ოქტომბრის თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბრის თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი



ოქტომბერში სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ხანდახან ურთიერთობის შენარჩუნების გამო კომპრომისზეც კი მოგიწევთ წასვლა. ოქტომბერში შექმნილი ოჯახი ბედნიერი და ჰარმონიული იქნება. ზოგიერთი, სიყვარულის ნაცვლად, ანგარებიან ქორწინებას დათანხმდება და დაქორწინებით სოციალური სტატუსის ამაღლებას შეძლებს. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას, ავანტიურას. არ დახარბდეთ მარტივი ფულის გამომუშავებას, თორემ საკუთარსაც წააგებთ. ოქტომბერში მარტოხელებს და დაწყვილებულებსაც კი სურვილი გაუჩნდებათ, რომანი გააბან კოლეგასთან. თანაც, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სამსახურში გაცილებით მეტი დროის გატარება მოგიწევთ. დაწყვილებულები გაფრთხილდით, რომ უსიამოვნებები არ შეგექმნათ
საყვარელ ადამიანთან. ენერგიის დახარჯვა და სპორტდარბაზში მოგინდებათ ვარჯიში. შეიძლება ფიზიკურადაც დაიტვირთოთ, მაგრამ გირჩევთ, არ გადაიტვირთოთ. ზომიერად გადაანაწილეთ თქვენი ენერგია.

კურო


ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ არ გაგიფუჭოთ საქმეები ან დამოკიდებულება ადამიანთან. საქმიანი შეხვედრებისას დააკვირდით, რას ამბობენ თქვენი ოპონენტები. ადრე მკურნალობის შედეგს ოქტომბერში იგრძნობთ. მოერიდეთ რთულ, ძალისმიერ სპორტის სახეობებს, ფიზიკურად ზედმეტად გადაღლას. აგრეთვე კარგი თვეა პროფილაქტიკური მკურნალობის ჩასატარებლად. სამსახურში მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ დეტალებისადმი. განსაკუთრებით, თუ ფულთან გაქვთ შეხება. თუ მოინდომებთ და სურვილიც გაქვთ, კარიერაში წარმატებას მიაღწევთ, დაწინაურდებით. დაიმსახურებთ კეთილგანწყობას კოლეგებში. ზოგიერთი, ვინც მაძიებელი იყავით, იშოვით თქვენთვის შესაფერის სამსახურს. სიყვარულის გამოხატვა მოგინდებათ შვილების მიმართ. შეიძლება განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები ან ფული დახარჯოთ გართობაზე, ბავშვებზე. ზოგიერთი თავით გადაეშვება სასიყვარულო თავგადასავალში. მარტოხელებს გირჩევთ, არ გააიდეალოთ ახალგაცნობილები. შეიძლება ძალიან მალე იმედგაცრუებული დარჩეთ. შეიძლება ფინანსური სარგებელი მიიღოთ ადრე შესრულებული პროექტებისგან. თუმცა ფული შეიძლება აზარტულ თამაშებში ან ლატარიაში მოიგოთ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, გააუმჯობესებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან. გაუფრთხილდით პარტნიორის გრძნობებს.

ტყუპი


გართობის, დროსტარებისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. მოიმატებს ოპტიმიზმი. სურვილი გაგიჩნდებათ, ყველა გასართობსა და თამაშში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. გახშირდება სატელეფონო საუბრები, შეიძლება ონლაინკონსულტაციებიც კი დაიწყოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, ოქტომბერში შეიძლება გაგიმართლოთ. ზოგი შეიცვლით პროფესიას ან სამუშაო ადგილს. სახლში ყოფნის სურვილი სულ უფრო ხშირად მოგეძალებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მშობლებთან, ნათესავებთან. მოგინდებათ საკუთარი ბუდის მეტად კეთილმოწყობა, საოჯახო დღესასწაულების მოწყობა. ზოგიერთი საკუთარ ბინას შეიძენს ან რემონტს გააკეთებს. შეყვარებულებმა შეიძლება ერთად ცხოვრება დაიწყოთ ან შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას, ოქტომბერში ფული ყველაფრისთვის გეყოფათ. სოციალურ ქსელებში უფრო მეტი დროის გატარება მოგიწევთ, ვიდრე სავარჯიშო მოედანზე. თუმცა, თუ მოინდომებთ, დიეტასაც დაიცავთ და კუნთებსაც გაიმკვრივებთ. წარმატება გელით სამსახურში. რთულ საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. თქვენი საქმიანობით დაინტერესდება გავლენიანი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში. თვის ბოლო რომანტიკული სიურპრიზებით დაგამახსოვრებთ თავს.

