ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთვარეობა" და იშვიათი მოვლენები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთვარეობა" და იშვიათი მოვლენები, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის
სექ­ტემ­ბე­რიც გა­და­ვა­გო­რეთ, თით­ქოს, ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნა უკან მო­ვი­ტო­ვეთ, მაგ­რამ არც ისე მარ­ტი­ვა­დაა ყვე­ლა­ფე­რი, წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნა გვე­ლო­დე­ბა. დღეს ოქ­ტომ­ბე­რი გან­ვი­ხი­ლოთ. რო­გორც წესი, თითო თვე­ში 5 ან 7 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გვაქვს ხოლ­მე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­ცი­ლე­ბით მეტი გვექ­ნე­ბა. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ოქ­ტომ­ბერ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვე­ლო­დე­ბა. ასე­თი მოვ­ლე­ნა იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ მა­ინც ხდე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წი­ნაც ასე იყო. თუმ­ცა ამა­ზე ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით. თა­ნაც, სწო­რედ ოქ­ტომ­ბერ­ში იც­ვლის ლი­ლი­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას (და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვე­ში ერთხელ), კუ­რო­ში გა­და­დის და ახა­ლი
ვნე­ბა­თა­ღელ­ვის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ.

ოქ­ტომ­ბრის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მოკ­ლე ანონ­სი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • ოქ­ტომ­ბე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბით და­ი­წყე­ბა: 2-ში ვერ­ძის ათ გრა­დუს­ში, 1:05-ზე.
  • პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა 2 ოქ­ტომ­ბერს ეს­ტუმ­რე­ბა ქალ­წუ­ლის ნი­შანს და იქ დარ­ჩე­ბა 28-მდე.
  • 4 ოქ­ტომ­ბერს პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი გა­ას­წო­რებს მოძ­რა­ო­ბას და რეტ­როგ­რა­დუ­ლი­დან დი­რექ­ტულ სვლას და­უბ­რუნ­დე­ბა.
  • 14 ოქ­ტომ­ბერს მერ­კუ­რი გახ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი (უკან­მა­ვა­ლი) 3 ნო­ემ­ბრამ­დე მო­რი­ე­ლის ნი­შან­ში.
  • ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით 16 ოქ­ტომ­ბერს, 23:30-ზე, სას­წო­რის 24 გრა­დუს­ში.
  • შავი მთვა­რე - ლი­ლი­ტი კუ­რო­ში გა­და­ვა 21 ოქ­ტომ­ბერს.
  • ვე­ნე­რა სას­წორ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს 28 ოქ­ტომ­ბერს და აქ დარ­ჩე­ბა 21 ნო­ემ­ბრამ­დე.
  • და­ბო­ლოს, 31 ოქ­ტომ­ბერს, 18:49-ზე კუ­როს მე-9 გრა­დუს­ში ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის მე­ცა­მე­ტე "ცის­ფე­რი მთვა­რის" სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას.

ახლა კი ცოტა ვრცლად:

მზე 23 ოქ­ტომ­ბრამ­დე სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­შია. აქვე გი­ლო­ცავთ ყვე­ლა სას­წორს და­ბა­დე­ბის დღეს. მთე­ლი თვე უნდა მი­ვუ­ძღვნათ ისე­თი თე­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: სიყ­ვა­რუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბა, პარტნი­ო­რო­ბა, ჰარ­მო­ნია, კონ­სულ­ტი­რე­ბა, ბა­ლან­სი ქა­ლურ­სა და მა­მა­კა­ცურს შო­რის, პარტნი­ო­რო­ბა საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. სას­წო­რი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ამ თე­მებს გა­ნა­გებს. იყა­ვით ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც და გარ­შე­მო მყო­ფებ­თა­ნაც. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93