5-11 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5-11 ოქტომბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
გაფრთხილდით, მოსალოდნელია კავშირების, ხელშეკრულებების გაწყვეტა, უსიამოვნებები ელექტროობასთან, ტექნიკასთან და ამინდში - სიურპრიზები. ნუ გაფლანგავთ დაუფიქრებლად ფულს.

პარასკევი აგრესიული და კონფლიქტური დღეა. ნუ ეცდებით უსიამოვნებების ძალისმიერი მოთოდებით მოგვარებას. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ენერგიას მოახმართ აქტიურ საქმიანობას, სპორტს, ცეკვას, სახლის დალაგებას. გაფრთხილდით ხალხის თავშეყრის ადგილებში.


ვერძი


წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მოგეცემათ. არ თქვათ უარი საკუთარი სურვილების ასრულებაზე. იყავით მეტად მიზანმიმართული. ნუ ცხარობთ ყველაფერზე. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანების მიმართ.
კვირის საუკეთესო დღე: 8 ოქტომბერი.

კურო


მივლინება და საქმიანი
შეხვედრები საინტერესოდ ჩაივლის. ნუ მოგერიდებათ საკუთარი სურვილების გამჟღავნების. საყვარელ ადამიანს გამოუტყდით გრძნობებში. კვირას მეგობრებს შინ უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 11 ოქტომბერი.

ტყუპი


არ გარისკოთ, არც საქმეებში და არც ურთიერთობებში. უმჯობესია, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. იყავით დაკვირვებული. პირად ცხოვრებაში ცვლილებები, ურთიერთობის გაუმჯობესება მოგინდებათ, შინ - სიმყუდროვისა და ჰარმონიის შექმნა.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 8 ოქტომბერი.

კირჩხიბი


მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი და გარშემო მყოფებში მეტად დაფასდებით. თამამად შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით. სხვათა შორის, წარმატებები თქვენს მეუღლესაც ელის და მის გამოც იქნებით ბედნიერი. უქმეები ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 11 ოქტომბერი.

ლომი


თუ კარიერული მიღწევები გსურთ, მეტი შრომისმოყვარეობა და მიზანმიმართულება უნდა გამოავლინოთ. შეიძლება მეუღლე დაგეხმაროთ საქმეების მოგვარებაში ან ერთად დაიწყოთ ახალი საქმე. საერთო ინტერესები და გართობა კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან.
კვირის საუკეთესო დღე: 5 ოქტომბერი.

ქალწული


გამარჯვებისთვის მოემზადეთ. შეიძლება დაგიფინანსონ ახალი პროექტი ან ძველის გაცოცხლების შესაძლებლობა მოგცენ. არ მოაკლოთ მზრუნველობა საყვარელ ადამიანს. სხვათა შორის, ის სიურპრიზს გიმზადებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 6 ოქტომბერი.

სასწორი


არ იკამათოთ ოჯახის წევრებთან. ყველასთან გამონახეთ კომპრომისი. საღამოები მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, მათ განათლებას., მათთან ერთად აქტიური უქმეები მოიწყვეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8 ოქტომბერი.

მორიელი


შედეგების გადახედვის დრო დაგიდგათ. ისწავლეთ კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან სწორი დიალოგის გამართვა. სახლში მოგინდებათ ინტერიერის განახლება. უქმეებზე მეუღლე კულინარიული შედევრებით გაახარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 11 ოქტომბერი.

მშვილდოსანი


მოერიდეთ ფულის ფლანგვას, გარშემო მყოფებთან დაპირისპირებას. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და შეიძლება შეგეცვალოთ სანაცნობო წრე, პირადი ცხოვრება. უქმეებზე სრული რელაქსაცია კარგი იქნება.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 8 ოქტომბერი.

თხის რქა


მეტად გააქტიურდით, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მათთან, ვისზეც თქვენი დაწინაურებაა დამოკიდებული, მაგრამ წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით მიაღწევთ. მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, მშობლებთან და შვილებთან.
კვირის საუკეთესო დღეები: 8, 11 ოქტომბერი.

მერწყული


აქტიურად ჩაერთეთ სამსახურის საქმეებში. საყვარელი ადამიანისა და მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. უქმეებზე მოერიდეთ ელექტრონივთების შეძენას. უქმეებზე მეგობრებთან ერთად დრო მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 6 ოქტომბერი.

თევზები


მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ. ნუ გადავარდებით ილუზიებში, რეალისტი უნდა იყოთ. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 6 ოქტომბერი.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93