ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

ყოველი ნაბიჯი დაკვირვებულად გადადგით, გაიაზრეთ თითოეული დეტალი. გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა არავის ატკინოს გული. დააკვირდით, რას ამბობენ გარშემო მყოფებიც, მაგრამ არავის გამოეპასუხოთ უხეშად. მხოლოდ საჭირო ადამიანებთან გქონდეთ კავშირი, მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. თუ ნოემბერში მგზავრობას (განსაკუთრებით, შორ მანძილზე) აპირებთ, მოწესრიგებული გქონდეთ საბუთები. დაიცავით ყველა წესი და ფრთხილად იმოქმედეთ. მოერიდეთ რისკს ფინანსურ სფეროში. გახშირდება საგანგებო სიტუაციები და ეცადეთ, ყველგან ღირსეულად გეჭიროთ თავი. შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც თქვენ გსურდათ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დროებით
დაგეკარგებათ ბრძოლის სურვილი და პერიოდულად საკუთარ თავში ჩაიკეტებით. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. იყავით მეტად დიპლომატიური და ტაქტიანი ურთიერთობაში. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მაგრამ არა სხვების უფლებების შელახვით. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ საქმე უსიამოვნებამდე არ მივიდეს, შელაპარაკება კი კამათში არ გადაიზარდოს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტონ. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება მეუღლის დახმარებით გაიუმჯობესოთ. ან შეიძლება სამსახურში ხელფასი მოგიმატონ, ან დამატებითი შემოსავალი გაგიჩნდეთ. გაითვალისწინეთ წარსული სიტუაციები და გარკვეული თანხა „შავი დღისთვის“ გადაინახეთ. მოგინდებათ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება. შეიძლება ვარჯიშიც კი დაიწყოთ. გირჩევთ, ზომიერება დაიცვათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ სასურველ შედეგს. მაქსიმალურად მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

კურო

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საყოფაცხოვრებო საქმეებსა და ქორწინებას. გადაწყვეტილების მიღწევისას მხოლოდ საკუთარ სურვილზე ნუ იქნებით დამოკიდებული, პარტნიორის (საქმიანისაც და სასიყვარულოსიც) მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ. იყავით მეტად მიზანმიმართული და თავდაჯერებული. მარტოხელები მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ დაწყვილდეთ, ამის შესაძლებლობა კი მოგეცემათ. დაქორწინებულებმა დაარეგულირეთ ურთიერთობა მეუღლესთან. განსაკუთრებით, როცა საქმე უძრავ ქონებას ეხება. თუ ხვდებით, რომ ქორწინების შენარჩუნებას ვერ ახერხებთ, ისე იმოქმედეთ, რომ ემოციურად და ფინანსურად ნაკლებად დაზარალდეთ. მაქსიმალურად დიპლომატიური უნდა იყოთ და შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა. შეიძლება ასაკით უმცროს პარტნიორებთან უფრო მარტივად გამონახოთ საერთო ენა, ვიდრე თანატოლებთან. გავლენიანი ნაცნობების დახმარებით შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ვითარება ბიზნესში. ზოგიერთი დაწინაურებასაც კი შეძლებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, განსაკუთრებით, სამსახურში. მიმოიხედეთ ირგვლივ და აუცილებლად შეამჩნევთ ადამიანს, რომელიც შეიძლება თქვენი მეწყვილე გახდეს. შეიძლება თქვენს გარემოცვაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენი სულიერი მეგობარი გახდება. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ მეუღლეს. იყავით მზრუნველი და დაინტერესდით მისით, თუნდაც ყოველდღიური საკითხებით. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური გექნებათ. შეიძლება შეგიმცირდეთ შემოსავალი ან ვერ მიიღოთ ის თანხა, რისი იმედიც გქონდათ. შეიძლება ახალგაცნობილმა მამაკაცმა თავბრუ დაგახვიოთ. ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებსაც კი. სტრესული სიტუაციები და სულიერი განცდები მოგეძალებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც გზღუდავთ. თუ საშუალება გაქვთ, შვებულებაში გადით და დაისვენეთ. მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. რაციონში შეამცირეთ მძიმე და ცხიმიანი საკვები, გაამდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით.

