წლის ყველაზე მისტიკური თვე დაიწყო და მოვლენებიც საკმაოდ შთამბეჭდავი გველოდება. მიმოვიხილოთ თითოეული, რათა შეძლოთ თვის დაგეგმვა და სასურველის მიღწევა ნაკლები სირთულით.
3 ნოემბერი - პლანეტა მერკური დირექტულ ფაზას უბრუნდება.
28 ოქტომბერს ვენერა გადავიდა სასწორის ზოდიაქოში და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე.
9 ნოემბერს ველოდებით ვენერასა და მარსის ოპოზიციას.
იუპიტერ-პლუტონის მესამე შეერთება.
14 ნოემბერს მარსი დირექტულ ფაზაში გადავა.
ახალმთვარეობა გვექნება 15 ნოემბერს, 9:07 საათზე მორიელის ოცდამეოთხე გრადუსში.
16-22 ნოემბერს უნდა გავიაროთ via combusta.
21 ნოემბერს პლანეტა ვენერა გადავა მორიელის ნიშანში და აქ დარჩება 15 დეკემბრამდე.
29 ნოემბრიდან ნეპტუნი დირექტულ ფაზას დაუბრუნდება.
30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას 13:29 საათზე ტყუპის 9 გრადუსში.
მზე ახლა მორიელის ნიშანშია (23 ოქტომბერი-22 ნოემბერი). მორიელი არის ზოდიაქოს მერვე ნიშანი. ის არის მისტიციზმის, ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კრიზისის სიმბოლო. აგრეთვე, განაგებს ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორების ფულს, კრედიტებსა და საბანკო ანგარიშებს, მემკვიდრეობას, გადასახადებს. მორიელი არის ღრმა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური. და რა თქმა უნდა, მორიელი ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური ნიშანია.
ეს მოკლედ, ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად განვიხილოთ თითოეული მოვლენა. მაშ ასე, სულ ცოტაღა დარჩა და მერკური გაასწორებს თავის სვლას. მორიელში მერკური გვაძლევს საშუალებას, ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩვენს შინაგან სამყაროს, რათა კარგად დავინახოთ ჩვენი შეცდომები, რომ მერე გავაგრძელოთ სვლა სწორი მიმართულებით. თუ რამეს სწავლობთ (განსაკუთრებით, ეზოთერიკას), ჩაუღრმავდით მას. გაერკვიეთ ფინანსებში, საბანკო სფეროში. გაგრძელება