როგორ მოვიქცეთ ნოემბერში, ლამაზები და წარმატებულები რომ ვიყოთ?.. პირველ რიგში, მთვარის ასტროლოგიურ კალენდარს უნდა გავეცნოთ და სწორად შევარჩიოთ დღეები კონკრეტული საქმეებისთვის.
ნოემბრის მეორე ნახევრიდან მოიმატებს აქტიურობის სურვილი. ნუ დახარჯავთ დროს წვრილმანებზე, წინ გრანდიოზული საქმეები გელოდებათ.
პირველი-14 ნოემბერი - თვის დასაწყისში, რეტროგრადული (უკანმავალი) მერკურის გავლენით, მოიმატებს გაურკვევლობა, დაძაბულობა კონტაქტებში. მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება ზოგიერთი საქმე შეგეცვალოთ, სილამაზის პროცედურებიც კი.
დასაფიქრებელი დღეა 3 ნოემბერი. მოულოდნელობები და გაუთვალისწინებლობები იმატებს. ეს დღე მეტად დაუთმეთ წარსულის გაანალიზებას, დასკვნების გამოტანას და შეცდომების გამოსწორებას, რათა მომავალში თამამად და უშეცდომოდ შეაბიჯოთ. 4 ნოემბრიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ ჯანსაღ კვებაზე, დაიწყოთ ახალ გეგმებსა და პროექტებზე ფიქრი.
15 ნოემბერი - ახალმთვარეობის დღე. თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებას აპირებდით, თქვენი დრო მოვიდა. ახალმთვარეობამდე გათავისუფლდით ყველა უსარგებლოსა და ძველისგან - საქმეც, ნივთებიც, ადამიანებიც. გამოასუფთავეთ ბინის ყველაზე მიუდგომელი წერტილებიც კი. ახალმთვარეობაზე შეადგინეთ სურვილები სია, ის, რისი მიღწევაც მთვარის ამ თვეში გსურთ. ახალმთვარეობა მშვილდოსანშია და ჩამოწერეთ: სად გსურთ მოგზაურობა, რომელი წიგნების წაკითხვა, რომელი სასწავლო ვიდეოებისა და გადაცემების ყურება.
16-29 ნოემბერი - ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მთების გადადგმის სურვილი გაგიჩნდებათ. იმუშავეთ ყურადღებით, დაანახვეთ უფროსს, რომ სამსახურში შეუცვლელი კადრი ხართ. იყავით მაქსიმალურად აქტიური, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. ზოგიერთს შეიძლება თმის შეღებვა ან უჩვეულო ვარცხნილობის გაკეთება მოუნდეს.
რაც შეეხება ურთიერთობებს, ნუ გაწყვეტთ არსებულ კავშირებს. უფრო მეტიც, გამონახეთ საშუალებები, რომ უფრო დაუახლოვდეთ თქვენს საყვარელ მამაკაცს.
30 ნოემბერი - სავსემთვარეობის დღეა, თანაც ტყუპში. ამიტომ, მას უფრო მსუბუქად და ჰაეროვნად გავატარებთ. თუმცა, არ გირჩევთ საგზაო წესების დარღვევას (არც ქვეითებს და არც მძღოლებს). ზოგიერთს მოუნდება გარდერობის განახლება. მოიმარაგეთ თბილი და მკვეთრი ფერის სამოსი, რათა შემოპარულმა ზამთრის ამინდებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. სავსემთვარეობაზე სექსუალური ენერგია იმატებს და თუ პარტნიორის დატყვევებას აპირებთ, გამოიყენეთ ლავანდის, ვარდის ეთერზეთები. შეგიძლიათ არომატული და ტკბილი გლინტვეინი მოუმზადოთ რომანტიკულ პაემანზე.