17 სექტემბერს ახალმთვარეობას ველოდებით ქალწულის ზოდიაქოში. ეცადეთ, ახალმთვარეობამდე დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საყვარელი ადამიანისგან უსიამოვნო სიურპრიზებს ადგილი არ ექნება. ნურც თავად ეცდებით მის პროვოცირებას.
14 სექტემბერს ნაკლები იმპულსურობა და მეტი გონიერება გმართეთ. შუადღის შემდეგ დაგეგმეთ შეხვედრები, მგზავრობა, გამოიჩინეთ აქტიურობა.
სამშაბათი ზეაქტიური დღეა.
16-ში კარგია ინტელექტუალური საქმიანობა, ძველ მეგობრებთან ერთად გართობა. დაგეგმეთ შეხვედრა გურისთან, უჩვეულო ადამიანებთან, ასტროლოგთან.
17-ში საღამოს დაისვენეთ, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. ახალმთვარეობიდან რამდენიმე წუთში დაგეგმეთ თვის (მომდევნო ახალმთვარეობამდე) საქმეები, დაისახეთ მიზნები.
18 სექტემბერს საყვარელ ადამიანს დაუნიშნეთ პაემანი. კარგი დღეა საყიდლებისთვისთვის, გარშემო ჰარმონიისა და სილამაზის შესაქმნელად.
19-20 სექტემბერი რთული დღეებია, მომატებულია ტრავმულობა და კონფლიქტურობა. ეცადეთ, არ ეჩხუბოთ პარტნიორს. მჭრელ და ბასრ საგნებთან მუშაობისას სიფრთხილე გმართებთ. განსაკუთრებული დაკვირვება - მგზავრობისას, საჭესთან.
ვერძი
ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, მიწაზე დაეშვით და დაწყებული საქმეები დაასრულეთ. ხუთშაბათიდან კი ახალ პროექტებში ჩაერთეთ. საუკეთესო პერიოდი დაგიდგათ, რომ სამსახურშიც გაიუმჯობესოთ მდგომარეობა და პირადი ცხოვრებაც მოიწესრიგოთ. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20 სექტემბერი.
კურო
თუ ცვლილებები გსურთ, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ. ეს შეიძლება იყოს ფიქრები, სურვილები, გარეგნობა. ყური დაუგდეთ ნათესავების რჩევებს. უქმეებზე ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვისაც ახალი ნივთები შეიძინეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 17 სექტემბერი.
ტყუპი
ორიგინალური იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ, სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც. კვირის ბოლოს საყვარელ ადამიანთან ერთად წადით საყიდლებზე. უქმეებზე სწავლის სურვილი მოგეძალებათ. შეიძლება უცხო ენის გაღრმავება მოინდომოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 20 სექტემბერი.
კირჩხიბი
მოკრძალებული უნდა იყოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. კვირის დევიზად გაიხადეთ: მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა და ნაკლები წუწუნი. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად. დაეხმარეთ ნათესავებს საოჯახო საქმეების შესრულებაში. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 16 სექტემბერი.
ლომი
კვირა მოულოდნელობებითა და ჩახლართული სიტუაციებით დაიწყება. ოთხშაბათამდე ახალი საქმეები არ დაიწყოთ, პირიქით, დაწყებულები დაასრულეთ. არ გიღირთ რისკზე წასვლა. საყვარელ ადამიანთან გატარებული საღამოები თქვენს ცხოვრებას ნათელი ფერებით აავსებს. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20 სექტემბერი.
ქალწული
ყველა ადამიანში მატყუარას და აფერისტს ნუ ეძებთ და ნურც გამადიდებელი შუშით აკვირდებით. ეცადეთ, დატკბეთ ადამიანთან ურთიერთობით. ოთხშაბათს არ გარისკოთ. სამსახურში მომთხოვნი და ცივსისხლიანი უნდა იყოთ. თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კვირა დღე საყიდლებს დაუთმეთ. საკუთარი თავისთვისაც შეიძინეთ საჩუქრები.
კვირის საუკეთესო დღეები: 16, 18 სექტემბერი.
სასწორი
კვირის დასაწყისში საქმეებით იქნებით დატვირთული და თუ საყვარელი ადამიანისთვის ვერ მოიცლით, გაგინაწყენდებათ. ახალმთვარეობის შემდეგ მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარი გარეგნობის გაუმჯობესებას. კარგია გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება. იზრუნეთ ფიგურაზეც, წონის კორექციაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 17 სექტემბერი.
მორიელი
განმარტოება და შემოქმედებითი იდეების განხორციელება კარგ შედეგს მოგიტანთ. ოთხშაბათს უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. აუცილებლად გამონახეთ დრო დასვენებისა და განტვირთვისთვის. საღამოები სკვერში გაატარეთ, შეიარეთ თქვენს საყვარელ კაფეში. და აუცილებლად... თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 20 სექტემბერი.
მშვილდოსანი
ორშაბათი ბინის კეთილმოწყობას, ნათესავებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას დაუთმეთ. არ დაივიწყოთ საკუთარი თავი, გაინებივრეთ და ასიამოვნეთ მას. ზოგიერთმა შეიძლება გამაჯანსაღებელი პროცედურის ჩატარება გადაწყვიტოს. პარასკევს საყვარელი ადამიანის მიმართ რომანტიკული და მზრუნველი იყავით.
კვირის საუკეთესო დღეები: 15, 17 სექტემბერი.
თხის რქა
კვირის დასაწყისში მეტი სიმშვიდე და დაკვირვება გმართებთ. მხოლოდ სასიამოვნო ადამიანებთან გქონდეთ კონტაქტი. ოთხშაბათს აქტიურობა მოიმატებს, შეიძლება დილაობით მსუბუქი ვარჯიშის სურვილიც გაგიჩნდეთ. უქმეებზე საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 18 სექტემბერი.
მერწყული
გარშემო მყოფებს თქვენი საუკეთესო თვისებები დაანახვეთ. თამამად, მაგრამ დელიკატურად გამოთქვით თქვენი გრძნობები და აზრები. იყავით მშვიდი და თავდაჯერებული. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. უქმეები სურვილისამებრ გაატარეთ, მხიარულება და გართობა არ მოიკლოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 16, 20 სექტემბერი.
თევზები
სასურველის მიღების კვირა დაგიდგათ. მომავალს იმედით შეჰყურებთ და ასეც უნდა იყოს, წინ დიდი გამარჯვებები გელოდებათ. სასურველის მისაღებად კონკრეტული გეგმა შეადგინეთ. თუმცა ახალმთვარეობამდე ჯობია, ძველი საქმეები დაასრულოთ. უქმეებზე შინ ნათესავებს უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 16, 18 სექტემბერი.