26 ოქტომბერი-პირველი ნოემბრის სილამაზის კალენდარი

26 ოქტომბერი-პირველი ნოემბრის სილამაზის კალენდარი

გრძელდება პლანეტების - მერკურისა და მარსის რეტროპერიოდები. ამიტომ იმიჯის შეცვლას, კოსმეტიკურ ჩარევებსა და გეგმიური ოპერაციების ჩატარებას კვლავაც არ გირჩევთ.

26-30 ოქტომბრის პერიოდში მთვარე მზარდია. იზრუნეთ თმისა და კანის კვებაზე, სვით მეტი წყალი. კარგ შედეგს მოგიტანთ გამაახალგაზრდავებელი მასაჟი. თმის შეჭრა დააჩქარებს მის ზრდას. 31 ოქტომბერს სავსემთვარეობას ველოდებით. ამ დღეს ნერვები ყველას დაძაბული აქვს. აკონტროლეთ ემოციები. მიიღეთ დამამშვიდებელი ნაყენი, ბალახების ჩაი.
პირველ ნოემბერს ვუფრთხილდებით ყურებს და სუნთქვის ორგანოებს.

26-28 ოქტომბერი (12:46-მდე) - მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი
კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

28-30 ოქტომბერი (12:46-დან) - მთვარე ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.


31 ოქტომბერი-პირველი ნოემბერი - მთვარე კუროშია. კარგი დღეა თავისა და სახის კანის კვებისთვის, თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა თევზი და ზღვის პროდუქტები.
კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები, თმის შეღებვა.
ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93