წლის უნიკალური დღე: 31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" - "ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა"

წლის უნიკალური დღე: 31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" - "ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა"
31 ოქ­ტომ­ბე­რი წლის უნი­კა­ლუ­რი დღეა. ცის­ფერ სავ­სემ­თვარე­ო­ბას ჰე­ლო­უ­ი­ნი და­ემ­თხვა. ჯერ ორი სი­ტყვით ვთქვათ, თუ რა­ტო­მაა სავ­სემ­თვარე­ო­ბა ცის­ფე­რი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, წე­ლი­წად­ში, 29-დღი­ან შუ­ა­ლედ­ში, 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს, თვე­ში ერთი ახალმთვა­რე­ო­ბა და ერ­თიც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და­ემ­თხვა (პირ­ვე­ლი გვქონ­და 2 ოქ­ტომ­ბერს), მე­ო­რეს კი ცის­ფე­რი ჰქვია. და­სა­ხე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთვა­რე ფერს არ შე­იც­ვლის, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ცის­ფერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დეს.

წინა ცის­ფე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 2018 წლის მარ­ტში გვქონ­და, მო­მა­ვა­ლი კი 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გვექ­ნე­ბა. ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კი­დევ
იმი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს. ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ სიზ­მარ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე მი­ი­ღებ­დნენ პა­სუხს. ამი­ტომ ძი­ლის წინ ფიქ­რობ­დნენ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე. რად­გან ეს დღე მუდ­მი­ვად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მის­ტი­კა­სა და ამო­უც­ნობ­თან, ჩვენს წი­ნაპ­რებს მი­აჩ­ნდათ, რომ ამ დღეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბო­და. ამი­ტომ ძი­ლის წინ ფურ­ცელ­ზე წერ­დნენ სურ­ვილს, ბა­ლი­შის ქვეშ იდებ­დნენ და სამ­ყა­როს მის ას­რუ­ლე­ბას სთხოვ­დნენ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან გან­სა­კურ­ნებ­ლად კი ასეთ რი­ტუ­ალს მი­მარ­თავ­დნენ: ლენ­ტე­ბად დაჭ­რილ ფურ­ცლებ­ზე წერ­დნენ იმას, რის­გა­ნაც სურ­დათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა (მაგ., ავად­მყო­ფო­ბა). ფურ­ცლის ერთი ლენ­ტი ერთ სურ­ვილს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. შემ­დეგ ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ და წვავ­დნენ.

  • ფურ­ცელ­ზე მხო­ლოდ თქვე­ნი პი­რა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი ჩა­მო­წე­რეთ ან ის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რის­გა­ნაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გსურთ.
  • ეცა­დეთ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დად­გო­მამ­დე აან­თოთ სან­თე­ლი, მო­ი­ა­როთ მთე­ლი ბინა და გა­ა­ნა­თოთ თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე.
  • აპა­ტი­ოთ ყვე­ლას, ვინც მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში გა­წყე­ნი­ნათ.
  • თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბე­ბი მო­გე­ძა­ლათ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ქვეც­ნო­ბი­ერ­მა ისი­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა, ე.ი. მათ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ.
  • თუ ვი­ღა­ცამ გა­წყე­ნი­ნათ, ის­წავ­ლეთ პა­ტი­ე­ბა, რად­გან წყე­ნა თქვენ და­გან­გრევთ და არა მას.
  • თუ სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებთ რა­მე­ში, აპა­ტი­ეთ სა­კუ­თარ თავს, რათა უხი­ლა­ვი სიმ­ძი­მე­ე­ბით არ და­იტ­ვირ­თოთ ცხოვ­რე­ბა. გახ­სოვ­დეთ, სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გიყ­ვარ­დეთ.
  • თუ ში­შე­ბი მო­გე­ძა­ლე­ბათ, მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მი­მარ­თეთ მე­დი­ტა­ცი­ას. რაც უფრო სწრა­ფად გა­და­აქ­ცევთ თქვენს მი­ნუ­სებს პლუ­სად, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93