთ. ნუ შეუშინდებით ზედმეტი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას. კვირის მეორე ნახევარში სამსახურის საქმეებით იქნებით დატვირთული. უქმეებზე ოჯახური დღესასწაული მოაწყვეთ და მეგობრებს უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 5 სექტემბერი.
მორიელი
დასვენება, ენერგიის აღდგენა გჭირდებათ. რამდენიმე დღით მაინც დაისვენეთ, დაუთმეთ დრო საკუთარ თავს, გამოძინებას. ოთხშაბათიდან კი კარიერის გაუმჯობესებაზე იზრუნეთ. უქმეებზე დაზოგეთ ფული, მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 5 სექტემბერი.
მშვილდოსანი
ორშაბათს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ. შეიძლება გართობის პარალელურად ახალი იდეები დაგებადოთ და საერთო საქმიანობაში ჩაერთოთ. ეცადეთ, არავის მოახვიოთ თავს თქვენი "კომპეტენტური" აზრი. უქმეებზე დასვენება და ძალების აღდგენა გმართებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 6 სექტემბერი.
თხის რქა
ცვლილებების დროა. მოგინდებათ სამსახურის, სტილის, ქცევის შეცვლა. შეიძლება გემოვნებაც კი შეიცვალოთ ან კვების რეჟიმი. უქმეებზე ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ დაისვენეთ. საინტერესო ნაცნობობა და საქმიანი შემოთავაზებები გელით.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 5 სექტემბერი.
მერწყული
ამ კვირაში სამსახურშიც კარგად წაგივათ საქმეები და პირად ცხოვრებაშიც. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. უქმეებზე შეკრიბეთ მეგობრები და საყვარელ ადამიანთან ერთად პიკნიკი მოაწყვეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 7 სექტემბერი.
თევზები
საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ გამოამჟღავნებთ ეჭვიანობას. ხუმრობით შეახსენეთ, რომ მის ცხოვრებაში თქვენც არსებობთ და უცხოებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე თქვენ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობა. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ და გამოიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 4 სექტემბერი