26 ოქტომბერი-პირველი ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

26 ოქტომბერი-პირველი ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-10-26 11:30:13+04:00


ყველაზე მშვიდი დღეები კვირის დასაწყისში გველოდება. მერე დინამიკურობა, ლიდერობის გამოვლენის სურვილი და იმპულსურობა მოიმატებს. ადამიანებმა შეიძლება არაადეკვატური ემოციურობით დაგამახსოვრონ თავი. გაფრთხილდით ელექტრონივთებთან, მგზავრობისას. იყავით მეტად დაკვირვებული და გააზრებული.

28 ოქტომბერს, 12:46-მდე მთვარე უკურსოა. არ დანიშნოთ მნიშვნელოვანი საქმეები, საყიდლები, კოსმეტიკური პროცედურები.

30 ოქტომბერს დაძაბული დღეა. არ იკონფლიქტოთ გარშემო მყოფებთან. არ გაფლანგოთ ფული. კვლავ სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან. პირველ ნოემბერს პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ.

ვერძი

გარშემო მყოფები აფასებენ თქვენს ცოდნას და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად მოგაკითხავენ რჩევისთვის. მარტივად მოაგვარებთ საქმეებს, არ გაგიჭირდებათ საჭირო ადამიანებთან დამეგობრება. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 31 ოქტომბერი, პირველი ნოემბერი

კურო

თუ არ გსურთ გარშემო მყოფებთან უსიამოვნება, თქვენი კომპეტენტური აზრები თქვენთვის შეინახეთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. უქმეებზე რომანტიკული თავგადასავლები გელით.

კვირის საუკეთესო დღე: 31 ოქტომბერი

ტყუპი

თუ სწორად იმოქმედებთ, ახალი იდეების განხორციელება გაგამხიარულებთ კიდეც და მატერიალურ სარგებელსაც მოგიტანთ. არც სამსახურში და არც სახლში არ გირჩევთ ზედმეტი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას. კვირას შეხვდით საყვარელ ადამიანს. იკვებეთ სწორად, თუ არ გსურთ გასტროენტეროლოგთან სირბილი.

კვირის საუკეთესო დღეები: 26, 28 ოქტომბერი

კირჩხიბი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები. არ დატოვოთ უყურადღებოდ მშობლები. სასიყვარულო თავგადასავალი ფულსაც წაიღებს და დროსაც, მაგრამ სასიამოვნო მომენტებით აგავსებთ. უქმეებზე ქალაქგარეთ მოიწყვეთ ექსკურსია საყვარელ ადამიანთან ერთად.

კვირის საუკეთესო დღეები: 27, 28 ოქტომბერი

ლომი

მოერიდეთ ზედმეტი ფულის ხარჯვას გართობაზე, სხვებისთვის საჩუქრებზე. უმჯობესია, ზამთრისთვის გაიკეთოთ მარაგი, თბილი და ძვირფასი სამოსი შეიძინოთ. არ გირჩევთ ემოციების გამოხატვას წვრილმანებზე. უქმეებზე მოიწყვეთ რელაქსაცია, დაქალებთან შეხვედრა და გართობა.

კვირის საუკეთესო დღეები: 26, 31 ოქტომბერი

ქალწული

ფულს აუცილებლად მიიღებთ, მაგრამ უშრომელად არა. კვირა მოულოდნელობებით იქნება აღსავსე და თავადაც უნდა შეძლოთ ფხიზლად ყოფნა, სიტუაციაში გარკვევა და თქვენ სასარგებლოდ მოქმედება. თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობა მოგეცემათ.

კვირის საუკეთესო დღეები: 28, 29 ოქტომბერი

სასწორი

ახალი საქმეები მხოლოდ კარგად დაკვირვებისა და გააზრების შემდეგ დაიწყეთ. გამოცდილი მეგობრებიც დაგეხმარებიან. შუა კვირაში დიპლომატიურობა გამოიჩინეთ და შეარიგეთ ერთმანეთზე განაწყენებული ოჯახის წევრები. იყავით ცნობისმოყვარე, ბევრ სიახლეს აღმოაჩენთ.

კვირის საუკეთესო დღე: 31 ოქტომბერი

მორიელი

გარშემო მყოფებს შურთ თქვენი. ამიტომ პირადი და კარიერული გამარჯვებების შესახებ ყველას ნუ მოუყვებით. გამოცდილი ადამიანის რჩევა მეტად დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. უქმეებზე მზად იყავით სიურპრიზებისა და ბედნიერებისთვის.

კვირის საუკეთესო დღე: პირველი ნოემბერი

მშვილდოსანი

ცვლილებების პერიოდია. დააკვირდით, რა ხდება თქვენ გარშემო, ვინ გაჩნდა ან გაქრა თქვენი ცხოვრებიდან. უქმეები ძალების აღდგენას დაუთმეთ. მომავალი კვირიდან დაწყებული საქმეების მოგვარებას მოუნდებით.

კვირის საუკეთესო დღე: 26 ოქტომბერი

თხის რქა

მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები, მთავარი გამარჯვება წინ გაქვთ. სასურველის მისაღწევად რამდენიმე შანსი მოგეცემათ. ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტებს. ვალდებულებების მიუხედავად, ნუ დაივიწყებთ გართობას და საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებას.

კვირის საუკეთესო დღეები: 27, 28 ოქტომბერი

მერწყული

სამსახურში შექება გელით. კოლეგების დახმარებით დაგროვილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. შუა კვირაში შეიძლება ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და მარტივად დაასრულოთ. კვირის ბოლოსკენ სურვილი გაგიჩნდებათ, სრულიად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თუმცა, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ.

კვირის საუკეთესო დღე: 26 ოქტომბერი

თევზები

ახალი მეგობრები დაგეხმარებიან წარმატების მიღწევაში და ძველი უსიამოვნების მოგვარებაში. კვირის ბოლოსკენ მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში. იყავით მეტად მიზანმიმართული სასურველის მისაღწევად. დასვენებას მხოლოდ კვირა საღამოს შეძლებთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 28, 29 ოქტომბერი