ვინ არის ქალი სასწორი?

ვინ არის ქალი სასწორი?
რა თქმა უნდა, ადამიანის დასახასიათებლად ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკა უნდა შევადგინოთ, მაგრამ შევეცდებით, გაგაცნოთ ქალი სასწორი მისი ზოგადი ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. წაიკითხეთ, ბევრ საინტერესოს გაიგებთ ამ დახვეწილ და ნაზ დიპლომატიურ ნიშანზე.

  • ქალი სასწორი - ყველაზე მიმზიდველი და გრაციოზული ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. გარშემო მყოფები აფასებენ, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია ჰარმონიისა და დახვეწილი მანერების დემონსტრირება.
  • ქალი სასწორი - აფასებს ნამდვილ გრძნობებს. სიყვარული და ვნება უნდა იყოს ამაღელვებელი, რომანტიკული ელფერით. არანაირი უხამსობა.
  • ქალი სასწორი - ფინანსების მხრივ ცოტა ქარაფშუტაა,
    საკუთარ თავს ლამაზი ნივთების შეძენასა და ტკბილეულის ჭამაზე უარს ვერ ეუბნება.
  • ქალი სასწორი - მუდამ მზადაა საუბარში ჩასართველად. განათლებულია, ინტერესთა ფართო სფერო აქვს და მუდამ საინტერესოდ გამოთქვამს თავის მოსაზრებებს.
  • ქალი სასწორი - სერიოზულად ეკიდება ოჯახის შექმნის საკითხს. სასიყვარულო პარტნიორი ჰაერივით სჭირდება. თუ ქორწინება ოფიციალური არ იქნება, რომანტიკული და ჰარმონიული უნდა იყოს წყვილის თანაცხოვრება. შინ იდეალური წესრიგი და ლამაზი დიზაინი აქვს. ოჯახს პატივისცემით და პასუხისმგებლობით ეკიდება.
  • ქალი სასწორი - მომენტალურად უყვარდება და არ აქცევს ყურადღებას საზოგადოებრივ მოსაზრებას. ბავშვებთან მიმართებაში - დემოკრატიულია. შვილებს თანასწორებივით ექცევა.
  • ქალი სასწორი - მუდამ ზრუნავს ჯანმრთელობაზე. მხოლოდ პროფესიონალებს ანდობს საკუთარ თავს. ავად გახდომა არ უყვარს, მაგრამ როცა მასზე ზრუნავენ, მოსწონს.
  • მამაკაცი, რომელიც ქალ სასწორს მოეწონება, უნდა იყოს ძლიერი, მამაკაცური. უნდა იყოს ლიდერი, მიუხედავად საზოგადოებრივი ნორმებისა და წესებისა და შეეძლოს თავისი საყვარელი ქალის დაცვა.
  • ქალი სასწორი - მუდამ სწავლობს, მოგზაურობის დროსაც კი. ახლის გაგება მას ჰაერივით სჭირდება.
  • ქალი სასწორი - უყვარს წვეულებები, გამოფენები, თეატრალური შეხვედრები, სადაც ელეგანტურად ჩაცმული მივა და მეგობრებთან სასიამოვნო საუბარს გააბამს.
  • ქალი სასწორი - ცოტა გადაწყვეტილებების მიღება და არჩევანის გაკეთება უჭირს, თორემ, თუ მიზანი დაისახა, სასურველ სიმაღლეს აუცილებლად მიაღწევს. სურს, გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდეს, ვინც მუდმივად გაამხნევებს, ანუგეშებს და წინსვლისთვის უბიძგებს.
  • ქალი სასწორი - მეგობრებში აუცილებლად ჰყავს გავლენიანი, მდიდარი, ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანები.
  • დაბოლოს, ქალი სასწორი ყველაზე მეტად პროფესიულ რეალიზაციასა და ჯანმრთელობაზე დარდობს. ვურჩევთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93