კირჩხიბი


გაგიტკბებათ შინ ყოფნა, ოჯახის წევრებთან ჩახუტება და მათთვის ჰარმონიული გარემოს შექმნა. ხშირ-ხშირად მოამზადებთ გემრიელ კერძებსა და დესერტებს და ზამთრისთვის მარაგსაც დააგროვებთ. გახშირდება მიმოსვლები ნათესავებთან. მარტოხელები შეიძლება მშობლების ბუდეში დაბრუნდნენ მზრუნველობისა და ყურადღების მისაღებად. შეყვარებულებმა კი შეიძლება ერთად ცხოვრება გადაწყვიტონ, საღამოები თბილად და ტკბილად რომ გაატარონ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობის, ექსკურსიებზე წასვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ყოველ შემთხვევაში, მიმოსვლები ახლო მანძილზე გაგიხშირდებათ. ან გახშირდება მიმოწერა ერთმანეთთან. მარტოხელებმა შეიძლება მეგობრების წრეში გაიჩინოთ შეყვარებული ან მათი დახმარებით გაიცნოთ. დაქორწინებულებს გაგიხშირდებათ კონტაქტები მეუღლის ნათესავებთან. თუ მათთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, ეცადეთ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება. ზოგიერთმა შეიძლება დედმამიშვილებთან ერთად წამოიწყოთ რაღაც საქმიანობა. არ გაასესხოთ ფული, მათი დაბრუნება გაჭიანურდება. გირჩევთ, ოქტომბერში დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის.

ლომი


ნუ იქნებით ეგოისტური, ამით თავადვე დაზარალდებით. მეტად გაითვალისწინეთ ახლობლების სურვილები. მოიმატებს ინფორმაციები, გახშირდება კონტაქტები ნათესავებთან, მიმოსვლები ერთმანეთთან. ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ და შეასრულეთ ყველა საოჯახო საქმე. შეიძლება სწორედ ოქტომბერში მოგინდეთ ქალაქგარეთ მცხოვრები მშობლების მონახულება ან იმ ადგილების, სადაც ბავშვობა გაატარეთ. თვის ბოლოს ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გამონათქვამების მიმართ და ეცადეთ, არ გამოეკიდოთ ახლობლების ნათქვამს. ფინანსები ოქტომბრის მთავარი საზრუნავი იქნება. აქტიურად იქნებით დაკავებული ფინანსების მოზიდვაში. ფული შეიძლება ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მიიღოთ ან ლატარიაში მოიგოთ. ახლობლებისთვის ძვირფასი საჩუქრების მირთმევა მოგინდებათ. შეიძლება სწორედ ასეთი ჟესტით გამოხატოთ სიყვარული მის მიმართ. სურვილი გაგიჩნდებათ, მეტად მოეფეროთ, ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანს. ზოგიერთმა კი შეიძლება დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს და ამბებს იმ ადამიანებისგან, ვინც გენატრებათ. შეიძლება აღადგინოთ ურთიერთობა დიდი ხნის უნახავ, გაბუტულ ადამიანებთან. თუ სამოგზაუროდ გაემგზავრებით, ეცადეთ, წესრიგში გქონდეთ ყველა საბუთი. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

