ვენერა სასწორში: კირჩხიბები ოჯახურ სიმყუდროვეს შექმნიან, ქალწულები ლატარიაში მოიგებენ

ვენერა სასწორში: კირჩხიბები ოჯახურ სიმყუდროვეს შექმნიან, ქალწულები ლატარიაში მოიგებენ
თუ წინა თვეში რომანტიკისთვის ვერ იცლიდით, ქალწულში ვენერას ყოფნას უნდა დააბრალოთ. ახლა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტა სასწორში გადაბრძანდა, პარტნიორობისა და სასიყვარულო ურთიერთობების ნიშანში და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. სასწორი ვენერას 21 ნოემბრამდე უმასპინძლებს. ამ პერიოდში რომანტიკული განწყობით ტკბობას შეძლებენ ჰაერის ნიშნები (ტყუპი, სასწორი, მერწყული), მოულოდნელობები ელოდებათ ვერძებს, კირჩხიბებსა და თხის რქებს. თუმცა მივყვეთ ყველა ნიშანს თანმიმდევრულად.

ვერძი

საუკეთესო დრო თქვენი ოცნების ურთიერთობის შესაქმნელად და არა აქვს მნიშვნელობა, მარტო ხართ, თუ დაწყვილებული. ახლა გაბედულად მოქმედების დროა. თუ
ვინმე მოგწონთ, უთხარით. თუ რაღაც არ მოგწონთ არსებულ კავშირში, ნურც ამაზე გაჩუმდებით. გამოიყენეთ ეს დრო, სანამ ვენერა სასწორშია და გაიუმჯობესეთ პირადი ცხოვრება.

კურო

ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ გარშემო მყოფებთანაც კი გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება. იყავით მეგობრული და მათი დახმარებით დაგროვილ საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. პირადს რაც შეეხება, გამოიყენეთ ეს დრო და მოუარეთ საკუთარ თავს. გაიუმჯობესეთ გარეგნობა, თვისებები. თუ ეწევით, 21 ნოემბრამდე გაქვთ დრო, რომ თავი დაანებოთ.

ტყუპი

მგონი, თქვენ ყველაზე კარგი - რომანტიკის, გართობისა და სექსის - პერიოდი დაგიდგათ. ერთი ღამის თავგადასავალიც და ფლირტიც სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ. ხოლო, თუ გრძნობთ, რომ რაღაც უფრო ღრმა და სერიოზულისთვის ხართ მზად, გააქტიურდით. იმაზე მარტივად მიაღწევთ სასურველს, ვიდრე გეგონათ.

კირჩხიბი

მშვენიერი დროა ოჯახში სიმყუდროვის, ჰარმონიის შესაქმნელად. მეტი დრო და ენერგია დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ზოგიერთებს მოულოდნელად შეიძლება ყოფილი გამოეცხადოს. თუმცა მასთანაც შეიძლება მშვიდ ტონებზე საუბარი.

ლომი

კიდევ უფრო მიმზიდველი და კაშკაშა გახდებით. მამაკაცებს უწინდელზე მარტივად მოაჯადოებთ თქვენი შარმით. მარტოხელებს გაქვთ შანსი, რომ ახალი მეგობრები გაიჩინოთ, ახალი შეყვარებული. უკვე დაწყვილებულები კი შეძლებთ, ურთიერთობა მეტად რომანტიკულ-ვნებიანი გახადოთ.

ქალწული

თუ ახლახან დაიწყო თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა, დროა, ახალ, უფრო სერიოზულ ეტაპზე გადახვიდეთ. თუ ოჯახის შექმნა გსურთ, ნუ მოგერიდებათ და საყვარელ მამაკაცს პირდაპირ განუცხადეთ. სხვათა შორის, ვენერა ფულსაც მართავს და გაქვთ შანსი, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, თუნდაც ლატარიის ბილეთი იყიდეთ. ზოგიერთი კი შეიძლება მემკვიდრეობის მფლობელი გახდეს.

სასწორი

ახლა ვენერა თქვენს ნიშანშია და ამ პერიოდში ის საუკეთესო საჩუქრებით გესტუმრათ. თქვენ კარგად გამოიყურებით, მეტად მგრძნობიარე და მიმზიდველი ხართ მამაკაცებისთვის. კარგი პერიოდია სტილის შესაცვლელად, ახალი ვარცხნილობის გასაკეთებლად. ვენერას სურს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და განწყობაც ამაღლებული გქონდეთ.

მორიელი

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჰორიზონტზე თქვენს ყოფილს დალანდავთ ან ერთდროულად რამდენიმეს. თქვენი გადასაწყვეტია, მათ დაიტოვებთ თქვენს ცხოვრებაში თუ კუდით ქვას ასროლინებთ. მეტად ემოციური და მნიშვნელოვანი პერიოდი გელით. მოემზადეთ "საკადრო ცვლილებებისთვის" და საკუთარი გულისთქმის მოსასმენად.

მშვილდოსანი

სოციალურად გააქტიურდებით. ახალ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, ზოგიერთთან კი რომანტიკული ურთიერთობის გაბმა მოგინდებათ. ხშირად მოგიწევთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხანდახან შეიძლება თავი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ადამიანიც კი გეგონოთ.

თხის რქა

ურთიერთობებში ცვლილებების დროა. დიდი ხანია გრძნობთ, რომ ერთ ადგილს ტკეპნით. თუ შეყვარებულზე დაქორწინება გსურთ, დაელაპარაკეთ; თუ დაშორება გადაწყვიტეთ, ამის შესახებაც ელაპარაკეთ. ვენერა სასწორში დაგეხმარებათ და თავადაც მიხვდებით, რომ დამოკიდებულება ადამიანებთან უფრო მარტივი გახდა, კონფლიქტები კონსტრუქციული საუბრით შეიცვლება.

მერწყული

მოემზადეთ, ვენერა სხვადასხვანაირ ადამიანს გაგაცნობთ. გპირდებათ, რომ მთელი ეს პერიოდი, როცა ის სასწორს სტუმრობს, სასიამოვნო და რომანტიკული მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. მთავარია, გაერკვეთ, რა გსურთ თქვენ - ერთდროულად უამრავ მამაკაცთან რომანი თუ ერთთან დაუვიწყარი შთაბეჭდილებები?..

თევზები

მოიმატებს მგრძნობელობა, თქვენი სექსუალური ცხოვრება მეტად მრავალფეროვანი გახდება. მოიმატებს პოზიტიური ემოციები და შეძლებთ თქვენი განცდები შემოქმედებაში გადაიტანოთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც სწრაფადვე გადაიზრდება დაუვიწყარ რომანში.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93