2-8 ნოემბრის სილამაზის კალენდარი

2-8 ნოემბრის სილამაზის კალენდარი
სავსემთვარეობის შემდეგ მთვარე კლებაშია და ეფექტიანი იქნება სახის გაწმენდა, დიეტის დაწყება და ეპილაციის გაკეთება. ამ კვირაში შეჭრილი თმა დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას. 3 ნოემბრიდან პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) სვლიდან გასწორდება და ადამიანებთან კომუნიკაცია უფრო გამარტივდება, გაგიადვილდებათ სწავლა. 14 ნოემბრამდე კი, თუ აუცილებელი არაა, ოპერაციების ჩატარებას მოერიდეთ.

2 (14:01-მდე)-4 ნოემბერი - ცვალებადი მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს - კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი,
არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
5-7 ნოემბერი (11:19-მდე) - ემოციური მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს გადის. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

კარგია - აბაზანის მიღება. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.
7-დან (11:19-დან) 8 ნოემბრამდე - მთვარე გადის ლომის ზოდიაქოში. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.

კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება; თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93