შავი მთვა­რე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა - რა უნდა იცოდეთ

შავი მთვა­რე კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა - რა უნდა იცოდეთ
შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 2021 წლის 17 ივ­ლი­სამ­დე დარ­ჩე­ბა. რას მო­უ­ტანს აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

შავი მთვა­რის (ლი­ლი­ტის) კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში ინ­გრე­სი­ის (გა­დას­ვლის) შე­სა­ხებ

დღეს შავი მთვა­რე (ლი­ლი­ტი) გა­და­ვი­და კუ­როს ზო­დი­ა­ქო­ში. ის აქ იმოძ­რა­ვებს 21 ოქ­ტომ­ბრი­დან (2020) 17 ივ­ლი­სამ­დე (2021). დას­რულ­და ლი­ლი­ტის ცხრათ­ვი­ა­ნი ვერ­ძუ­ლი ეპო­პეა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 2020 წლის 27 იან­ვარს. ბუ­ნებ­რი­ვია, 2020 წლის ძი­რი­თა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის (სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რე­ბის) გარ­და (სა­ტურ­ნი-პლუ­ტო­ნის
შე­ერ­თე­ბა 2020 წლის და­სა­წყის­ში, იუ­პი­ტე­რი-სა­ტურ­ნის შე­ერ­თე­ბა 2020 წლის ბო­ლოს, მარ­სის გა­დას­ვლა ვერ­ძში 2020 წლის ივ­ნის­ში) შავი მთვა­რის მოძ­რა­ო­ბა ვერ­ძში ქმნი­და უხეშ, აგ­რე­სი­ულ ფონს, რო­მე­ლიც იგ­რძნო­ბო­და 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ახლა ეს უხე­ში, აგ­რე­სი­უ­ლი ენერ­გია გა­და­ვა უფრო ნელი მოქ­მე­დე­ბე­ბის, მაგ­რამ ინ­ტენ­სი­ურ ენერ­გი­ა­ში. მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლა­დი იმ­პულ­სის ფა­ზამ უკვე გა­ი­ა­რა. ახლა და­ი­წყე­ბა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­ღო­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი ფორ­მას­თან, მა­ტე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს უპირ­ვე­ლე­სად ფი­ნან­სუ­რი სფე­რო იქ­ნე­ბა, რად­გან რო­გორც ცნო­ბი­ლია, კუ­როს მე­ო­რე, ანუ ფი­ნან­სუ­რი სახ­ლი შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა მე­ო­რე სახ­ლი მხო­ლოდ ფი­ნან­სებს არ მარ­თავს, არა­მედ ეს არის სა­ერ­თოდ - რე­სურ­სე­ბი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93