ტყუპი

ნოემბერში მნიშვნელოვანი თემებია ჯანმრთელობა და სამსახური. საშუალება მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ სამსახური ან ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი კარიერა, დროა, გადადგათ საჭირო ნაბიჯი და შეიცვალოთ, იზრუნოთ კარიერულ წინსვლაზე ან ისწავლოთ ისეთი პროფესია, რაც მომავალში დაგეხმარებათ. ნოემბერი ის თვეა, როცა ღიმილიანი უნდა იყოთ და მეგობრული. თუ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ჩივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს. მეტად მოგინდებათ ბავშვებთან ერთად გართობა. შეიძლება მათთან მოგიწიოთ მუშაობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება და ზოგჯერ შემოქმედებით პროექტებშიც ჩართვა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს კი მოგინდებათ გაიჩინოთ საყვარელი ადამიანი. ზოგიერთი შეძლებთ განახორციელოთ დიდი ხნის ოცნება. ზოგიერთმა კი შეიძლება ფული ჰობიდან მიიღოთ. ნოემბერში გაგიჩნდებათ სურვილი, დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს, გაერთოთ. ზოგიერთი შეიძლება აზარტულმა თამაშებმაც კი გაიტაცოს. შეიძლება თქვენი საქმიანობა დაკავშირებული გახდეს ბავშვებთან ან ახალგაზრდებთან. რომანტიკული თავგადასავლები და ინტრიგები მოგინდებათ. გაფრთხილდით, თუ პარტნიორი უკვე გყავთ, ხოლო მარტოხელები შეიძლება თავით გადაეშვათ ახალ-ახალ რომანებში. საბედნიეროდ, მთელი თვის განმავლობაში საინტერესო ნაცნობობა ხშირად გელით. დაქორწინებულებმა ღალატის გამო არ გაირთულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან. საყვარელ ადამიანთან ერთად ხშირად ეწვიეთ გასართობ ადგილებს, გამონახეთ დრო და ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ. მანდილოსნებმა შეიძლება გაიგოთ, რომ ბავშვს ელოდებით. შეიძლება მოიგოთ აზარტულ თამაშებში ან მიიღოთ ფულადი ჯილდო. გახშირდება მივლინება, მეგობრებთან შეხვედრები. შეიძლება მოგინდეთ კონკურსებში მონაწილეობა. სხვათა შორის, საკმარისი დრო და ენერგია გექნებათ, რომ გაიმარჯვოთ.

კირჩხიბი

მთელი თვე გართობის ხასიათზე იქნებით. შეიძლება ბავშვებთან ერთად ჩაერთოთ შემოქმედებით საქმიანობაში ან მათი ყოველდღიური მეცადინეობა გადააქციოთ თამაშად. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმიანობაში, განსაკუთრებით, თუ დიდი ფულის გამომუშავებას დაგპირდებიან მარტივი ხერხებით. ფული მხოლოდ ისეთ საქმეში დააბანდეთ, რაშიც არ წააგებთ. თუ კარგად იმუშავებთ, მატერიალური მდგომარეობა ოქტომბერზე უკეთესი გექნებათ. გაგიჩნდებათ სურვილი, ხშირად შეეხმიანოთ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეტი დრო გაატაროთ შინ. თუნდაც მოინახულოთ ადგილები, სადაც ბავშვობა გაქვთ გატარებული. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარ ან მშობლების ბინაში გადაწყვიტოს რემონტის გაკეთება. შეიძლება უბრალოდ, მეტი დრო გაატაროთ მშობლების გვერდით. მოგინდეთ მეგობრების შინ მიპატიჟება ან შეიძლება სახლიდან მოგიწიოთ მუშაობა. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. ხშირად უმასპინძლეთ შინ ნათესავებს. ზოგიერთი შეიძლება საგვარეულო ისტორიებით დაინტერესდეს, გენეალოგიური ხის შედგენა გადაწყვიტოს. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. გაიხსენეთ ტკბილად გატარებული დრო. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება მოინდომოთ. მარტოხელები ყველანაირად უნდა გააქტიურდეთ, რომ თვის ბოლომდე თქვენთვის მისაღები ადამიანი გაიცნოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური და გულთან ყველა უსიამოვნებას ნუ მიიტანთ. ოჯახში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ ოჯახური ჰარმონია. გამონახეთ დრო და ჩაეწერეთ აუზზე ან სპორტდარბაზში. კარგი იქნება, თუ დილაობითაც დაიწყებთ ვარჯიშს, მსუბუქ სირბილს. შეიძლება სარფიანი და საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ. შანსი მოგეცემათ, განახორციელოთ დიდი ხნის სურვილები. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და ახალგაცნობილებთანაც კი. საოჯახო საკითხებს მარტივად გაუმკლავდებით. შეიძლება ერთმანეთზე განაწყენებული ნათესავებიც კი შეარიგოთ. თვის ბოლოს რომანტიკულ სიურპრიზებსა და სიყვარულის ახსნას დაელოდეთ.

