როგორი კვირა გელით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი კვირა გელით ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
16-22 ნოემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: 
14 ნოემბრიდან აქტიურობისა და ენერგიის პლანეტა მარსი რეტროგრადული სვლიდან გამოვიდა. მერკურიც (გონების მმართველი, კომუნიკაციების, მიმოსვლის პლანეტა) სწორ მიმართულებაშია. ეს კვირა საუკეთესოა ახალი საქმეების დასაწყებად, მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის. არ იზარმაცოთ. იყავით აქტიური, მუშაობაშიც და სწავლაშიც.

ვერძი

ყველაფერში კონკრეტიკა გსურთ, სამსახურშიც და სასიყვარულო პარტნიორთანაც. სიჯიუტით ვერაფერს მიაღწევთ, დიპლომატიური უნდა იყოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოელებთან კონტაქტი. უქმეები მეგობრებთან ერთად, მხიარულად გაატარეთ.
  • კვირის საუკეთესო დღე: 17 ნოემბერი.

კურო

შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ახალი
პროექტების დაწყება მოგინდებათ. ბინის ინტერიერში მეტად გამოიყენეთ ნათელი ფერები. იზრუნეთ სითბოსა და კომფორტზე. ზოგიერთი შეხედულების (მოძველებულის) გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 16, 22 ნოემბერი.

ტყუპი

ნუ გაფლანგავთ დანაზოგს. რაციონალურად განკარგეთ ბიუჯეტი. შუა კვირაში დაკვირვებული და ზომიერი უნდა იყოთ, გარშემო მყოფებთან დამოკიდებულება რომ არ გაიფუჭოთ. უქმეებზე მოულოდნელი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 21, 22 ნოემბერი.

კირჩხიბი

აქტიური იქნებით სამსახურშიც და სახლშიც. რბილად და სიყვარულით მოაგვარეთ უსიამოვნო მომენტები ოჯახის წევრებთანაც და კოლეგებთანაც. ნუ დაფრინავთ ღრუბლებში, ობიექტურად შეაფასეთ სასიყვარულო პარტნიორი.
  • კვირის საუკეთესო დღე: 20 ნოემბერი.

ლომი

მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. მარტოხელებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ და ვნების მორევში თავით გადაეშვებით. უქმეებზე ოჯახის წევრები შინ შეკრიბეთ.
  • კვირის საუკეთესო დღე: 22 ნოემბერი.

ქალწული

ბინაში ინტერიერის შეცვლა, სამსახურში ახალი იდეების განხორციელება, პროექტების დაწყება მოგინდებათ. ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს, მას განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 17, 22 ნოემბერი.

სასწორი

შორეული ნათესავების სტუმრობა კვირის გეგმებს შეგიცვლით. იყავით აკურატული გამონათქვამებისას. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. უქმეებზე ჩამოწერეთ ფინანსური სამომავლო გეგმა.
  • კვირის საუკეთესო დღე: 17 ნოემბერი.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნება. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები. გაუწიეთ მატერიალური დახმარება ახლობლებს. უქმეებზე საკუთარის მისაღწევად სხვებს ნუ დააზარალებთ.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 20, 22 ნოემბერი.

მშვილდოსანი

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული კვირა დაგიდგათ. განსაკუთრებით, მისი პირველი ნახევარი. გაგიჩნდებათ ახალი გასართობი, ინტერესები. შეიძლება ახალი მეგობრებიც კი გაიჩინოთ. ზომიერება გმართებთ ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 21, 22 ნოემბერი.

თხის რქა

საკუთარ თავში ჩაღრმავება, განმარტოება და დასვენება მოგინდებათ. სიფრთხილე გმართებთ ინსტრუმენტებთან მუშაობისას. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ყველა წვრილმანზე დედასთან და დაქალებთან წუწუნს არ გირჩევთ.
  • კვირის საუკეთესო დღე: 21 ნოემბერი.

მერწყული

თქვენი რომანი აქტიურობის პიკზეა. მოდუნდით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ. მეგობრებს რჩევები შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ. გარშემო მყოფებთან საერთო ენას მარტივად გამონახავთ.
  • კვირის საუკეთესო დღე: 22 ნოემბერი.

თევზები

ახალი ნაცნობობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სამსახურის საქმეებს ნუ მიატოვებთ, ამ კვირაში საინტერესო საქმიანი შეხვედრები და პროექტები გელით. უქმეები უმჯობესია, თბილ და სიყვარულით აღსავსე გარემოში გაატაროთ.
  • კვირის საუკეთესო დღეები: 17, 22 ნოემბერი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93