სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
ნოემბერში მოგემატებათ ინტელექტუალური და გონებრივი სამუშაო. იყავით დაკვირვებული ყველა დეტალისადმი. ეცადეთ, კონფლიქტური სიტუაციები დიპლომატიურად მოაგვაროთ. განსაკუთრებით, ბიზნესსაქმიანობაში. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ სწავლის
ფული და სიყვარული
სასიყვარულო ურთიერთობებში მეტად მომთმენი უნდა იყოთ. მშვიდობისკენ უნდა ისწრაფვოდეთ და არა ომისთვის. მეტი დრო დაუთმეთ გარეგნობის გაუმჯობესებას. შეიძლება ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტოთ. მარტოხელებს ნოემბერში რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც თუ ქორწინებით არ დაგვირგვინდება, მყარ მეგობრობაში მაინც გადაიზრდება. თუ უკვე ნაპოვნი გყავთ რჩეული, კონფლიქტები მშვიდობიანად მოაგვარეთ და დაშორებამდე არ მიხვიდეთ. ეს თვე კარგია ნიშნობისა და ჯვრისწერისთვის. რაც შეეხება მატერიალურ სფეროს, თავად უნდა იყოთ აქტიური, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. დიპლომატიურად მოითხოვეთ წარსულში შესრულებული საქმეების ანაზღაურება. შანსი გაქვთ, რომ ბევრს მიაღწიოთ და არ იზარმაცოთ.
ჯანმრთელობა
თვის დასაწყისში დაუბრუნდით ძველ ვარჯიშებს, მაგრამ ზომიერად, ძალიან ნუ გადაიტვირთებით. თვის მეორე ნახევარში კი შეგიძლიათ მეტად დაიტვირთოთ თავი. კარგი იქნება, თუ სპორტულ აქტიურობაში მეუღლესაც აიყოლიებთ. ოჯახში დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. არ გადაიტვირთოთ კუჭი, მეტი იარეთ ფეხით, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. გახსოვდეთ, რომ სრულფასოვანი დასვენება და ძილი სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. გაგრძელება