კვირის მნიშვნელოვანი მოვლენაა 2 სექტემბრის სავსემთვარეობა. მერე მთვარე კლებას დაიწყებს. კარგი კვირაა სამედიცინო გამოკვლევისთვის. მიაქციეთ ყურადღება კუჭსა და ყელს. ჩაიცვით ამინდის შესაფერისად. მოერიდეთ ცივ სასმელებსა და პროდუქტებს. მინიმუმამდე დაიყვანეთ სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები. სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერა დაძაბულობას განიცდის. ამიტომ გარეგნობის შესაცვლელი პროცედურების ჩატარებას არ გირჩევთ.
31 აგვისტო-6 სექტემბერი (13:35-მდე), მთვარე მერწყულის ზოდიაქოშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
პირველი-3 სექტემბერი (13:35-დან), სენტიმენტალური მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
4-6 სექტემბერი (12:45-მდე), აქტიური მთვარე ვერძის ზოდიაქოშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება; სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.
6 სექტემბერი (12:45-დან), მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის, თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.
კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.
ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
ახალი საქმეების დასაწყებლად ან მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის არახელსაყრელი პერიოდებია: პირველი სექტემბერი (13:35-მდე), 3 სექტემბერი (18:35-23:23-მდე) და 6 სექტემბერი (8:46-დან 12:45-მდე).