ვის ელის სასიყვარულო რომანი? სექტემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი

ვის ელის სასიყვარულო რომანი? სექტემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი
საშემოდგომო სეზონს სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად გახსნილად ვაცხადებთ. რა გელოდებათ? ხანმოკლე რომანტიკული თავგადასავალი, დაქორწინების შემოთავაზება თუ დაუვიწყარი რომანის დასაწყისი? ვარსკვლავებს ვკითხოთ...

ვერძი

მარტოხელებისთვის: ახალი რომანტიკული ნაცნობობაც გელით და ყოფილიც ეცდება თქვენ დაბრუნებას. თვის ბოლომდე გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, ვის მიანიჭოთ უპირატესობა.

რჩევა: ჯობია, ცოტა ხანი ყველასგან დაისვენოთ. გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებთ. ახლობლების რჩევასაც დაუგდეთ ყური.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოგინდებათ მზრუნველობ
ისა და სიყვარულის გამოხატვა. შეიძლება დღეში ათჯერ მაინც გაუგზავნოთ სასიყვარულო გზავნილი.

რჩევა: გაფრთხილდით, ასე უფრო არ გააქციოთ ის თქვენგან.

კურო

მარტოხელებისთვის: სექტემბერში შეიძლება დაფიქრდეთ, რომ ზაფხული დასრულდა და არც საკურორტო რომანი გქონიათ და ზამთარსაც მარტო ხვდებით. სანამ მარტო ხართ, დრო საკუთარ განვითარებას, ჰობის დაუთმეთ.

რჩევა: როცა ბედნიერება კარზე მოგიკაკუნებთ, საყვედურებით ნუ აავსებთ: "აქამდე სად იყავი". გაუღიმეთ და შინ შეიპატიჟეთ.

დაწყვილებულებისთვის: ბარიკადების სხვადასხვა მხარეზე აღმოჩნდებით და ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მას არც კი იცნობთ. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას.

რჩევა: მისგან წასვლა ცუდი იდეაა. დაკარგვა ადვილია, პოვნა კი - ძნელი. ეს თავადაც იცით. იზრუნეთ ურთიერთობის აღდგენაზე. რომანტიკული შემოდგომა დაგეგმეთ.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: თვის დასაწყისი უღიმღამო და ნაღვლიანი მოგეჩვენებათ, წარუმატებელი პაემანი კი საბოლოოდ გაგიფუჭებთ განწყობას. მეტად უნდა მოინდომოთ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელზე კარგი გავლენა რომ მოახდინოთ.

რჩევა: სასურველია, ახალგაცნობილთან საერთო ინტერესები გქონდეთ. თუ ცა და დედამიწასავით განსხვავდებით, ერთად დიდხანს ვერ გაჩერდებით.

დაწყვილებულებისთვის: შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საყვარელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ ან მისმა ქცევამ გაგანაწყენოთ. ურთიერთობების გადახედვა მოგინდებათ.

რჩევა: ჩხუბით გაბზარულ გულს ვერ შეაერთებთ. უნდა მოუსმინოთ, გაუგოთ და დაეხმაროთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: ცივი ამინდების დაწყებისთანავე მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან თბილი ჩახუტება. თუ ჯერ ვერ შეხვდით იმ ერთადერთს, სიყვარული თქვენს ოჯახს გაუზიარეთ.

რჩევა: ნუ განიცდით და გამოიგლოვებთ საკუთარ თავს, რომანტიკა აუცილებლად მოვა თქვენს ცხოვრებაში.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა და შექება შეუძლებელს შეგაძლებინებთ. თუ პარტნიორი დაკავებულია, ნუ გაიქცევით სხვასთან სიყვარულისა და დროსტარებისთვის.

რჩევა: პირდაპირ უთხარით თქვენს მეორე ნახევარს, რიმ მზრუნველობა, მოსმენა და მხარდაჭერა გაკლიათ.

ლომი

მარტოხელებისთვის: ნუ ჩაერთვებით კონკურსში იმ მამაკაცის გულის მოსაგებად, ვისზეც ქალების მთელი გუნდი იბრძვის. არ ღირს. უმჯობესია, მამაკაცი გაისარჯოს თქვენი გულის მოსაგებად.

რჩევა: საბედნიეროდ, რომანტიკული თავგადასავლები წინ გელოდებათ. ახლა კი დრო და ენერგია საკუთარი თავის განვითარებას, შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ.

დაწყვილებულებისთვის: გილოცავთ, რომანტიკა დაბრუნდა თქვენს ცხოვრებაში. საყვარელი ადამიანი თავს სასურველად გაგრძნობინებთ. საქმეები და კარიერა მეორეხარისხოვანი გახდება და მთელ დროს მეორე ნახევარს დაუთმობთ.

რჩევა: აიღეთ შვებულება და საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა მოიწყვეთ. ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ და რომანტიკულს გახდის თქვენს ურთიერთობას.

ქალწული

მარტოხელებისთვის: პირადი ცხოვრება, როგორც ყოველთვის, მეორეხარისხოვანი გახდა სამსახურში დაგროვილი საქმეების გამო. ახლა კარიერაზე უფრო მეტს ზრუნავთ, ვიდრე დაოჯახებაზე.

რჩევა: არავინ უნდა მოგაცდინოთ იმ საქმისგან, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, სიბრალულითა და პრეტენზიებით.

დაწყვილებულებისთვის: საქმეების გამო საყვარელ ადამიანს ხშირად ეტყვით უარს პაემანზე ან დროის ერთად გატარებაზე. ეს კი არასწორი საქციელია და ცუდად იმოქმედებს თქვენზე.