ლომი

ნოემბრის გატარება მოგინდებათ ოჯახში, მშობლების გარემოცვაში. სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები არ გელით, აი, საოჯახო საქმეებში კი აქტიურად უნდა იყოთ ჩართული. მოიმატებს საყოფაცხოვრებო ვალდებულებები. შეიძლება ახალ ბინაში მოგიწიოთ გადასვლა ან სახლში სარემონტო სამუშაოების შესრულება. თუ არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით - სამსახური თუ ოჯახი, უპირატესობა ამ უკანასკნელს უნდა მიანიჭოთ. ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრები განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეიძლება მათი დახმარებით მოაგვაროთ თქვენი დაპაუზებული საქმეები. იყავით პოზიტიურად განწყობილი მათ მიმართ, აგრეთვე, მეზობლების. ნოემბერში გაიჩენთ ახალ მეგობრებს. შეიძლება ახალი ინტერესის სფეროები გამოგიჩნდეთ. გაგიჭირდებათ ერთ ადგილზე გაჩერება, მოგინდებათ მოგზაურობა, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. შეიძლება ახალ პროფესიას დაეუფლოთ ან გააგრძელოთ იმის სწავლა, რაც ადრე გქონდათ მიტოვებული. გირჩევთ, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თქვენი „ბრალი“ ისაა, რომ ვერ გარკვეულხართ, რა გსურთ საყვარელი ადამიანისგან. გამორიცხული არაა, ნოემბერში ერთდროულად რამდენიმე რომანი რომ გააბათ, რადგან ვერ გადაწყვიტოთ, უპირატესობა ვის მიანიჭოთ. თუმცა არ გადააჭარბოთ, რჩევა-რჩევაში ყველამ ერთდროულად არ მიგატოვოთ. დაქორწინებულებმა არ გაართულოთ დამოკიდებულება მეუღლესთან, წვრილმანი უსიამოვნებების გამო ნუ გაებუტებით ერთმანეთს. მოერიდეთ უსაფუძვლო ეჭვიანობას. ნებისმიერ შემთხვევაში გულახდილი საუბარი კარგი იქნება. იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებიანი, გაანებივრეთ საჩუქრებით, მზრუნველობით. თვის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თვის პირველი ნახევარი კი მშვიდად განვლეთ, ზომიერად ივარჯიშეთ და საშემოდგომო ბუნებრივი (თხილეულიდან, ხილიდან და ბოსტნეულიდან) ვიტამინებიც მიიღეთ.

