ზამთრის დიდი სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ზამთრის დიდი სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ზამთრის ცივ დღეებში გაგვათბობს რომანტიკული შეხვედრები, ერთმანეთზე ზრუნვა, სასიამოვნო სიურპრიზები. ჰკითხეთ ვარსკვლავებს, რა გელოდებათ სასიყვარულო ფრონტზე...

ვერძი

მარტოხელებისთვის: სერიოზული ურთიერთობებისთვის, მგონი, არც კი ხართ მზად. აი, ფლირტი და რომანტიკული თავგადასავალი კი მრავლად გექნებათ. შეძლებთ მოდუნდეთ და ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ.

რჩევა: თუ ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში ხშირად ხედავთ, იქნებ ვარსკვლავებს სურთ, რომ მიგახვედრონ, გიბიძგებენ მისკენ. ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის.

დაწყვილებულებისთვის: დეკემბერს ცხელ კამათში გაატარებთ. პარტნიორს სურს, თქვენი ურთიერთობა ოფიციალური გახდეს და ვერ ხვდება,
რატომ ეწინააღმდეგებით. იანვარში პოზიციების დათმობა მოგიწევთ, დარჩენილი ზამთარი კი ჰარმონიულად ჩაივლის.

რჩევა: აქედანვე იზრუნეთ, რომ საყვარელ ადამიანს მისთვის სასიამოვნო საახალწლო სიურპრიზი მოუმზადოთ. საჩუქარმა გული უნდა აუჩქროლოს.

კურო

მარტოხელებისთვის: მარტოხელა აღარ იქნებით! თბილი ჩახუტების და ერთმანეთზე მზრუნველობის პერიოდი დაგიდგებათ. თავადაც იაქტიურეთ, რომ მამაკაცს გულში ვნების ცეცხლი დაუნთოთ.

რჩევა: ჩამოდით სავარძლიდან, გამოდით კომფორტის ზონიდან, იყავით მზად თავგადასავლებისთვის.

დაწყვილებულებისთვის: ახალ წლამდე მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ურთიერთობა იდეალური აღარაა. კრიზისის შეგრძნება თებერვალში განელდება. უამრავ გაკვეთილს მიიღებთ და ეცადეთ, დასკვნებიც შესაბამისი გამოიტანოთ.

რჩევა: სიჯიუტე და სიამაყე ცუდი მრჩეველია. ცოტა მეტად გაანებივრეთ მეუღლე კომპლიმენტებით, გემრიელობებით, ტკბილი კოცნებით და ჩახუტებებით. გაუჩინეთ სურვილი, რომ თავიდან შეუყვარდეთ.

ტყუპი

მარტოხელებისთვის: სანამ თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა შემოაბიჯებს, დაკავდით თქვენთვის საინტერესო სფეროებით, ახალ წლამდე დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე.

რჩევა: როცა გრძნობა გეწვევათ, დაახლოებით, თებერვლის მეორე დეკადიდან, გულთან ერთად ჩართეთ გონებაც, რათა კავშირი სერიოზულ საფეხურზე აიყვანოთ.

დაწყვილებულებისთვის: რაც უფრო მეტად დაუთმობთ მეუღლეს, მით ნაკლებ უსიამოვნებას აიცილებთ. ცოტა ხანში კი გამოჩნდება ვარიანტი, რომელიც ორივეს დაგაკმაყოფილებთ და თქვენს ცხოვრებაში ჩხუბის ადგილი აღარ დარჩება.

რჩევა: კრიტიკა და პრეტენზია კარგს არაფერს მოგიტანთ.


კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: დეკემბერში ისეთი რომანტიკული თავგადასავალი გელით, როგორზეც ოცნებობდით, როგორიც ფილმებშია... ახლა საზოგადოებაში მეგობრებთან კი არა, შეყვარებულთან ერთად გამოჩნდებით.