რჩევა: სამსახური არსად გაიქცევა, გაქცეული საყვარელი ადამიანის შემორიგება კი ძვირი დაგიჯდებათ.

სასწორი

მარტოხელებისთვის: სექტემბერში ყველაფრისთვის მოიცლით, რომანტიკის გარდა. უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, გადასაკეთებელი. თქვენი ახლებური მდგომარება ისე მოგეწონებათ, რომ თვის ბოლოს გამოჩენილ მამაკაცს ყურადღებას არც კი მიაქცევთ.

რჩევა: ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ, თქვენგან შორს არ წავა. მოიცდის, სანამ გაგიმძაფრდებათ მის მიმართ ინტერესი.

დაწყვილებულებისთვის: გაურკვევლობა და გაბუტვა გახშირდება. შეიძლება სრულიად უმიზეზოდ მოგინდეთ ერთმანეთთან განშორება. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას. იქნებ ჯობია, ყველაფერი გამოასწოროთ.

რჩევა: რაც უფრო მეტს დაუმალავთ საყვარელ ადამიანს, მით ცუდია თქვენთვის. იქნებ ერთად მოიფიქროთ, როგორ უნდა შეინარჩუნოთ ურთიერთობა.

მორიელი

მარტოხელებისთვის: თვის დასაწყისში მკვეთრად იგრძნობთ რომანტიკის ნაკლებობას. ამის გამო შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ ურთიერთობებს, იმ მამაკაცს, ვისთანაც მაინცდამაინც კარგად ვერ გრძნობდით თავს.

რჩევა: თუ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება არ გსურთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოიფიქროთ. სთხოვეთ თქვენი კრედიტების გადახდა ან მდიდრული ქორწილის გადახდა და ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენება.

დაწყვილებულებისთვის: თქვენი ურთიერთობა ამერიკულ მთებს დაემსგავსა. საყვარელი ადამიანის მიმართ ზედმეტად ცივი ხართ, ის ზედმეტად ემოციურია. ურთიერთპრეტენზიები კი არ გელევათ.

რჩევა: საყვარელი ადამიანის გრძნობებს მეტად ფაქიზად უნდა მოეპყრათ. კარგი იქნება, თუ შვებულებას გაატარებთ ერთად ან უქმეებს მაინც. ასე რომანტიკას დაიბრუნებთ ურთიერთობაში.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: თავად კი იბრძვით მისი გულის მოსაგებად, მაგრამ ის პასიურობს. თუ ხვდებით, რომ მის გარეშე სუნთქვა გიჭირთ, იქნება ტაქტიკა შეცვალოთ რომ მეტად მიახვედროთ, მასთან დაწყვილება რომ გსურთ.

რჩევა: გამოავლინეთ ინტერესი მისი გასართობისადმი. თავად კი სერიოზულ ადამიანად დაანახვეთ თქვენი თავი.

დაწყვილებულებისთვის: თითქოს შეყვარებულობის პერიოდს დაუბრუნდით. კვლავაც გსიამოვნებთ ერთმანეთისთვის რომანტიკული სიურპრიზების მოწყობა.

რჩევა: ეცადეთ, ეს განწყობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: შეიძლება სექტემბერში შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ადრე რომანტიკული ურთიერთობა გაკავშირებდათ. თუ მისი დანახვაც კი გულს გტკენთ, ცოტა მოითმინეთ, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი რომანი დაიწყება.

რჩევა: წარსული წარსულში უნდა დარჩეს. დატკბით მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებით, მაგრამ მათ აწმყოში ნუ დააბრუნებთ.

დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობაში შეამცირეთ საყვარელი ადამიანის კონტროლი და აიმაღლეთ რომანტიკული განწყობა. ერთად გატარებული უქმეები საინტერესოდ ჩაივლის.

რჩევა: მოიფიქრეთ გასართობი, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ.

მერწყული

მარტოხელებისთვის: რომანტიკული შეხვედრები, ვნება და სასიამოვნო ემოციები გელით სექტემბერში. ეცადეთ, პარტნიორის სიტყვები ხშირად გადაამოწმოთ, მერე იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ.

რჩევა: ვნება და ემოციები კარგია, მაგრამ ის ხომ მაინც უნდა იცოდეთ, ვინაა თქვენ გვერდით.

დაწყვილებულებისთვის: ახალი ემოციები და ენერგია გჭირდებათ, რომ არსებული კავშირი გადაარჩინოთ. მეტად უნდა მოინდომოთ, რომ გახალისდეთ, ძვირფასები გახდეთ ერთმანეთისთვის.

რჩევა: გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, ექსკურსიაზე მაინც. სუფთა ჰაერზე გრძნობები კიდევ უფრო მეტად გაგიმძაფრდებათ.

თევზები

მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილებთან სიფრთხილეს იჩენთ და ეს კარგიცაა, მხოლოდ გამოცდილი ადამიანის ბადეში უნდა გაებათ.

რჩევა: არანაირი ერთი ნახვით შეყვარება. მომთმენი და ერთგული ადამიანი გჭირდებათ გვერდით.

დაწყვილებულებისთვის: შეიძლება თქვენი მეორე ნახევარი ეჭვიანობითა და პრეტენზიებით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას? ან თავად იქცევა საეჭვოდ და ასე თავისი ფარული კავშირის დამალვას ცდილობს?

რჩევა: ერთი სიტყვით, დიპლომატიური მოლაპარაკებები უნდა გამართოთ, რათა გაერკვეთ,  რაში გადანაშაულებენ თქვენ და რა ხდება სინამდვილეში თქვენი საყვარელი ადამიანის თავს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93