31 ოქტომბერი წლის უნიკალური დღეა. ცისფერ სავსემთვარეობას ჰელოუინი დაემთხვა. ჯერ ორი სიტყვით ვთქვათ, თუ რატომაა სავსემთვარეობა ცისფერი. ტრადიციულად, წელიწადში, 29-დღიან შუალედში, 12 სავსემთვარეობა გვაქვს, თვეში ერთი ახალმთვარეობა და ერთიც სავსემთვარეობა, მაგრამ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა დაემთხვა (პირველი გვქონდა 2 ოქტომბერს), მეორეს კი ცისფერი ჰქვია. დასახელების მიუხედავად, მთვარე ფერს არ შეიცვლის, თუმცა ამბობენ, რომ ცისფერ სავსემთვარეობაზე იშვიათად შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს.
წინა ცისფერი სავსემთვარეობა 2018 წლის მარტში გვქონდა, მომავალი კი 2023 წლის აგვისტოში გვექნება. ეს სავსემთვარეობა კიდევ იმითია გამორჩეული, რომ ჰელოუინის დღესასწაულს ემთხვევა. დააკვირდით სიზმრებს. ძველად მიაჩნდათ, რომ სიზმარში ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღებდნენ პასუხს. ამიტომ ძილის წინ ფიქრობდნენ კონკრეტულ თემაზე. რადგან ეს დღე მუდმივად დაკავშირებული იყო მისტიკასა და ამოუცნობთან, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა. ამიტომ ძილის წინ ფურცელზე წერდნენ სურვილს, ბალიშის ქვეშ იდებდნენ და სამყაროს მის ასრულებას სთხოვდნენ. სავსემთვარეობაზე ყოველგვარი უსიამოვნებისა და ავადმყოფობისგან განსაკურნებლად კი ასეთ რიტუალს მიმართავდნენ: ლენტებად დაჭრილ ფურცლებზე წერდნენ იმას, რისგანაც სურდათ გათავისუფლება (მაგ., ავადმყოფობა). ფურცლის ერთი ლენტი ერთ სურვილს შეესაბამებოდა. შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ და წვავდნენ.
- ფურცელზე მხოლოდ თქვენი პირადი სირთულეები ჩამოწერეთ ან ის მავნე ჩვევები, რისგანაც გათავისუფლება გსურთ.
- ეცადეთ, სავსემთვარეობის დადგომამდე აანთოთ სანთელი, მოიაროთ მთელი ბინა და გაანათოთ თითოეული კუთხე.
- აპატიოთ ყველას, ვინც მთვარის ამ პერიოდში გაწყენინათ.
- თუ სავსემთვარეობაზე უსიამოვნო გრძნობები მოგეძალათ, მიაქციეთ ყურადღება, რადგან ქვეცნობიერმა ისინი გამოავლინა, ე.ი. მათზე მუშაობა მოგიწევთ.
- თუ ვიღაცამ გაწყენინათ, ისწავლეთ პატიება, რადგან წყენა თქვენ დაგანგრევთ და არა მას.
- თუ საკუთარ თავს ადანაშაულებთ რამეში, აპატიეთ საკუთარ თავს, რათა უხილავი სიმძიმეებით არ დაიტვირთოთ ცხოვრება. გახსოვდეთ, საკუთარი თავი ყველაზე მეტად უნდა გიყვარდეთ.
- თუ შიშები მოგეძალებათ, მისგან გასათავისუფლებლად მიმართეთ მედიტაციას. რაც უფრო სწრაფად გადააქცევთ თქვენს მინუსებს პლუსად, მით უკეთესია თქვენთვის. გაგრძელება