ქალწული


გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება სარფიანი ხელშეკრულებები გააფორმოთ, რაც მომავალში ფულს მოგიტანთ. თუმცა, რა გასაკვირია, რომ თქვენნაირ შრომისმოყვარე და რაციონალურ ადამიანს მატერიალურად არ გაუჭირდება. ზოგიერთებმა შეიძლება პირადი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტონ ან ფული სარფიან საქმიანობაში დააბანდონ. მეტად მობილიზებული გახდებით, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ. ოქტომბერში განსაკუთრებით მოიმატებს თქვენი ცნობისმოყვარეობა ინფორმაციისა და სწავლისადმი. შანსი მოგეცემათ, გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც ბიზნესის მართვაში დაგეხმარებიან. შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, რომლისგანაც რამე სარგებელი გექნებათ. შეიძლება შეგაწუხოთ საყვარელი ადამიანის ზედმეტმა აქტიურობამ. ზოგადად, ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ კონტაქტები ადამიანებთან, ვინც გაღიზიანებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით სამსახურის საქმეების მოგვარებისას. ყური დაუგდეთ ორგანიზმის მინიშნებებს. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, ხშირად დაისვენეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი. ნუ დაივიწყებთ სწორად კვებას.

სასწორი


თუ ადრე საკუთარ თავს, დროსა და ენერგიას სხვებს სწირავდით, ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ მობილიზებული. მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით, სამსახურშიც და სახლშიც. თავად კი მეტად წარმოაჩინეთ თქვენი შესაძლებლობები. ზოგიერთი რთული საკითხების მოგვარებასაც კი შეეჭიდება და მარტივად გაართმევს თავს. ფინანსური საკითხების მოგვარებისას. თვის ბოლოს ფულის გარეშე რომ არ დარჩეთ, ზომიერება გმართებთ ხარჯისას. საქმიანი შეხვედრებისას იყავით დაკვირვებული პარტნიორებისადმი. სწავლა თქვენგან განსაკუთრებულ დაკვირვებას მოითხოვს. ჩაიწერეთ (ფურცელზე, დიქტოფონზე), რასაც ვერ გაიგებთ. სასწორების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ გულით კი არა, გონებით უნდა იმოქმედოს. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ. შეიძლება ყველა თქვენსავით სუფთა გულის არ იყოს. გარშემო მყოფებისგან ახალდაწყებული რომანის დამალვა მოგინდებათ. თუმცა შეიძლება არა იმის გამო, რომ უცხო თვალისგან დაიცვათ საკუთარი რომანტიკული ურთიერთობა, არამედ იმის გამო, რომ ადამიანი შეიძლება იყოს დაოჯახებული. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ყოფილმა შეყვარებულმა და სანამ მასთან შერიგდებით, კარგად დაფიქრდით. იმის გამო, რომ შედეგს სწრაფად ვერ აღწევთ, ვარჯიშზე უარი არ უნდა თქვათ. ივარჯიშეთ მეგობართან ერთად, პარტნიორი ყველა საქმეში გჭირდებათ და არც ვარჯიშია გამონაკლისი.