ქალწული

გადახედეთ წარსულს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ინფორმაციებითა და ახალი ცნობებით დატვირთული თვე გელით. გაგიჩნდებათ ახლობლებთან მიმოწერის, მიმოსვლის სურვილი. თუ მოინდომებთ, კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის ან პროფესიული საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტოს. მგზავრობისას და მივლინებისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც მომავალში წინსვლაში დაგეხმარებიან. მზად იყავით საჭირო ინფორმაციების მიღებისთვისაც. მეტად მობილიზებული გახდებით, რომ თანხა დააგროვოთ ან შემოსავალი გაგეზარდოთ. პირად ცხოვრებას უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, ვიდრე ფულის გამომუშავებას. თუმცა, გაფრთხილდით, დაიცავით ბალანსი, რომ საყვარელი ადამიანი არ „დაგავიწყდეთ“. მაქსიმალურად მოერიდეთ მეუღლესთან კონფლიქტს. მეტად უნდა დაუთმოთ, გაუფრთხილდეთ. ხშირად მოიწყვეთ რომანტიკული საღამოები. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან ოფიციალურად დანიშვნა გადაწყვიტონ. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნუ დაგენანებათ ფული მდიდრული სამოსის, აქსესუარების შეძენაში. ფული შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ ან პარტნიორის დახმარებით. მოერიდეთ არაწესიერი გზით თანხის გამომუშავებას.

სასწორი

ნოემბერში მოგემატებათ ინტელექტუალური და გონებრივი სამუშაო. იყავით დაკვირვებული ყველა დეტალისადმი. ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიურად მოაგვაროთ. განსაკუთრებით, ბიზნესსაქმიანობაში. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ სწავლის გაგრძელება, კვალიფიკაციის ამაღლება. შეიძლება ხელსაქმის ან ცეკვის კურსებზეც კი ჩაეწეროთ. ამ თვეში შესაძლებლობა მოგეცემათ, მეტად გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებაზე რაც უფრო მეტად გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებსა და ნიჭს, მით უკეთესია თქვენთვის. მთელი თვე ფულის მოძიებით ან ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. გაგიჩნდებათ სურვილი, შემოსავლის დამატებით წყაროს მიაგნოთ. ზოგიერთმა კი შეიძლება უცხოეთიდან მოიზიდოს ფინანსები. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად მომთმენი უნდა იყოთ. მშვიდობისკენ უნდა ისწრაფვოდეთ და არა ომისკენ. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას. შეიძლება ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტოთ. მარტოხელებს ნოემბერში რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც თუ ქორწინებით არ დაგვირგვინდება, მყარ მეგობრობაში მაინც გადაიზრდება. თუ უკვე ნაპოვნი გყავთ რჩეული, კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ და დაშორებამდე არ მიხვიდეთ. ეს თვე კარგია ნიშნობისა და ჯვრისწერისთვის. თვის დასაწყისში დაუბრუნდით ძველ ვარჯიშებს, მაგრამ ზომიერად, ძალიან ნუ გადაიტვირთებით. თვის მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ მეტად დაიტვირთოთ თავი. კარგი იქნება, თუ სპორტულ აქტიურობაში მეუღლესაც აიყოლიებთ. ოჯახში დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ გადაიტვირთოთ კუჭი, მეტი იარეთ ფეხით, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება და ძილი სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

მორიელი

თვის დასაწყისშივე მიხვდებით, რომ ყველა სირთულე წარსულში დარჩა და შვებით ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ. მიიღებთ იმ ჯილდოს, რასაც იმსახურებთ. იყავით მეტად მობილიზებული, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებში, მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში. მეტი დრო დაუთმეთ იმიჯის გაუმჯობესებას, აიმაღლეთ თვითშეფასება. პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით, მამაკაცებისთვის მეტად მიმზიდველი გახდებით. თვის დასაწყისში შეიძლება ისეთი საიდუმლო გაიგოთ, რაც დიდ საგონებელში ჩაგაგდებთ. ეცადეთ, გონივრულად გამოიყენოთ ყველა ინფორმაცია, თავად კი არ გაავრცელოთ საკუთარ თავზე ამბები. მარტოხელები ნუ შეეცდებით ახალი კავშირების გაბმას, აქედან კარგი მაინც არაფერი გამოვა, იმედგაცრუებული დარჩებით. ამას დაემატება გადაღლილობა სამსახურის და სოჯახო ვალდებულებების გამო. შეყვარებულებსაც კი მოგიწევთ მეწყვილესთვის გრძნობების დამალვა. ან შეიძლება ისე ხშირად ვერ შეხვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ნოემბრამდე ხდებოდა. დაქორწინებულები მოერიდეთ პარტნიორთან კამათს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ფიზიკურ აქტიურობას და ჯანმრთელობას. თვის მეორე ნახევარში ენერგიის მომატებას იგრძნობთ. თუ შესაძლებლობა გაქვთ, რამდენიმე დღით შვებულება აიღეთ და დაისვენეთ, მოიწესრიგეთ ნერვები. განსაკუთრებით, თქვენი დაბადების დღის წინ.

