"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ", - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში და ზოდიაქოს ნიშნებს 28 ოქტომბრამდე მოსალოდნელი მოვლენების შესახებ აფრთხილებს:
"27 სექტემბერს მერკური მორიელის ზოდიაქოში გადავიდა. ის ამ ნიშანში მთელი თვის განმავლობაში იმოძრავებს - რადგან 16 ოქტომბერს უკუსვლითი გახდება და 28-ში ისევ სასწორს დაუბრუნდება. მაგრამ იქამდე უნდა ითქვას, რომ მერკურის მორიელის ნიშანში მოგზაურობის დროს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები ხდებიან, თუ მტკიცე არგუმენტებიც არ არსებობს. უბრალოდ სიტყვაზე აღარავინ არავის ენდობა. ამ ნიშანში მერკური სურვილს გვიჩენს ხოლმე, ბოლომდე ჩავყვეთ ნებისმიერ სიტუაციას და გავარკვიოთ შექმნილი სიტუაციის თუ პრობლემების ჭეშმარიტი მიზეზები, თუნდაც ამისათვის მორევის ფსკერზე მოუწიოთ დაყვინთვა. და ალბათ უნდა ესეც აღინიშნოს, რომ ამას ზოგჯერ არცთუ ისე კარგი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ვიდრე რაღაცის ქექვას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა წყლის ამღვრევა... გაგრძელება