ნებისმიერ მამაკაცს, მიუხედავად იმისა ბუნებით პოლიგამიური ტიპაჟია იგი თუ გამოკვეთილი მეოჯახე, საკუთარ წარმოსახვაში გააჩნია იდეალური ქალის მოდელი, რომლის მიხედვითაც ირჩევს იგი ცხოვრებაში პარტნიორებს, როგორც მოკლევადიანი ფლირტისთის, ისე სამომავლოდ, ხანგრძლივი თანაცხოვრებისთვის. აქედან გამომდინარე, მამაკაცს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, საოცნებო ქალის, ინდივიდუალური სტერეოტიპი ახასიათებს.
მამაკაცი ვერძი ძალიან მომთხოვნია მეწყვილის მიმართ. მას სურს გვერდით ჰყავდეს ტემპერამენტიანი, პრინციპული, გულწრფელი, რაღაცით ინფანტილური, თუმცა ერთგული და მოსიყვარულე ქალი, რომელსაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს იუმორის გრძნობა. ვერძი ვიზუალურად საშუალო სიმაღლის, მუქთმიანი ქალით მოიხიბლება, რომელსაც მომრგვალებული ქალური ფორმები და სავსე ტუჩები უნდა ჰქოდეს აუცილებლად.
მამაკაცი კურო რომ მოხიბლოს, ქალს მასავით უნდა უყვარდეს კომფორტი, სიმშვიდე და ჰარმონია. კურო გაწონასწორებული, სტაბილური, საიმედო, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობის მქონე ქალებით იხიბლება. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ინტელექტუალურ მონაცემებზე მეტად, კურო საყვარელ ქალში კულინარიულ შესაძლებლობებს აფასებს. ვიზუალურად კი სავსე მკერდის მქონე, ხორბლისფერი ქალები ხიბლავს, მშვიდი გამომეტყველებითა და მელოდიური ხმის ტემბრით.
მამაკაცი ტყუპი აღფრთოვანებაში მოჰყავს მეგობრულ, კომუნიკაბელურ, გულუხვ, ერუდირებულ და დახვეწილი მანერების მქონე ქალბატონებს. ტყუპისთვის მნიშვნელოვანია გვერდით ჰყავდეს მეწყვილე, რომელსაც ოპტიმისტური ხედვა გააჩნია ცხოვრებაზე. მას ძალიან მოეწონება თუ საყვარელი ქალი კარგად ცეკვავს, მღერის ან სულაც ხატვა ეხერხება. ვიზუალურად გამხდარი, საშუალოზე მაღალი, მუქთმიანი ქალი მოსწონს. რომელთაც მოცეკვავე ნაბიჯებით სიარული ახასიათებთ და გადამდები ღიმილი აქვთ.
მამაკაცი კირჩხიბი ცხოვრების მეწყვილედ ეძებს ქალს, რომელსაც აქვს უნარი ბოლომდე დაიხარჯოს მისთვის და თავი ოჯახს მიუძღვნას. მისთვის სასურველი ქალი პირველ რიგში მზრუნველი და მოსიყვარულე უნდა იყოს. გარდა ამისა, მას გემრიელი კერძების კეთება და სახლში სიმყუდროვის შექმნაც უნდა ეხერხებოდეს. ვიზუალურად სასურველია იყოს ქერა, თეთრი კანით. აუცილებლად საშუალოზე დიდი მკერდით და სხეულის ფუმფულა ფორმებით. ზოგადად კირჩხიბ მამაკაცებს ე.წ. "დედის ტიპის" ქალები იზიდავთ. ამიტომ თუ კირჩხიბი მამაკაცის მოხიბვლა გაქვთ გადაწყვეტილი, პირველ რიგში დედამისთან ნაცნობობის თადარიგი უნდა დაიჭიროთ.
მამაკაცი ლომი მხიარული, გულღია, ბავშვური და ოპტიმისტი ქალებით იხიბლება. მისი საოცნებო ქალი ასევე აქტიური, დინამიკური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს. უნდა იყოს გამორჩეული, როგორც ვიზუალურად, ისე ჩაცმის სტილით. თუმცა, ამასთან ერთად, ლომი ზედმეტ ვულგარულობასა და სითამამეს ვერ აიტანს მის იმიჯში. მთავარი მოთხოვნა კი, რაღა თქმა უნდა, ერთგულების უნარი და თბილი გულია. ლომს გარეგნულად ნაზი, შინაგანად მამაცი და ბავშვურად მიამიტი ქალები მოსწონს. ხშირად უპირატესობას ანიჭებს ქერა, სიფრიფანა ქალბატონებს. გაგრძელება