12-18 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი

12-18 ოქტომბრის სილამაზის კალენდარი
12 ოქტომბერი, მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
  • კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება; თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
  • ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

13 ოქტომბერი
, 9:55-ზე მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

  • კარგია სახლის, პირადი
    ნივთების დალაგება; ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
  • ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.

15 ოქტომბერი,
9:53-ზე მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადავა. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
  • პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
  • მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

17 ოქტომბერი, 9:15-ზე მთვარე მორიელში გადავა. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
  • პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
  • მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93