"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს

"ცვლილებების დროა" - ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებზეც 2 ოქტომბრის სავსემთვარეობა ყველაზე მეტად იმოქმედებს
2 ოქ­ტომ­ბერს, 1:05 სა­ათ­ზე, სავ­სემ­თვარე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მთვა­რე სრუ­ლია, გა­დავ­სე­ბუ­ლიც კი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს დე­და­მი­წა­ზე, სი­თხე­ზე ჩვენს ორ­გა­ნიზ­მშიც კი. იმ­პულ­სუ­რო­ბა და ემო­ცი­უ­რო­ბა პიკ­ზეა. დად­გე­ნი­ლია, რომ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა, ავა­რი­უ­ლო­ბა და არც ეს დღე იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუმ­ცა ყვე­ლა მე­დალს აქვს ორი მხა­რე. მზე სას­წორ­შია, სიყ­ვა­რუ­ლის, სი­ლა­მა­ზის აღმქმელ, პარტნი­ო­რო­ბა­სა და ჰარ­მო­ნი­ა­ზე მო­მარ­თულ ნი­შანში; მთვა­რე - ცე­ცხლო­ვან ვერ­ძში, მის სა­პი­რის­პი­რო ნი­შან­ში. ვერ­ძი არას­დროს არა­ვის არ უყუ­რებს და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მას აქვს თა­ვი­სი აზრი და სხვე­ბის მო­საზ­რე­ბას
არც კი გა­ნი­ხი­ლავს. ყველ­გან და ყო­ველ­თვის მხო­ლოდ თვი­თონ არის მარ­თა­ლი. მუ­დამ მი­დის თა­ვი­სი გზით, გა­უკ­ვა­ლა­ვი ბი­ლი­კე­ბით. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ვერ­ძში ძლი­ერ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენ­ზე.

თვი­თონ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს პლა­ნე­ტა მარ­სი თა­ვის ნი­შან­ში - ვერ­ძშია. მარ­თა­ლია, რეტ­როგ­რა­დუ­ლია, მაგ­რამ მო­მარ­თუ­ლია აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა შარ­შან ნათ­ქვა­მი გა­გიხ­სე­ნოთ და მას­ზე მოგ­თხო­ვოთ პა­სუ­ხი. ანუ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის თვი­სე­ბაა, ადრე წა­გე­ბუ­ლის გამო რე­ვან­ში აი­ღოს. გირ­ჩევთ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნოთ (თუ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ) მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს აზრს. ამ დღეს არ გირ­ჩევთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას. უფრო მე­ტიც, თქვენ წარ­სუ­ლი შე­დე­გე­ბი, მიღ­წე­ვე­ბი უნდა გაა­ა­ნა­ლი­ზოთ.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს მთვა­რე ვერ­ძშია, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა მარ­სიც და შავი მთვა­რეც. მარ­სი სა­ტურნ­სა და პლუ­ტონს უპი­რის­პირ­დე­ბა და ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნოთ უფ­რო­სის, ზემ­დგო­მე­ბის ზე­წო­ლა. ან შე­იძ­ლე­ბა მოგ­თხო­ვონ ადრე გა­ცე­მუ­ლი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ნუ ეც­დე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნოთ ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით, სპორ­ტსმე­ნე­ბი. ნუ გაფ­ლან­გავთ თქვენს ენერ­გი­ა­სა და ძა­ლებს არაფ­რის­მომ­ცემ საქ­მე­ებ­ზე.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი (ქა­ლე­ბი­სა­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ აგ­რე­სია) არი­ან აღ­გზნე­ბუ­ლე­ბი, დეს­პო­ტუ­რე­ბი და ეცა­დეთ, იყოთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი სა­კუ­თარ თავ­თან და გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. იყა­ვით ფრთხი­ლად ცე­ცხლთან, ასა­ფეთ­ქებ­ლებ­თან. დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა იფეთ­ქოს ხან­ძარ­მა ან მი­წისძვრა მოხ­დეს. გირ­ჩევთ, გა­აზ­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დოთ, მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი კი ფილ­მე­ბი­დან ან წიგ­ნი­დან მი­ი­ღოთ. არ და­გეგ­მოთ არა­ნა­ი­რი შეხ­ვედ­რა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. არ გირ­ჩევთ უფ­როს­თან (ოჯახ­შიც კი), ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას.

თუმ­ცა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის მარ­სი კარგ ას­პექტს აკე­თებს სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას­თან. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­ნახ­ლდე­ბა ძვე­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რე­ბი, თავს შე­გახ­სე­ნე­ბენ ყო­ფი­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მო­გინ­დეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ურ­პრი­ზის მო­წყო­ბა. ასეთ ტალ­ღა­ზე ყოფ­ნამ შე­იძ­ლე­ბა შე­ა­სუს­ტოს ვერ­ძის სი­ჯი­უ­ტე და სი­ხის­ტე. თა­ნაც, ურ­თი­ერ­თო­ბა­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ პარტნი­ორ­თან. შე­გიძ­ლი­ათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბიც კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, მაგ­რამ ფრთხი­ლად იყა­ვით მჭრელ და ცე­ცხლისმფრქვევ საგ­ნებ­თან.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მი­სი­აა, რომ რა­ღაც და­ას­რუ­ლოს. წელს პირ­ვე­ლი ახალმთვა­რე­ო­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში გვქონ­და 24 მარტს და ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, დას­რულ­დეს ის პრო­ცე­სე­ბი, რაც ამ პე­რი­ოდ­ში და­ი­წყო.

  • სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იგ­რძნო­ბენ:
პირ­ველ რიგ­ში, ვერ­ძე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 25 მარ­ტი­დან 3 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით). შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ პა­სუ­ხი თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხ­ზე ან და­ას­რუ­ლოთ რა­ღაც საქ­მე. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ გა­მოთ­ქვათ თქვე­ნი აზრი, მაგ­რამ მშვი­დად, დიპ­ლო­მა­ტიუ­რად და აუ­ცი­ლებ­ლად მო­უს­მი­ნეთ მე­ო­რე მხა­რე­საც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვდე­ბით. და, რა თქმა უნდა, სას­წო­რე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 27 სექ­ტემ­ბრი­დან 7 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით), სა­დაც ახლა იმ­ყო­ფე­ბა მზე. ცხოვ­რე­ბის გა­დატ­ვირ­თვის პე­რი­ო­დი და­გე­წყოთ. რა­ღა­ცას წერ­ტი­ლი უნდა და­უს­ვათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ვის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თემა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის. და­ას­რუ­ლეთ ის, რა­საც აქამ­დე ვერ ას­რუ­ლებ­დით.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას შე­და­რე­ბით მშვი­დად იგ­რძნო­ბენ ლო­მე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 27 ივლისი­დან 6 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით) და მშვილ­დოს­ნე­ბი (და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი 26 ნო­ემ­ბრი­დან 6 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით). თქვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ან სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, რაც თქვენს ცხოვ­რე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ არა კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ­ზე, არა­მედ რა­ღა­ცის ან ვი­ღა­ცის გავ­ლე­ნით, ან შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­დე­გი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93