მშვილდოსანი

დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო მოხდება; ადამიანებს, რომლებიც თქვენ გვერდით არიან ან ამ თვის განმავლობაში გამოჩნდებიან. საინტერესო და უჩვეულო მოვლენების მომსწრე შეიძლება გახდეთ. გაარკვევთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ ხლართავს თქვენ ზურგს უკან ინტრიგებს. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს. ეგ კი არა, ახლობლებიც გადაამოწმეთ საიმედოობაზე. მოერიდეთ კონფლიქტს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. სამსახურში ფრთხილად იყავით კოლეგებთანაც და უფროსთანაც. გამორიცხული არაა, ვიღაც განზრახ ცდილობდეს თქვენ პროვოკაციაზე წამოგებას. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. შეიძლება გახშირდეს მეგობრებთან ვიზიტები გართობის ან საქმეების მოგვარების მიზნით. ერთგული დაქალები განწყობასაც ხშირად გაგიუმჯობესებენ. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობრებთან ერთად გადაწყვიტოს ბიზნესის დაწყება. მარტოხელებმა განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ, რომ გაგიუმჯობესდეთ პირადი ცხოვრება და თქვენ გვერდით ღირსეული ადამიანი გამოჩნდეს. თუმცა, არც ახალდაწყებულ რომანში გირჩევთ თავით გადავარდნას. უმჯობესია, ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი. ობიექტურად შეაფასეთ მისი ქცევაც და სიტყვებიც. დაქორწინებულებმა შეიძლება მეუღლისგან ეჭვიანობა ან უნდობლობა იგრძნონ. გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. მეტი დრო გაატარეთ ერთად და ეს დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ გასართობსაც. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. უფრთხილდით ტრავმებს. თვის ბოლოსთვის კი უკვე შეძლებთ სრული დატვირთვით ვარჯიშს.

თხის რქა

მთელი თვე მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრებით იქნებით დატვირთული. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებშიც. არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას იმსახურებს. გაქვთ დაწინაურების შანსი და ეცადეთ, გონივრულად იმოქმედოთ. ბრძნულად მოაგვარეთ კონფლიქტები და დაპირისპირება. თუ სამსახურის მაძიებელი ხართ, გასაუბრებაზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ და სამსახურსაც მიიღებთ. გახშირდება მივლინება, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება. მარტოხელებს ნოემბერში სასიამოვნო ნაცნობობა და რომანტიკული ნაცნობობა გელით. უკვე შეყვარებულები, თუ ოფიციალურ დაქორწინებას არა, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ნოემბერი ქორწინებისა და ნიშნობისთვისაც საუკეთესო თვეა. თუმცა, თქვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავა თუ კარიერის გამო მასზეც უარს იტყვით. გაიჩენთ ახალ მეგობრებს, თანამოაზრეებს. ზოგიერთმა შეიძლება ქორწინებით აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. დაქორწინებული თხის რქები მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას მეუღლის ფულით შეძლებენ. გამონახეთ დრო და მშობლებს მიხედეთ, დაეხმარეთ მათ რთული საქმეების მოგვარებაში. ზოგიერთმა შეიძლება მოზღვავებული ენერგია სახლში რემონტის გაკეთებას, ავეჯის გადაადგილებას დაუთმოს. განსაკუთრებით, თვის მეორე დეკადიდან, მანამდე კი დაწყებული საქმეეები დაასრულეთ. მიიღეთ ნატურალური ვიტამინები და არც ზომიერი ვარჯიში გაწყენთ.

