28 სექტემბერი-4 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი

28 სექტემბერი-4 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი
შემოდგომის ყველაზე ლამაზი თვე - ოქტომბერი იწყება. სულიერი განწყობა მშვიდია, ისეთი, როგორიც გაწონასწორებულ და ჰარმონიულ სასწორს შეეფერება. სასურველია, მეტი ისეირნოთ ბუნებაში.

ახალი კი ვნახოთ, რა ხდება ცაზე... ორშაბათი მძიმედ იწყება. მაქსიმალურად გაფრთხილდით, რადგან მოსალოდნელია ტრავმები. მოერიდეთ ყველანაირ მანიპულაციას კბილებთან. დაგეგმილი ოპერაციები სხვა პერიოდისთვის გადაიტანეთ. იყავით დაკვირვებული, რაციონალური. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღებისას, დატკბით მომენტებით. პირველ ოქტომბრამდე მთვარე მზარდია, ორი ოქტომბრის გათენებისას სავსემთვარეობას ველოდებით. ამ დღეს არ გირჩევთ ალკოჰოლის მიღებას, ემოციურობა პიკზეა. 3 ოქტომბრიდან მთვარე კლებას დაიწყებს.
კარგია დიეტის დაცვა, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება.

28 სექტემბერი, 18:35-მდე - 30 სექტემბერი - მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
  • კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
  • ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

პირველი-3 ოქტომბერი (19:14-მდე)
- მთვარე ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

  • კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
  • ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

3-4 ოქტომბერი - მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, თავისა და სახის კანის კვებისთვის, თმის შეღებვისთვის. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

  • კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.
  • ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაციებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93