შემოდგომის ბოლო თვე იშვიათად გაგვანებივრებს სითბოთი და მზიანი ამინდებით, მაგრამ სასიამოვნო და რომანტიკული სიურპრიზები ნამდვილად გველოდება. მარტოხელებს ელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა, შეყვარებულებს კი საყვარელი მამაკაცი დაქორწინებას, თანაცხოვრებას ან ურთიერთობის გასერიოზულებას შემოგთავაზებთ.
რჩევა: შეიძლება ის ადამიანი დღესაც თქვენ გვერდითაა. თავადაც გაოცდებით, როცა მას თავიდან აღმოაჩენთ.
დაწყვილებულებისთვის: კოფლიქტურობა და დაძაბულობა მეუღლესთან შუა ნოემბრიდან უფრო თვალში საცემი გახდება. საჭიროა მიხვდეთ, რომ წვრილმანების გამო არ ღირს ჩხუბი. ხშირად ჩაეხუტეთ მეუღლეს და აგრძნობინეთ, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები.
რჩევა: უამინდობის გამო ნუ ჩაიკეტებით შინ. შეხვდით მეგობრებს, გაიხსენეთ ძელი ჰობი. გამოავლინეთ თქვენი დადებითი ემოციები.
რჩევა: იყავით მიმზიდველი, როცა სტუმრად ან წვეულებაზე მიდიხართ. მამაკაცების მზერა თავდაჯერებულობას დაგიბრუნებთ. ცოტა ხანში კი კვლავ იგრძნობთ თავს სასურველ და მოსიყვარულე ქალად.
დაწყვილებულებისთვის: თუ ხვდებით, რომ გრძნობაში ბზარი გაჩნდა და ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან გასაშვებად არ გემეტებათ, იყავით მეტად მზრუნველი მის მიმართ. დაიწყეთ ერთად იმის კეთება, რაც აქამდე ერთად არ გაგიკეთებიათ (თუნდაც, პარაშუტიდან გადმოხტომა).
რჩევა: შეიცვალეთ იმიჯი, იყავით მზრუნველი და ქმარიც აიძულეთ, რომ იზრუნოს თქვენზე. თქვენ თავიდან უნდა აღმოაჩინოთ და შეიყვაროთ ერთმანეთი.
რჩევა: გადაერთეთ სამუშაოზე, აღარ დააგვიანოთ საქმიან შეხვედრებზე, დროულად დაასრულეთ პროექტები. მეტად გამოავლინეთ თქვენი თავი კარიერაში, სიყვარული კი არსად გაგექცევათ.
დაწყვილებულებისთვის: სიცივეების დაწყებისას ბუდის დათბობის სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ინტერიერის შეცვლა, ფარდების განახლება მოგინდეთ. მთავარია, არ გადაამეტოთ და შინ დაბრუნებულ მეუღლეს თავი სხვის ბინაში არ ეგონოს.
რჩევა: ჰარმონიული გარემო შეიქმენით. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ: შეიცვალოთ თმის ფერი, ჩაცმის სტილი. ლამაზი დაუბრუნდით მეუღლეს.
რჩევა: შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. თუ ფლირტი რომანში არ გადაიზრდება და ქორწინებით არ დაგვირგვინდება, დროს სასიამოვნოდ მაინც გაატარებთ.
დაწყვილებულებისთვის: შეიძლება თავადაც ხვდებით, რომ მეუღლის მიმართ ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულე აღარ ხართ, როგორც ადრე. მასაც ჰგონია, რომ გაცივდით მის მიმართ.
რჩევა: სასურველია, თქვენი პარტნიორი მიხვდეს, ვინ ხართ თქვენ მისთვის და დაგაფასოთ, როგორც ლამაზი ქალი და არა მზარეული და მრეცხავი.
რჩევა: ახალგაცნობილ მამაკაცს თქვენი საუკეთესო თვისებები და ღირსებები დაანახვეთ. ნუ ეცდებით მხოლოდ გარეგნობით მის მოხიბვლას.
დაწყვილებულებისთვის: გადახედეთ თქვენს ურთიერთობას. შეიძლება ხანდახან არ იყოთ მართალი მეუღლესთან მიმართებაში და ეცადეთ, გამოასწოროთ. ნუ ცდილობთ მის გაკონტროლებას ყველა სფეროში. გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ თქვენი ურთიერთობა მეტად რომანტიკული და თბილი გახდეს.
რჩევა: წარსულში დატოვეთ ყველა ნეგატივი და იყავით მოსიყვარულე, მზრუნველი საყვარელი მამაკაცის მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება საერთო ჰობი გამონახოს, თუნდაც დილაობით ერთად ივარჯოთ.
რჩევა: იყავით თავდაჯერებული, ვიზუალურად მიმზიდველი და პოტენციურ კანდიდატს მოეწონებით, მისთვის სასურველი იქნებით.
დაწყვილებულებისთვის: თუ კავშირს მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებთ, რომ მარტო არ დარჩეთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. ან ცხოვრების ახალი კარი უნდა შეაღოთ, ან გააუმჯობესოთ ის, რც უკვე გაქვთ.