მორიელი


ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას, რთული მიზნების დასახვას. ყოველდღიური, აუცილებელი საქმეებით შემოიფარგლეთ. ჩამოყალიბდით საკუთარ სურვილებსა და მოსაზრებებში. მოერიდეთ კონფლიქტების გამწვავებას, აგრეთვე, თქვენ მიმართ უარყოფითად განწყობილ ადამიანებთან კონტაქტს. შეიძლება მოგინდეთ ცოდნის გაღრმავება ან სრულიად ახლის შესწავლა. სასურველია, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თვის დასაწყისში მიიღოთ. ყურადღება გმართებთ ახალი ინფორმაციებისდამი. არავის ენდოთ სიტყვაზე, გადაამოწმეთ ყველა ნიუანსი. თვის მეორე ნახევარში მოერიდეთ უსიამოვნებას საქმიან პარტნიორებთან. განსაკუთრებით, ახლებთან. მეტად უნდა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში. ხშირად შეხვდით მეგობრებს. მარტოხელებმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მეგობრებში გყავთ ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს. ან შეიძლება რომანი გააბათ ადამიანთან, რომელთანაც საერთო საქმიანობა გაკავშირებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ადამიანთან, რომელზეც თქვენი კარიერული ზრდა, საქმეების მოგვარებაა დაკავშირებული. ზოგიერთი გადაწყვეტს დაქორწინებას და საყვარელ ადამიანთან ერთად თანაცხოვრებას. შეყვარებულები კი, ისინიც, ვისი ურთიერთობაც ახლახან ჩამოყალიბდა, აღმოაჩენენ, რომ დაუთბათ ერთმანეთის მიმართ სულიერი გრძნობები. კარიერა და საოჯახო საქმეები უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, ვიდრე ვარჯიში ან ფიზიკური აქტიურობა. მოერიდეთ სტრესსა და ნერვიულობას. მარტოხელები გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. კარგად განვითარდება რომანტიკული ურთიერთობები. შეყვარებულებსაც გელით ერთმანეთით ტკბობა.

მშვილდოსანი


მეგობრებთან შეხვედრების, მათთან ერთად საქმიანობაში ჩართვისა და იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ახალი სამეგობრო გაიჩინოთ ან - ახალი ინტერესთა სფერო. სხვათა შორის, შეიძლება გულუხვი სპონსორებიც კი გამოგიჩნდნენ თქვენი იდეების დასაფინანსებლად. რაც შეეხება პირად ურთიერთობებს, ჰარმონიისა და სიმშვიდის დამყარების სურვილი გაგიჩნდებათ. მარტივად დაარეგულირებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ოქტომბერში ახლობლებიც კი უნდა გადაამოწმოთ სანდოობაზე. გააქტიურდებიან მოშურნეები, კონკურენტები და გაფრთხილდით, არავინ არაფერი გაგიფუჭოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან და იმასაც, რასაც არ გეუბნებიან. ცუდი არ იქნება, თუ დაიმეგობრებთ საქმიან პარტნიორებს. ზოგიერთმა შეიძლება მათთან რომანიც კი გააბათ. მარტოხელებს ოქტომბერი დაუვიწყარ შეხვედრებსა და სასიყვარულო თავგადასავლებს გპირდებათ. სხვათა შორის, შეიძლება საყვარელი ადამიანის დახმარებით მოახერხოთ დაწინაურება. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ. დაქორწინებულებმა საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ მეუღლემ უთქვენობა არ იგრძნოს. გართობა, მხიარულება და სიამოვნების მიღება მოგინდებათ. ეცადეთ, თანაბრად გადაანაწილოთ თქვენი შესაძლებლობები, რომ გართობის გამო საქმიანი და ოჯახური სფეროები არ დაიზარალოთ. გირჩევთ, ოქტომბერში დაიცვათ დიეტა, შეამციროთ ცხიმიანი და ტკბილეული.

