16-22 ნოემბრის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი - Marao

16-22 ნოემბრის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი

2020-11-16 12:30:58+04:00


16-17 ნოემბერი (21-35 საათამდე) - მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ყურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი. უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

  • პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
  • მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

17 ნოემბერი (12:35 საათიდან) - მთვარე თხის რქაში გადაინაცვლებს. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

  • კარგია - პედიკიური, პილინგი
  • ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

20 ნოემბერი - მთვარე მერწყულშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

  • კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
  • ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

22 ნოემბერი (9:05-დან) - მთვარე თევზების ზოდიაქოს ესტუმრება. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.

ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.