მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან

მომდევნო 9 თვის ზოგადი პროგნოზი და გაფრთხილება ასტროლოგებისგან
2020 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს ლი­ლიტ­მა და­ტო­ვა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი და კუ­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ლი­ლი­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 9 თვეს ატა­რებს ერთ ნი­შან­ში და მო­მა­ვა­ლი წლის 18 ივ­ლისს ის ტყუპ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, მაგ­რამ მა­ნამ­დე გვე­ლო­დე­ბა 9 თვე და თი­თო­ე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, მთე­ლი 9 თვე გქონ­დეთ დატ­ვირ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი, მაც­დუ­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბით; ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ მოხ­დეს. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზე, ლი­ლი­ტის მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე კონ­კრე­ტულ ნი­შან­სა და სახ­ლში და მის ას­პექ­ტზე. მაგ­რამ ზო­გა­დად,
ლი­ლი­ტი ყვე­ლა­ზე იმოქ­მე­დებს - გან­სა­კუთ­რე­ბით მისი სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლი, ფული და მომ­ხვე­ჭე­ლო­ბა - და მთავა­რია ვი­ცო­დეთ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ გა­აზ­რე­ბუ­ლად, რომ არ დავ­ზა­რალ­დეთ.

ლი­ლი­ტი - ეს არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი. ეს არ არის პლა­ნე­ტა, მაგ­რამ მას უსა­ზღვროდ დიდი გავ­ლე­ნა აქვს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე. ლი­ლი­ტი მთვა­რის უკი­დუ­რე­სი წერ­ტი­ლია. მთვა­რე კი არის ჩვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი ქვეც­ნო­ბი­ე­რი. ხოლო ლი­ლი­ტი არის ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი, ჩვე­ნი ცდუ­ნე­ბა, ჩვე­ნი ინ­სტინ­ქტე­ბი, თუ გნე­ბავთ, ყვე­ლა­ფე­რი ეშ­მა­კი­სე­უ­ლი, ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ქვეც­ნო­ბი­ე­რი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლობს თა­ვის გა­მოვ­ლე­ნას. აგ­რეთ­ვე, ჩვე­ნი ში­შე­ბი, მა­ნი­პუ­ლა­ცია, მის­წრა­ფე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა არ და­ვა­სა­ხე­ლოთ ლი­ლი­ტის პო­ზი­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბიც. ესე­ნია: ტა­ლან­ტი, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლა.

ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მე­ტად გრძნობს ლი­ლი­ტის გავ­ლე­ნას 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში: 9, 18, 27 და ა.შ. წლებ­ში. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ წლებ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, თუ ახლა 9-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი გაქვთ, მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ (გან­სა­კუთ­რე­ბით, 45 და 54 წლის). ამ პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან გა­იც­ნოთ თქვე­ნი თავი, ში­შე­ბი, მის­წრა­ფე­ბე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი. ეცა­დეთ, არ გა­ი­ჩი­ნოთ მავ­ნე თვი­სე­ბე­ბი, რად­გან მათი შეთ­ვი­სე­ბა 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ლი­ლი­ტი კუ­რო­ში ჰყავს, მო­მარ­თუ­ლია ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნებ­ზე, ან სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლის მოხ­ვე­ჭა­ზე და, რა თქმა უნდა, ფუ­ლის, ქო­ნე­ბის, სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა­ზე. კუ­რო­ში ლი­ლი­ტის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია ბერ­ძე­ნი მი­ლი­არ­დე­რი არის­ტო­ტე­ლე ონა­სი­სი, რო­მე­ლიც სტა­ტუ­სის­თვის ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ჯონ კე­ნე­დის ქვრივ­ზე - ჟაკ­ლინ­ზე და­ქორ­წინ­და. მა­ნამ­დე კი მრა­ვალ­წლი­ა­ნი რო­მა­ნი ჰქონ­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ოპე­რის მომ­ღე­რალ მა­რია კა­ლას­თან. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93