კვირის ბოლომდე მთვარე კლებაშია. ამიტომ ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად მიმართეთ სწორ კვებას. მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა, სწორად მავალი გახდა. გაგიუმჯობესდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია, მიმოწერა, მიმოსვლა. გაგიადვილდებათ საერთო სასაუბრო თემების გამონახვა.
9 ნოემბერი - მთვარე ქალწულშია (14:30-მდე). პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
- ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.
9 ნოემბერი (14:30-დან) - მთვარე სასწორშია. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
- პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
- მინუსი - კარგია აბანო, საუნა. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
13 ნოემბერი - მთვარე მორიელშია. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
- პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
- მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
15 ნოემბერი - 19:46-დან მთვარე მშვილდოსანში გადავა. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
- პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება; აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
- მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.