სექტემბერიც გადავაგორეთ, თითქოს, ყველა უსიამოვნო მოვლენა უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება. დღეს ოქტომბერი განვიხილოთ. როგორც წესი, თითო თვეში 5 ან 7 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად გაცილებით მეტი გვექნება. თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა გველოდება. ასეთი მოვლენა იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. დაახლოებით 2 წლის წინაც ასე იყო. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თანაც, სწორედ ოქტომბერში იცვლის ლილიტი ადგილმდებარეობას (დაახლოებით 9 თვეში ერთხელ), კუროში გადადის და ახალი ვნებათაღელვისთვის უნდა მოვემზადოთ.
ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენების მოკლე ანონსი ასე გამოიყურება:
- ოქტომბერი სავსემთვარეობით დაიწყება: 2-ში ვერძის ათ გრადუსში, 1:05-ზე.
- პლანეტა ვენერა 2 ოქტომბერს ესტუმრება ქალწულის ნიშანს და იქ დარჩება 28-მდე.
- 4 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი გაასწორებს მოძრაობას და რეტროგრადულიდან დირექტულ სვლას დაუბრუნდება.
- 14 ოქტომბერს მერკური გახდება რეტროგრადული (უკანმავალი) 3 ნოემბრამდე მორიელის ნიშანში.
- ახალმთვარეობას ველოდებით 16 ოქტომბერს, 23:30-ზე, სასწორის 24 გრადუსში.
- შავი მთვარე - ლილიტი კუროში გადავა 21 ოქტომბერს.
- ვენერა სასწორში გადაინაცვლებს 28 ოქტომბერს და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე.
- დაბოლოს, 31 ოქტომბერს, 18:49-ზე კუროს მე-9 გრადუსში ველოდებით მთვარის მეცამეტე "ცისფერი მთვარის" სავსემთვარეობას.
ახლა კი ცოტა ვრცლად:
მზე 23 ოქტომბრამდე სასწორის ზოდიაქოშია. აქვე გილოცავთ ყველა სასწორს დაბადების დღეს. მთელი თვე უნდა მივუძღვნათ ისეთი თემების გაუმჯობესებას, როგორებიცაა: სიყვარული, ქორწინება, პარტნიორობა, ჰარმონია, კონსულტირება, ბალანსი ქალურსა და მამაკაცურს შორის, პარტნიორობა საქმიან ან სასიყვარულო სფეროში. სასწორი ასტროლოგიაში ამ თემებს განაგებს. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთანაც და გარშემო მყოფებთანაც.
გაგრძელება