ვერძი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების (განსაკუთრებით, ოჯახის წევრების) უარყოფით თვისებებს და მეტად გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. ოჯახში სიყვარულის გამოვლენა და ურთიერთგაგება გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. უქმეებზე ერთად გაისეირნეთ ქალაქგარეთ. შეადგინეთ მათთვის გასართობ-შემეცნებითი ტური.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 24 და 26 სექტემბერი.
კურო
ოჯახის წევრების დახმარების იმედი გქონდეთ. დაგროვილი საქმეების მოგვარების შემდეგ დაისვენეთ, გაინებივრეთ საკუთარი თავი გემრიელობით. გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. თუ არჩევანის წინაშე დადგებით - სახლი თუ სამსახური? უპირატესობა პირველს მიანიჭეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად იზრუნეთ ბუდის კეთილმოწყობაზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 22 და 26 სექტემბერი.
ტყუპი
კვირის დასაწყისი სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შუა კვირაში დასვენება და საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება მოგინდებათ. შვილების მიმართ იყავით ყურადღებით. კარგია მათთან ერთად ხანმოკლე მგზავრობა და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. უქმეებზე საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები გელით.
კვირის საუკეთესო დღეები: 24 და 25 სექტემბერი.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტად დაიცავით მათი ინტერესები. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ. შუა კვირაში დაგეგმეთ საყიდლები. გულწრფელი უნდა იყოთ, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის საზიანოდ. უქმეებზე შეხვდით კოლეგებს საქმეების განსახილველადაც და გასართობადაც.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 26 და 27 სექტემბერი.
ლომი
სამსახურის საქმეების პარალელურად გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. ზოგიერთს იმიჯის შეცვლა მოგინდებათ. მოერიდეთ ზედმეტობას მაკიაჟშიც და ჩაცმულობაშიც, მაგრამ იყავით მომხიბვლელი. საყვარელ ადამიანთან კი მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 21 და 27 სექტემბერი.
ქალწული
ძველი მეგობრები გაგახარებენ ვიზიტით. იყავით პოზიტიური. საინტერესო საუბრების დროს ბევ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მასთან მხოლოდ შიშებსა და საქმეებზე კი არა, ოცნებებსა და მომავლის გეგმებზეც უნდა ისაუბროთ. ეცადეთ, სამსახურში საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ. დახვეწეთ თქვენი სტილი, მანერები.
კვირის საუკეთესო დღე: 24 სექტემბერი.
სასწორი
იმოქმედეთ მიზანსწრაფულად და ჩანაფიქრის განხორციელებაზე არ თქვათ უარი. გამოსცადეთ თქვენი თავი გამძლეობასა და სიჯიუტეზე. მოიცილეთ სიზარმაცე. დააფასეთ ახლობლები და გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. შუა კვირაში სიახლეები მოგინდებათ. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაისახოთ მიზნად. უქმეებზე კარგად უნდა დაისვენოთ და გამოიძინოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 23 და 24 სექტემბერი.
მორიელი
ოჯახურ სიმყუდროვეზე, ოჯახის წევრებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. დაიწყეთ დაგროვილი საკითხების მოგვარება. შუა კვირაში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ სამსახურშიც და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლადაც. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს, თანამოაზრეებს და იმხიარულეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 22, 23 და 26 სექტემბერი.
მშვილდოსანი
ემოციებს აყოლილმა ვერც კი შეამჩნიეთ, რომ თქვენი რომანი დასასრულს მიუახლოვდა. ნუ დანაღვლიანდებით. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უამრავი დადებითი ემოცია მიიღეთ და ახლა თავისუფალი, მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის. გაანიავეთ გონება და დაისახეთ ახალი მიზანი. კარგი კვირაა ინდივიდუალიზმის გამოსავლენად და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
კვირის საუკეთესო დღე: 24 სექტემბერი.
თხის რქა
კვირის დასაწყისში დიდ მნიშვნელობას შეიძენს გარემო და გარშემო მყოფები, რომლებთანაც ურთიერთობთ. შუა კვირაში შანსი მოგეცემათ, დაიბრუნოთ ყოფილის პატივისცემა და შესაძლოა, ურთიერთობაც აღადგინოთ. განშორებამ შეიძლება გაამყაროს თქვენი გრძნობები. ავტორიტეტს აიმაღლებთ თქვენი შრომისმოყვარეობითა და სამუშაოსადმი ერთგულებით. უქმეები მკურნალობას, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 26 და 27 სექტემბერი.
მერწყული
ორშაბათი-სამშაბათი სამოქმედო გეგმის შედგენა-განხორციელებას დაუთმეთ. დაისახეთ კონკრეტული მიზანი და ეცადეთ, დრო მხოლოდ აუცილებელ საქმეებს დაუთმოთ. გამონახეთ დრო შვილებისთვის. დაეხმარეთ გონებრივ განვითარებაში. უქმეებზე კი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას შეძლებთ და ინდივიდუალურობის გამოვლენას.
კვირის საუკეთესო დღე: 26 სექტემბერი.
თევზები
კვირის დასაწყისიდანვე იყავით მზრუნველი და გულისხმიერი საყვარელი ადამიანის მიმართ. გამოუცხეთ მისი საყვარელი ნამცხვარი, ღვეზელი. გაფრთხილდით, შუა კვირაში უვნებელმა ფლირტმა შეიძლება ოჯახური უსიამოვნება გამოიწვიოს. ახალი კონსტრუქციული იდეების განსახორციელებლად კარგი პერიოდია. უქმეები საზოგადოებრივ საქმიანობას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 21, 22 და 24 სექტემბერი.