გართობის, დროსტარებისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. მოიმატებს ოპტიმიზმი. სურვილი გაგიჩნდებათ, ყველა გასართობსა და თამაშში მოსინჯოთ საკუთარი ძალები. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. ამაღლებული განწყობით რთულ საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. კარგ შედეგს მოგიტანთ ბიზნესსაქმიანობაც. კარგად შესრულებული საქმეების გამო აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გართობა - გართობად, მაგრამ სამსახურის საქმეები, საოჯახო ვალდებულებები და სწავლის საკითხები თქვენი მოსაგვარებელი იქნება და მაქსიმალური დაკვირვება და მონდომება გმართებთ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თვის დასაწყისში მოაგვაროთ. რუტინული საქმეები დაკვირვებას ითხოვს. გახშირდება სატელეფონო საუბრები, შეიძლება ონლაინკონსულტაციებიც კი დაიწყოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, ოქტომბერში შეიძლება გაგიმართლოთ. ზოგი შეიცვლით პროფესიას ან სამუშაო ადგილს.
ფული და სიყვარული
სახლში ყოფნის სურვილი სულ უფრო ხშირად მოგეძალებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მშობლებთან, ნათესავებთან. მოგინდებათ საკუთარი ბუდის მეტად კეთილმოწყობა, საოჯახო დღესასწაულების მოწყობა. ზოგიერთი საკუთარ ბინას შეიძენს ან რემონტს გააკეთებს. შეყვარებულებმა შეიძლება ერთად ცხოვრება დაიწყოთ ან შვილის გაჩენა გადაწყვიტოთ. რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას, ოქტომბერში ფული ყველაფრისთვის გეყოფათ. გაგრძელება