რჩევა: როცა თქვენი წყვილისადმი გარშემო მყოფების ინტერესი განელდება, მერე ერთმანეთისთვის კიდევ უფრო მეტი დრო გამოგიჩნდებათ და დატკბებით ერთად ყოფნით.

დაწყვილებულებისთვის: რუტინა ყველა კავშირს აუფერულებს. ეცადეთ, თქვენს შემთხვევაშიც ასე არ მოხდეს. იყავით თავგადასავლის ხასიათზე. მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს საჩუქარი. იანვარში შეიძლება თავი შეგახსენოთ ყოფილმა.

რჩევა: მოგონებებზე ფიქრმა რომ არ შეგაწუხოთ, ჩაეწერეთ ახალ კურსებზე (კულინარიის, ფლორისტიკის, ქარგვის...).


ლომი

მარტოხელებისთვის: ახალი წლის სიახლოვეს გელოდებათ დაუვიწყარი რომანის დაწყება, რომელიც დღითი დღე სულ უფრო მეტად ააბრიალებს ვნების ცეცხლს თქვენს გულში. იანვრის ბოლოს დაშორებას გადაწყვეტთ, მაგრამ ერთმანეთს ისევ მიიზიდავთ. ზამთრის ბოლოს ვნებები ჩაცხრება და ან თავად მოგინდებათ ამ ურთიერთობისთვის წერტილის დასმა, ან ახალი გარემოებების გამო ისევ ერთად იქნებით.

რჩევა: საკმარისი დრო გექნებათ, ადამიანი უკეთ რომ გაიცნოთ. "მუცელში პეპლების ფრენა", რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ უპირატესობა ცხოვრებისეულ მიზნებს მიაქციეთ. თუ უმეტესობა კითხვაზე ერთნაირი პასუხები გაქვთ, ცხოვრების ერთ გზაზე სიარული ამჯობინეთ.

დაწყვილებულებისთვის: სახლში ლიდერობა კარგს არაფერს მოგიტანთ. საკუთარი პერსონის მიმართ მეტი დაფასება და პატივისცემა მოგინდებათ. საახალწლოდ სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. ურთიერთობა ზამთრის ბოლოსთვის დასტაბილურდება.

რჩევა: რატომ ცხარობთ? ხანდახან ძალიანაც კარგია სულელი გოგოს როლის თამაში. ქმარს დაუთმეთ მთავარი როლი, მაგრამ თავადაც ხომ კარგად იცით, როგორ უნდა მართოთ სიტუაცია კულისებიდან?


ქალწული

მარტოხელებისთვის: დეკემბერში გამონახეთ დრო, რომ გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი (თუნდაც ინტერნეტით) და იანვარში კი გაარომანტიკულეთ კავშირი. თუ მოინდომებთ, იმ ადამიანის ყურადღებასაც კი მიიქცევთ, ვის მიმართაც გულგრილი არ ხართ.

რჩევა: ნუ დაკარგავთ დროს შურსა და ჯიბრზე, ნურავის უსმენთ, მოიწყვეთ თქვენი ბედნიერი ცხოვრება.

დაწყვილებულებისთვის: საბინაო საკითხები მეუღლესთან ერთად უნდა მოაგვაროთ. ხშირად განმარტოვდით, იყავით რომანტიკული და ეფლირტავეთ.

რჩევა: ერთადერთი თავის ტკივილი ზედმეტი ხარჯია. აკონტროლეთ საოჯახო ბიუჯეტი.


სასწორი

მარტოხელებისთვის: ამინდის პროგნოზის მიუხედავად, ცხელი ზამთარი გელოდებათ. სასიყვარულო ფრონტზე ერთდროულად რამდენიმე ცეცხლი გაჩაღდება. ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან მოგინდებათ რომანის დაწყება. თავადაც მარტივად დაახვევთ თავბრუს ნებისმიერს.

