"წინასწარ დაწყობილი გეგმები შესაცვლელი გაგიხდებათ" - რა ხდება 7 ოქტომბერს ცაზე და რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი

"წინასწარ დაწყობილი გეგმები შესაცვლელი გაგიხდებათ" - რა ხდება 7 ოქტომბერს ცაზე და რის შესახებ გვაფრთხილებს ასტროლოგი
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი ხვა­ლი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მო­ვლე­ნე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს:

"ცაზე ხვალ მერ­კუ­რი­სა და ურა­ნის ზუს­ტი ოპო­ზი­ცია დგე­ბა, რაც გვა­ი­ძუ­ლებს, მე­ამ­ბო­ხეე­ბი გავ­ხდეთ და არ­სე­ბულ წე­სებს და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. მო­უთ­მენ­ლო­ბა, ჩარ­ჩო­ე­ბის დან­გრე­ვის და ცვლი­ლე­ბე­ბის უზო­მო წყურ­ვი­ლი შე­საძ­ლოა ცოტა უად­გი­ლო­დაც ჩან­დეს გა­რე­დან, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბე­ბის ბრა­ლია და ხვალ ამას ვერ­სად გა­ვექ­ცე­ვით. ეცა­დეთ, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ენერ­გი­ის ნა­კა­დი კონ­სტრუქ­ცი­ულ არხში გა­და­უშ­ვათ, მა­გა­ლი­თად, და­კავ­დეთ რა­ი­მე გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შა­ო­თი, იკი­თხოთ ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის წიგ­ნი ან ანა­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის
ფილ­მს უყუ­როთ. მი­თ უ­მე­ტეს, რომ წი­ნას­წარ და­წყო­ბი­ლი გეგ­მე­ბი მა­ინც შე­საც­ვლე­ლი გა­გიხ­დე­ბათ.

  • მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ბუ­თებს ხვალ ხელს არ ვა­წერთ, ისეთს, რაც ხან­გრძლივვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი.
  • ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბის გაბ­მა­საც ვე­რი­დე­ბით.
  • ვფრ­თხი­ლობთ სა­ჭეს­თან და გა­და­სას­ვლე­ლებ­ზე.
  • ტექ­ნი­კაც შე­იძ­ლე­ბა მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­დეს.
  • ფი­ზი­კუ­რად დი­დად არ ვტვირ­თავთ ორ­გა­ნიზმს.
  • სწავ­ლის და­წყე­ბა - არა, სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლა - არა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ყიდ­ლე­ბი - არა.
და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია", - წერს ას­ტრო­ლო­გი.

ცნო­ბის­თვის, 4 ოქ­ტომ­ბრი­დან პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი დი­რექ­ტუ­ლი გახ­და. ახლა პლუ­ტო­ნი თხის რქის ზო­დი­ა­ქო­შია. აქ დარ­ჩე­ბა 2026 წლამ­დე და ბევრ რა­მე­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას. მას­თან ერ­თად არი­ან სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი და სწო­რედ ამ სა­მე­უ­ლის ბრა­ლია ის, რაც ახლა სამ­ყა­რო­ში ხდე­ბა. პლუ­ტო­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი ძველ სტრუქ­ტუ­რებ­ში, მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში, სა­ზღვრებ­ში. პლუ­ტო­ნი ორი ნი­შ­ნის - ვერ­ძი­სა და მო­რი­ე­ლის სიმ­ბო­ლოა. ის კრი­ზისებ­სა და ექ­სტრე­მა­ლურ­საც მარ­თავს.

პლუ­ტო­ნი მო­გა­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ სფე­რო­ებს, რო­მლებ­საც თქვენს პი­რად რუ­კა­ში პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი მარ­თავს.


ამას­თან, 14 ოქ­ტომ­ბ­რი­დან მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა სამ ნო­ემ­ბრამ­დე. მო­რი­ე­ლის მე-12 გრა­დუ­სი­დან დაბ­რუნ­დე­ბა სას­წო­რის ზო­დი­ა­ქო­ში, 26-ე გრა­დუს­ში და მერე, როცა სვლას გა­ას­წო­რებს, ისევ გა­და­ვა მო­რი­ელ­ში. გა­იხ­სე­ნეთ შარ­შან­დე­ლი ეს პე­რი­ო­დი, როცა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი იყო ისევ ამ ნიშ­ნებ­ში. რა მოხ­და მა­შინ? იქ­ნებ რა­ღაც საქ­მეს, ადა­მი­ა­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უნდა გა­და­ხე­დოთ. გირ­ჩევთ, სა­კუ­თარ თავს მე­ტად ჩა­უღრ­მავ­დეთ, გა­ერ­კვეთ თქვენს თავ­ში, სუ­ლი­ერ მო­თხოვ­ნებ­ში. კი­დევ ერთხელ უნდა შე­გა­ხსე­ნოთ, რომ რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რის პე­რი­ოდ­ში არ ღირს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93