მერწყული

სამსახურში ან მნიშვნელოვან პროექტს ჩაგაბარებენ, ან დაგაწინაურებენ და ხელფასს მოგიმატებენ. ერთი სიტყვით, თქვენთვის რაღაც სასიამოვნო მოხდება. სხვათა შორის, სასურველია, შეინარჩუნთ ის შედეგიც, რაც ახლა გაქვთ. შეიძლება გაგიჩნდეთ სწავლის გაგრძელების, კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი. სწავლის ან პირადი ურთიერთობების გამო საზღვარგარეთ მოგიწევთ გამგზავრება. ან შეიძლება გააბათ მიმოწერა საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანთან. მიიღებთ საჭირო ცნობებს საზღვარგარეთიდან. მოგინდებათ ლექციებზე დასწრება, წერა, განსაკუთრებით, თუ მიდრეკილებაც გაქვთ მწერლობისადმი, შეიძლება წიგნიც კი დაწეროთ. ან თუ ლექტორი ხართ, შეიძლება დამატებითი საათები აიღოთ. ხოლო, თუ სტუდენტი ხართ, მოემზადეთ გამოცდებისთვის. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ გაიცნოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანი და მასთან გააბათ რომანი. ის შეიძლება იყოს თქვენზე ან სტატუსით მაღლა მდგომი, ან ასაკიანი. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ ან სულაც განქორწინებულებისთვის იყოს ეს მეორე ქორწინება. დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ ერთმანეთთან დამოკიდებულება. შანსი მოგეცემათ, რომ ერთად დაისვენოთ. სამსახურის საქმეები კარგად მიგდით, რაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ. შეიძლება მკურნალობის ახალ მეთოდს მიაგნოთ ან იმ მეთოდს მისდიოთ, რაც ახლობლებმა გირჩიათ და აპრობირებულია.

თევზები

მოგზაურობისა და შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ და მათი დახმარებით სასურველი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. შანსი მოგეცემათ, მიიღოთ ახალი ცოდნა, გაიფართოოთ მსოფლმხედველობა. გამონახეთ დრო, რომ გაეცნოთ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას, უყუროთ კინოფილმებს. თუ საზღვარგარეთ მოგზაურობის შანსი მოგეცემათ, ხელიდან არ გაუშვათ. გაეცანით სხვა ქვეყნის კულტურას, წეს-ჩვეულებებს. შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ მშობლებს ან ასაკით უფროს ნათესავებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლის მშობლებთან. შეიძლება დაიცვათ დიპლომი, დაწეროთ დისერტაცია. სხვათა შორის, ამ პერიოდში ახლობელ ადამიანებს გამოსცდით სანდოობაზე. საქმიან პარტნიორთან და მეუღლესთან არ გირჩევთ კამათს ფინანსების გამო. რაც შეეხება რომანს ნოემბერში შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მარტოხელებს ცხოვრებით ტკბობის საშუალება მოგეცემათ. დაესწრებით სხვადასხვა მოდურ წვეულებას, სადაც ფლირტის შესაძლებლობაც მოგეცემათ. ზოგიერთმა კი შეიძლება ახალი სექსუალური პარტნიორიც კი გაიჩინოს. ზოგიერთი შეიძლება ყოფილ პარტნიორებსაც კი დაუბრუნდეთ, ზოგიერთმა მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაიუმჯობესოთ პარტნიორის ფინანსებით ან ანგარებიან ქორწინებაზეც დათანხმდეთ. მეუღლესთან ერთად შეიძლება დაიწყოთ ახალი საქმიანობა ან ფული მიიღოთ უცხოეთიდან. ეცადეთ, კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იყოთ, რომ უფრო აქტიური ქმედებები შეძლოთ. თუ საკუთარ თავს მავნე ნივთიერებების მიღებას აუკრძალავთ, თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93