2-8 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2-8 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირის კარგი ამბავი ისაა, რომ უკვე 3 ნოემბრიდან პლანეტა მერკური სწორადმავალი გახდება. თუმცა პარასკევს დაძაბული ასპექტის გამო გაჭირდება ინტელექტუალური საქმიანობა, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა. კვირის ბოლოს დაიძაბება სიტუაცია მამაკაცებსა და ქალებს შორის. მოიმატებს ეჭვიანობა, ურთიერთობის გარკვევის სურვილი. სირთულეები წყვილში 13 ნოემბრამდე გასტანს. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი მამაკაცის მიმართ. დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი და ეცადეთ, გაანებივროთ მზრუნველობით, სითბოთი.

ვერძი

გარშემო მყოფების ყურადღებით იქნებით განებივრებული. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით აგავსებთ, შვილები კარგი მოქცევით გაგახარებენ. კვირის ბოლოს მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო თავგადასავალს.
მიუბრუნდით მივიწყებულ საქმეებს.
კვირის საუკეთესო დღე: 4 ნოემბერი.

კურო

სახლსა და სამსახურში დაასრულეთ დაწყებული საქმეები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლესთან. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ, ისინი რთულ სიტუაციაში არ მიგატოვებენ. უქმეები მშვიდ გარემოში გაატარეთ, ძალები აღიდგინეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 5, 7 ნოემბერი.

ტყუპი

რომანტიკული თავგადასავლებისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მგზავრობა კი პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ. უქმეები ნათესავებს მიუძღვენით.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 6 ნოემბერი.

კირჩხიბი

გამონახეთ დრო და მოაგვარეთ საბანკო საქმეები. ფულს გართობასა და აზარტზე ნუ გაფლანგავთ. კვირის მეორე ნახევარში რომანტიკული თავგადასავალი გაგიტაცებთ. უქმეები მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 7, 8 ნოემბერი.

ლომი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლესთან. მეტად თვითკრიტიკული უნდა იყოთ. სამსახურში ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ თქვათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 8 ნოემბერი.

ქალწული

საქმეების პარალელურად უნდა დაისვენოთ. უქმეები შოპინგს დაუთმეთ. ზოგიერთმა შეიძლება რომანი უცხოელთან მიმოწერით გააბას.
კვირის საუკეთესო დღე: 2 ნოემბერი.

სასწორი

გამონახეთ დრო საოჯახო ნივთების დასალაგებლად, კოსმეტიკური რემონტის ჩასატარებლად, ინტერიერის შესაცვლელად. უქმეები საყვარელ მამაკაცთან ერთად გაატარეთ. ყური დაუგდეთ მის რჩევებს.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 6 ნოემბერი.

მორიელი

ხშირად უმასპინძლეთ მეგობრებს შინ. ზოგიერთმა შეიძლება დიეტის დაწყება გადაწყვიტოს. უქმეებზე გაიხსენეთ ძველი ჰობი. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
კვირის საუკეთესო დღეები: 2, 3, 6 ნოემბერი.

მშვილდოსანი

სამსახურში დაკვირვებით მოაგვარეთ ყველა დაბრკოლება. გაფრთხილდით, სასიყვარულო ინტრიგებში არ გაეხვიოთ. უქმეებზე დასვენება, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ან სათავგადასავლო წიგნის წაკითხვა დაგეგმეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 8 ნოემბერი.

თხის რქა

სანამ რამეს იტყოდეთ, ათჯერ დაფიქრდით. გამონახეთ დრო და იზრუნეთ საკუთარი თავის გაბედნიერებაზე. განაახლეთ გარდერობი, ეწვიეთ სილამაზის სალონს. ნურც გემრიელობების დაგემოვნებაზე ეტყვით თავს უარს.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 7, 8 ნოემბერი.

მერწყული

კეთილგანწყობილი და ხალისიანი ხართ. საქმიან პარტნიორებთანაც კი მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებთ. დაკვირვება გმართებთ მოშურნეებთან, არ გაეხვიოთ ინტრიგებში.
კვირის საუკეთესო დღეები: 6, 8 ნოემბერი.

თევზები

იყავით ყურადღებიანი გარშემო მყოფების მიმართ. სხვების საკეთილდღეოდ საკუთარ თავს ნუ დაიზარალებთ. რაციონალურად დაგეგმეთ ბიუჯეტი. კვირის მეორე ნახევარში მიუბრუნდით სწავლას. შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ ნათესავებს.
კვირის საუკეთესო დღე: 2 ნოემბერი.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93