ადამიანები ოდითგანვე ცდილობენ ახსნან სიყვარულის ამოუცნობი ფენომენი. ვიღაცისთვის ეს გრძნობა ერთხელ მოდის და მარადიულია. სხვები კი ფიქრობენ, რომ სიყვარული ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმითა და სიძლიერით ავლენს თავს. ამიტომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ სხვადასხვაგვარად გვიყვარდება. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ პოლიგამიური და მონოგამიური ზოდიაქოს ნიშნები. შესაბამისად, სიყვარულისადმი დამოკიდებულებაც ზუსტად ამ მომენტით განისაზღვრება მათში.
როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, იდეალისტურად არიან განწყობილი სიყვარულის მიმართ ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნები. ვერძებს, ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს პოლიგამიურობა ახასიათებთ ურთიერთობაში.
მათ ცხოვრებაში ბევრი რომანია, არანაკლებ ბევრია ქორწინებაც. ისინი ფიქრობენ, რომ ყოველ ჯერზე ეს არის "ის ერთადერთი და ნამდვილი" სიყვარული. გაგრძელება