რჩევა: მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას: ისწავლეთ უცხო ენები; ჩაეწერეთ ფოტოგრაფიის, ცეკვის კურსებზე.
რჩევა: რესტორანში პაემანი კარგი იდეა არაა. უმჯობესია, მამაკაცს მეგობრულ შეხვედრაზე შეხვდეთ ან ბუნებაში გაისეირნოთ.
დაწყვილებულებისთვის: რაღაც მომენტში ყველაფრისგან შორს გაქცევა მოგინდებათ, ურთიერთობებისგანაც კი. ეცადეთ, ნაკლებად დაიტვირთოთ თავი ვალდებულებებით და მეტად სასიამოვნო საქმიანობით, კიდევ უფრო რომ არ შეიძულოთ გარშემო ყველაფერი.
რჩევა: ცუდი პერიოდი მალე გადაივლის და საყვარელი ადამიანის მიმართ ისევ დათბებით. მანამდე კი ფრთხილად, ეკლები დამალეთ.
რჩევა: ღრმა და საპასუხო გრძნობა გელით პარტნიორისგან. ნუ ეძებთ ყველგან საფრთხეს, ისწავლეთ ცხოვრებით ტკბობა.
დაწყვილებულებისთვის: თუ ყველა წვრილმანს არ გამოეკიდებით და პარტნიორთან არ იკამათებთ, ნოემბერი მართლაც ტკბილი იქნება. საკუთარი სიმართლის მუდამ ჯიუტად დამტკიცება სიკეთეს არ მოგიტანთ.
რჩევა: იყავით მეტად მოსიყვარულე, საყიდლებზეც კი ერთად წადით და ელაპარაკეთ ერთმანეთს, ელაპარაკეთ სიყვარულით.
რჩევა: სანამ გრძნობებში თავით გადაეშვებით, მხოლოდ ერთი წუთით დაფიქრდით, რას მოგიტანთ ის თქვენ. დატკბით რომანტიკული მომენტებით, მაგრამ თავს ნუ დაკარგავთ.
დაწყვილებულებისთვის: მესაკუთრეობა მოიმატებს. მოგინდებათ პარტნიორის კონტროლი, მისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ეცადეთ, არ დაარღვიოთ მეუღლის პირადი სივრცე.
რჩევა: ისე განაწყვეთ პარტნიორი, რომ მას გაუჩნდეს თქვენთან დროის გატარების სურვილი. საინტერესო მოვლენებით, მგზავრობებით დაგეგმეთ უქმეები.
რჩევა: ერთი შეხედვით ადამიანს კარგად ვერ შეაფასებთ. რაც უფრო კარგად გაიცნობთ, მით მეტ ღირსებას აღმოაჩენთ მასში.
დაწყვილებულებისთვის: პირად სფეროში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ყველა კონფლიქტი გაქრება და სიყვარულითა და ერთმანეთით ტკბობისთვის დაგრჩებათ დრო. საყვარელ მამაკაცს მოუმზადეთ სიურპრიზები, რომანტიკული საღამოები.
რჩევა: რუტინა ყველაფერს ანადგურებს, თავგადასავლები და ავანტიურა კი აცოცხლებს ადამიანებსაც და გრძნობებსაც.
რჩევა: პირადი ცხოვრება პირველ ადგილზე დააყენეთ, ყველაფერ დანარჩენს ისედაც ეშველება.
დაწყვილებულებისთვის: საოჯახო საქმეები და უფროსი ნათესავების რჩევები ისე მოგბეზრდებათ, რომ აღარც საყვარელი ადამიანის დანახვა გამოგისწორებთ განწყობას.
რჩევა: რომანტიკული სიყვარული, - ყვავილების ჩუქება და ხელიხელჩაკიდებული სეირნობა მთვარის შუქზე მხოლოდ ფილმებსა და წიგნებშია. რეალობა კი ყველასთვის განსხვავებულია. დააფასეთ ადამიანი არა მისი სიტყვებით, არამედ ქმედებით.
რჩევა: არ გაუშვათ შანსი, რომ ჩაიცვათ ახალი კაბა ან გაიკეთოთ ახალი აქსესუარი. ყოველდღე იყავით მზად საბედოსთან შესახვედრად.
დაწყვილებულებისთვის: შინ მეტად უნდა შექმნათ სიმყუდროვე და ჰარმონიული გარემო. თუ ხვდებით, რომ ყოველდღიურმა რუტინამ რომანტიკა განდევნა თქვენი ცხოვრებიდან, გახდით პარტნიორისთვის მზრუნველი, გაანებივრეთ რომანტიკით. შამპანურის გახსნის მიზეზი თქვენი ერთად ყოფნაა.
რჩევა: ხშირად მოამზადეთ რომანტიკული ვახშამი ერთად. უქმეებზე გაემგზავრეთ ექსკურსიაზე; ეწვიათ სპა ან მასაჟ-ცენტრს.