თხის რქა

გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეების გვერდით, განიხილეთ ახალი იდეები და ეს ყველაფერი შუა ოქტომბრამდე. სამსახური და კარიერული მიღწევები გახდება თქვენთვის უმთავრესი. მეტად უნდა მოინდომოთ, იყოთ მიზანსწრაფული, გამოავლინოთ შრომისმოყვარეობა, რომ მიაღწიოთ სასურველს. თუმცა, ნურც დიპლომატიურობას დაივიწყებთ და ეცადეთ, შელაპარაკება კამათში არ გადაზარდოთ. ამბიციური უნდა იყოთ, მაგრამ არა ისე, რომ რეპუტაცია შეგელახოთ. გაფრთხილდით, ოქტომბრის ბოლოს შეიძლება გიღალატოთ ადამიანმა, ვისი იმედიც გქონდათ და ენდობოდით. მარტოხელა თხის რქებმა შეიძლება პარტნიორის მოძებნა ინტერნეტით გადაწყვიტონ და ისიც უცხოელი ან უცხო კულტურის, რელიგიის. უკვე შეყვარებულებმა ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის სიტყვებს და მეტი - მის ქცევას. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოს ან საყვარელი ადამიანი გაიხადოს პარტნიორად ბიზნესსაქმიანობაში. ფული მოზომილად ხარჯეთ. თუმცა, მატერიალური მდგომარეობა შეიძლება საზღვარგარეთიდან მიღებული ფინანსებითაც კი გაიუმჯობესოთ. აქტიური იქნებით ბინის კეთილმოწყობაში, ნათესავებთან მიმოსვლაში და შეიძლება ეს ჩათვალოთ ვარჯიშად. სპორტდარბაზში ყოფნისას ნუ გადაიტვირთებით, განსაკუთრებით, სიმძიმეების აწევისას.

მერწყული


მოგზაურობის განწყობაზე იქნებით, მოგინდებათ მეგობრებთან შეხვედრა და საინტერესო თემებზე საუბარი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ოქტომბერში რამდენიმე რთული საკითხის მოგვარება მოგიწევთ, მაგრამ ყველაფერს ისე მარტივად ვერ მიიღებთ, როგორც გეგონათ. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. კარგი პერიოდი დაგიდგათ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. სხვათა შორის, კარგი იქნება უცხო ენის შესწავლაც, უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტის აღდგენა. მოიმატებს რომანტიკული თავგადასავალი და სექსუალური პარტნიორების რიცხვიც გაიზრდება. ექსტრემალურ სიტუაციაშიც ხშირად აღმოჩნდებით და ეცადეთ, ოქტომბერმა უსიამოვნო მოგონებები (და დაავადებებიც) არ დაგიტოვოთ. შეიძლება გათხოვილებსაც მოგინდეთ "გვერდზე გახედვა" და ფრთხილად იყავით. შეყვარებულები ან დაშორებას გადაწყვეტენ, ან ურთიერთობის დარეგულირებას, რადგან თქვენს პარტნიორს აღარ მოუნდება გაურკვევლობაში ყოფნა. თავად უნდა დაიფიქრდეთ, გსურთ კი ამ ადამიანთან კავშირის გაგრძელება. ხანდახან დაშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ხოლმე. უგუნებობას შეიძლება რამდენიმე ფიზიკური ვარჯიშის შესრულებამ უშველოს. ზოგმა კი დიეტის დაცვა გადაწყვიტოს. ნუ დაარღვევთ რეჟიმს. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები


განსაკუთრებით დაგითბებათ დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. მეტად რომანტიკული გახდებით მეუღლის მიმართ. ხშირად გაგიჩნდებათ სურვილი მისთვის სიურპრიზების მოწყობის. მარტოხელები კი გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ. სხვათა შორის, ოქტომბერში რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება რომანში გადაიზარდოს და ქორწინებით დაგვირგვინდეს. ამ თვეში სტაბილური ფანანსური მდგომარეობა გექნებათ. თუმცა, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. თვის დასაწყისში სამემკვიდრეო საკითხებისა და ფინანსების მოგვარებით იქნებით დაკავებული. შეიძლება საკუთარი მიზნები სხვისი ფულებით განახორციელოთ. გაფრთხილდით, არ გაეხვეთ კრიზისულ სიტუაციაში. ნუ გარისკავთ ნურც ფულით და ნურც ჯანმრთელობით. შეიძლება მოგინდეთ სწავლის გაგრძელება ან ახალი სფეროს შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში. ხშირად დაესწარით შემოქმედებით წვეულებებს, კულტურულ ღონისძიებებს. ოქტომბერში გირჩევთ დაიცვათ დღის რეჟიმი. დილაობით მსუბუქად ივარჯიშოთ, დაიცვათ კვების რეჟიმი. და რაც მთავარია, გამოიძინოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93