9-15 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

9-15 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ეს კვირა იმითაა გამორჩეული, რომ 15 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მშვილდოსნის ნიშანში. შეგიძლიათ ჩამოწეროთ სურვილი, რაც დაკავშირებული იქნება უცხო ენის შესწავლასთან, იურიდიული საკითხების მოგვარებასთან, საზღვარგარეთ გამგზავრებასთან და უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებით (სწავლის გაგრძელება ან ლექციების წაკითხვა). კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ გონების მმართველი პლანეტა მერკური სწორ მოძრაობაშია. რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა (გასწორდა) მარსიც - აქტიურობისა და ენერგიის პლანეტა. ასე რომ, იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად.

ვერძი

ვალდებულებების გამო სამსახურში გვიანობამდე მოგიწევთ დარჩენა. ამ კვირაში ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს.
დაივიწყეთ დიეტა და კარგად შესრულებული საქმისთვის გაინებივრეთ თავი გემრიელობით. უქმეებზე გამოიძინეთ; გაინებივრეთ თავი სპა-სალონური მომსახურებით.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 14 ნოემბერი.

კურო

არ იზარმაცოთ, დაუბრუნდით მიტოვებულ საქმეებს და დაასრულეთ ისინი. შეამცირეთ ხარჯი, თუ არ გსურთ, თვის ბოლოს ვალებში გადავარდეთ. გამონახეთ მეტი დრო სწავლისთვის. უქმეები ოჯახთან ერთად თბილ და გემრიელ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 15 ნოემბერი.

ტყუპი

იმიჯის შეცვლა მოგინდებათ, მაგრამ არ გადაამეტოთ, გარშემო მყოფებისთვის შოკის მომგვრელი არ გახდეთ. ნათესავებთან ურთიერთობისას მეტი თავშეკავება გმართებთ. კვირა მშობლიურ გარემოში გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 13 ნოემბერი.

კირჩხიბი

სამსახურის საქმეები ყველაფერზე წინ დააყენეთ. ზოგიერთს ახალ თანამდებობას შესთავაზებენ ან შეიძლება ხელფასი მოგიმატონ. იყავით კორექტული საყვარელ მამაკაცთან, მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ. მას თქვენი მზრუნველობა და დახმარება სჭირდება.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 13 ნოემბერი.

ლომი

კვირის ბოლოსთვის უკვე გარკვეული უნდა გქონდეთ, რის მიღწევას აპირებთ, რომელი იდეები უნდა განახორციელოთ. საქმეების პარალელურად, ნუ მოაკლებთ ყურადღებას ოჯახსა და შვილებს. უქმები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 13 ნოემბერი.

ქალწული

სირთულეების გადალახვა მოგიწევთ: იყავით დაკვირვებული და ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღების. თქვენ ყველაფერს იდეალურად გაუმკლავდებით. რთული სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ. კვირას შინ მეგობრებს უმასპინძლეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 15 ნოემბერი.

სასწორი

იაქტიურეთ სასურველის მისაღწევად, მაგრამ იყავით დიპლომატიური. ობიექტურად განიხილეთ კრიტიკა. დროა, ცხოვრება ახალი შთაბეჭდილებითა და ემოციებით გაიხალისოთ. კვირას გულის კარნახით იმოქმედეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 14, 13 ნოემბერი.

მორიელი

დაიწყეთ ვარჯიში. ეს დაგეხმარებათ, ფიზიკური ფორმაც გაიუმჯობესოთ, განწყობაც და სხვადასხვა დაავადებასაც გაუმკლავდეთ. საყვარელი ადამიანის საჩუქარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. უქმეებზე ნუ გარისკავთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 13 ნოემბერი.

მშვილდოსანი

რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ზოგიერთი დიეტის დაცვას გადაწყვეტს. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, საყვარელი ადამიანების გვერდით. ქალაქგარეთაც ერთად გაისეირნეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 9, 14 ნოემბერი.

თხის რქა

თუ გსურთ, გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ მამაკაცთან, ნუ მოგერიდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რაც დაძაბავს თქვენს ურთიერთობას. იყავით მეტად მზრუნველი, მოსიყვარულ მის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღეები: 11, 13 ნოემბერი.

მერწყული

წარმატებული კვირა დაგიდგათ. სამსახურის საქმეებიც კარგად მიგდით და პირად ცხოვრებაშიც გაგიმართლებთ. თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაში ნუ ჩაახედებთ მეგობარს, ერთგულს და გამოცდილსაც კი.
კვირის საუკეთესო დღეები: 13, 15 ნოემბერი.

თევზები

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ფული დიდხანს არ გაგიჩერდებათ საფულეში. მოერიდეთ დაპირისპირებას საყვარელ მამაკაცთან. კვირას მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
კვირის საუკეთესო დღეები: 12, 15 ნოემბერი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93