ოქტომბრის ასტროლოგიური დახასიათება - როგორი იქნება თვე

ოქტომბრის ასტროლოგიური დახასიათება - როგორი იქნება თვე
ასტროლოგიაში სწორედ მთვარე ითვლება ქალური ენერგიის წყაროდ. ამ თვეში იგი მეტად გულუხვია. მოგიმზადეთ თვის მთავარი ასტროლოგიური მოვლენები და არ გაუშვათ შანსი ხელიდან. ოქტომბერში გველოდება სუპერსავსემთვარეობა და "ცისფერი" სავსემთვარეობა. თვის პირველ ნახევარში უნდა გააანალიზოთ, რა გახდა თქვენს ცხოვრებაში უადგილო და გათავისუფლდეთ მისგან. გაუშვით ის, რაც სიხარულს აღარ განიჭებთ. თვის მეორე ნახევარში შეადგინეთ სამოქმედო საქმეების სია.
პირველი ოქტომბერი - მთვარე მზარდია, ვერძის ზოდიაქოში იმყოფება. ადამიანი პოზიტიური და მიზანსწრაფულია. ენერგია მოახმარეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ იმპულსურობასა და დაუფიქრებელი
სიტყვების წარმოთქმას. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან მიმართებაში.


2 ოქტომბერი - სავსემთვარეობა. მაქსიმალური თავდაჭერა და კორექტულობა გმართებთ. აპატიეთ ყველას, ვინც გაწყენინათ. "წაშალეთ" თქვენი ცხოვრებიდან თქვენთვის უსიამოვნო ყველა ადამიანი. დააკვირდით, შეიძლება ყური მოჰკრათ ვიღაცის ნათქვამ ფრაზას, სიმღერიდან სიტყვას და მან მნიშვნელოვან საკითხებზე დაგაფიქროთ, მიგახვედოთ, ზოგჯერ კი კითხვასაც გაეცეს პასუხი. ძლიერია სექსუალური ენერგია. საღამოს დრო ტყუილად არ დაკარგოთ. სავსემთვარეობაზე სიზმრები განსაკუთრებულ ძალას იძენენ.

3-15 ოქტომბერი - შეიძლება რეალობისგან გაქცევის სურვილი გაგიჩნდეთ. კოსმიური ენერგია იკლებს და მნიშვნელოვან საქმეებს, პროექტებს ნუ შეეჭიდებით. თუმცა არსებულ საქმეებში დაშვეული შეცდომების გამოსწორება კარგია. ახალმთვარეობა მოგაცილებთ ყველაფერ დრომოჭმულს. ცხოვრებას უფრო მარტივად შეხედავთ. ეცადეთ, თავადაც მოინდომოთ, რომ გათავისუფლდეთ ნაგვისგან.

16 ოქტომბერი - სუპერახალმთვარეობა. გარშემო ყველაფრის განახლება ხდება. კონკრეტულად ამ დღეს არაფერი გააკეთოთ, მეტად დაისვენეთ, იზრუნეთ პირად კომფორტზე. ეცადეთ, გარშემო გქონდეთ სილამაზე და ჰარმონია. გახსოვდეთ, რომ ძველად ამ დღეს ჯადოქრები მაგიური რიტუალისთვის იყენებდნენ და უბრალოდ ნათქვამ ფრაზასაც კი ძალიან დიდი ენერგია აქვს. ასე რომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით.

17-30 ოქტომბერი - მზარდი მთვარე. მთვარის ზრდასთან ერთად ჩვენი ენერგია, შრომისუნარიანობაც იმატებს. მოიფიქრეთ, რისი რეალიზება გსურთ მომავალში. ყური დაუგდეთ საკუთარ სურვილებს. იყავით პოზიტიურ განწყობაზე. აქტიურად იფიქრეთ ოჯახის გაძლიერებაზე, ჯიშის გამრავლებაზე. მარტოხელებმა გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, რომ დაწყვილდეთ. სხვათა შორის, პირიქითაც შეიძლება მოხდეს. თუ ხვდებით, რომ არსებულმა კავშირმა, ქორწინებამ ან რომანმა ამოწურა საკუთარი თავი, სიხარულს აღარ განიჭებთ, გათავისუფლდით მისგან.

31 ოქტომბერი - "ცისფერი" მთვარე. ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა გველოდება. ასეთი მოვლენა იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე. ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: Once in a blue moon ("ერთხელ, ცისფერი მთვარის ქვეშ"). ანუ რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. მიჩნეულია, რომ "ცისფერი" მთვარე ძლიერ მაგიურ ენერგიას ფლობს. ამ დღეს უმჯობესია, შინ დარჩეთ, რათა მომატებულია უსიამოვნებებისა და კონფლიქტების ალბათობა. კარგია მედიტაცია. სხვათა შორის, იმატებს სექსუალური ენერგია და მგრძნობელობა. ამიტომ სასიყვარულო პაემანიც შეგიძლიათ დანიშნოთ. მოაწყვეთ შინ რომანტიკული ვახშამი საყვარელი ადამიანისთვის.

ჩაინიშნეთ ოქტომბრის მნიშვნელოვანი დღეები, რათა უფრო მეტი წარმატება, სიყვარული, სიმდიდრე და სილამაზე მიიზიდოთ.


  • ოქტომბრის საუკეთესო დღეები - პირველი, 7-8, 11, 21, 29-30 ოქტომბერი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ რიცხვებში დაგეგმეთ. ისინი მაქსიმალურადაა დამუხტული დადებითი ენერგიით.
  • საუკეთესო დღეები თმის შეჭრისთვის - 6, 8, 13-14 და 21 ოქტომბერი.
  • საუკეთესო დღეები კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 12, 14, 18, 21 და 23 ოქტომბერი.
  • საუკეთესო დღეები საყიდლებისთვის - პირველი, 21, 22, 28 და 30 ოქტომბერი.
  • საუკეთესო დღეები მგზავრობისთვის - პირველი, 12, 14, 17, 24 და 26 ოქტომბერი.
  • საუკეთესო დღეები დღესასწაულების მოსაწყობად - 7, 11, 24, 26, 27 და 30 ოქტომბერი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93