სიყვარულისა და ჰარმონიის პლანეტა ვენერა ამ კვირაში რამდენიმე პოზიტიურ ასპექტს აკეთებს. ამიტომ, სიყვარული და ურთიერთობის გაუმჯობესება გახდება ამ პერიოდის უპირატესი თემები. თუ ადრე პარტნიორთან გაბუტული იყავით, შერიგების, ურთიერთობის დარეგულირებისთვის მოიცალეთ. ორშაბათსა და სამშაბათს სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. ადრე ასეთი ასპექტი იყო 7 ოქტომბერს (გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ) და პლუს-მინუს 2 დღეზე მოქმედებდა. გაუფრთხილდით ნერვებსაც.
ვერძი
დაკვირვებას ითხოვს სამსახურის საქმეები. უფრო მეტიც, კოლეგების მიერ შესრულებული ვალდებულებებიც რომ გადაამოწმოთ, კარგი იქნება. უქმეები შვილებთან ერთად გაატარეთ. ულევად გამოხატეთ სიყვარული მათ მიმართ. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს.
კვირის საუკეთესო დღე: 21 ოქტომბერი
კურო
გაიხსენეთ ის დრო, როცა ბედნიერი და წარმატებული იყავით. ეს დაგეხმარებათ აღიდგინოთ ძალები, თვითრწმენა და მეტად აქტიურად დაიწყოთ მიზნების განხორციელება. ეცადეთ, სახლშიც და სამსახურშიც თავდაჯერებულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24 ოქტომბერი
ტყუპი
გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვის. თუ გაბუტულები ხართ - შერიგების მიზეზი. ახალი იდეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. უკეთესი იქნება, თუ დაწყებულ საქმეებს მიუბრუნდებით. ახლობლებს შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 19, 21, 25 ოქტომბერი
კირჩხიბი
მეტად იზრუნეთ სახლში ჰარმონიის შექმნაზე. იყავით მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. უარი არ თქვათ მეგობრულ შეხვედრებზე. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 23 ოქტომბერი
ლომი
იყავით მეტად დაკვირვებული, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია. ნუ შეიძენთ ტექნიკას. სამშაბათს ოცნებები გაგიტაცებთ და შეიძლება ზოგიერი მიზანი აისრულოთ კიდეც. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. უქმეები ძალების აღდგენას დაუთმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 22 ოქტომბერი
ქალწული
სურვილების ასრულების, გეგმების განხორციელების პერიოდი დაგიდგათ. წარმატებას მიაღწევთ და მატერიალური მდგომარეობაც გაგიუმჯობესდებათ. უკეთ გაიცანით თქვენი შვილები, დაუმეგობრდით მათ.
კვირის საუკეთესო დღე: 24 ოქტომბერი
სასწორი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, გარშემო მყოფებთან. საღამოები შინ, მეგობრებთან ერთად გაატარეთ და იმხიარულეთ. შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ათვისება მოგიწიოთ, რაც მომავალში სამსახურის საქმეების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 21 ოქტომბერი
მორიელი
ეცადათ, ავტორიტეტი იყოთ გარშემო მყოფებისთვის და განსაკუთრებით, საკუთარი შვილებისთვის. მეტად დაისვენეთ. მოინახულეთ თქვენი საყვარელი ადგილები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. ორშაბათიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მზად იყავით სიახლეებისთვის.
კვირის საუკეთესო დღე: 20 ოქტომბერი
მშვილდოსანი
რომანტიკული შეხვედრები სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იყავით მეტად მიზანმიმართული და ამბიციური.
კვირის საუკეთესო დღე: 22 ოქტომბერი
თხის რქა
ინიციატივის გამოსავლენად მეტი თავისუფლება მოგეცემათ. ახალი პერსპექტივები გადაგეშლებათ. არავის მისცეთ უფლება, რომ ნერვები მოგიშალოთ ან რეპუტაცია შეგილახოთ. თქვენი თავი ყველაზე მაღლა დააყენეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 24 ოქტომბერი
მერწყული
იყავით ღიმილიანი. ყველა უსიამოვნება კვირის ბოლოსთვის გაქრება. სამაგიეროდ, თავად იქნებით ყურადღების ცენტრში. წარმატება დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე და, რა თქმა უნდა, გარშემო მყოფებთან მეგობრულ დამოკიდებულებაზე. აქტიურობა და ზომიერი ავანტიურა სასურველი ადამიანების ყურადღებას მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღე: 19 ოქტომბერი
თევზები
რაც უფრო პოზიტიურად იქნებით განწყობილი, მით უკეთესია თქვენთვის. კვირა თავს დაგამახსოვრებთ სასიამოვნო შეხვედრებით. შუა კვირაში არ გირჩევთ აჩქარებას მუშაობისას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს, ენერგიის ხარჯვას. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ჯუჯღუნა და ბუზღუნა.
კვირის საუკეთესო დღე: 19 ოქტომბერი