რჩევა: იყავით მსუბუქი, ფლირტი, ღიმილი გამოიყენეთ, მაგრამ შინაგან ხმასაც დაუგდეთ ყური, რათა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

დაწყვილებულებისთვის: ზამთრის ცივი საღამოები ერთად და თბილად გაატარეთ. გამონახეთ საინტერესო საქმიანობა. იყავით საინტერესო პარტნიორისთვის.

რჩევა: საყვარელი მამაკაცის გაოცება იმიჯითაც შეგიძლიათ. შეიცვალეთ გარეგნობა, ჩაცმის სტილი. იყავით გამომგონებელი.


მორიელი

მარტოხელებისთვის: ზამთარმა შეიძლება სიმშვიდე მოგიტანოთ, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ. თავადაც ბედნიერად იგრძნობთ თავს, როცა აღმოაჩენთ, რომ თავისუფალი ხართ. მიაქციეთ ყურადღება იმ სფეროებს, სადაც წარმატების მიღწევა, გამარჯვება გსურთ. გაზაფხულზე კი ყვავილივით გაიფურჩქნებით და თქვენს ცხოვრებაში ახალი სიყვარული შემოაბიჯებს.

რჩევა: ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ რუტინა. კონცენტრაცია მოახდინეთ იმ სფეროებზე, რაც თქვენს აღფრთოვანებას იწვევს და შედეგით გახარებთ.

დაწყვილებულებისთვის: ზამთარში თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ისევე განვითარდება, როგორც მოისურვებთ. თუ გსურთ, დატკბეთ ბედნიერებით, უნდა მოიცილოთ უსიამოვნო ფიქრები, უსაფუძვლო ეჭვები. თუ საყვარელი მეუღლე სათანადო ყურადღებას არ გაქცევთ, პრეტენზიებით კი ნუ აიკლებთ, თავად გახდით მოსიყვარულე და მზრუნველი.

რჩევა: იზრუნეთ, რომ მუდმივად ეფექტურად გამოყურებოდეთ. თქვენი მეუღლე უნდა ამაყობდეს თქვენით.


მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: იმდენად საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომ ერთდროულად რამდენიმე რომანსაც კი გააბამთ. დააკვირდით ახალგაცნობილებს. სწორედ მათ შორისაა ის, ვინც ნამდვილად იმსახურებს თქვენს სიყვარულს.

რჩევა: საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა აარჩიოთ.

დაწყვილებულებისთვის: მეუღლე ბევრ საქმეში პარტნიორად უნდა გაიხადოთ. ერთად უამრავ რთულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. შუა თებერვალში რამდენიმე დღით რომანტიკული შვებულება მოიწყვეთ.

რჩევა: საახალწლოდ მეუღლეს სასიამოვნო და დაუვიწყარი საჩუქარი მოუმზადეთ.


თხის რქა

მარტოხელებისთვის: დეკემბერში რომანტიკული განწყობა პიკს მიაღწევს. აი, იანვარში კი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. თებერვალში დაკვირვებით აირჩიეთ ის, ვისთანაც ურთიერთობის გაგრძელება გსურთ.

რჩევა: არავის რჩევას არ დაუგდოთ ყური. მხოლოდ საკუთარ გულს მოუსმინეთ. ინტუიცია ცუდს არ გირჩევთ.

დაწყვილებულებისთვის: უამრავი საოჯახო საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, რის გამოც რომანტიკა ცოტა ხნით გვერდზე ჩაიჩოჩებს. ეცადეთ, საყვარელი ადამიანიც აიყოლიოთ საქმეებში. ერთად უფრო მარტივად გაუმკლავდებით და მხიარულადაც იქნებით. იყავით ინიციატორი, რომ ურთიერთობაში ძველებული ვნება დაბრუნდეს.

რჩევა: წვრილმანებს უნდა დააკვირდეთ. შეხებას, ღიმილს, ინტონაციას... გახსოვდეთ, ჭეშმარიტება წვრილმანებშია.


მერწყული

მარტოხელებისთვის: თავით გადაეშვით ვნებაში, გრძნობებსა და რომანტიკაში. ახალი რომანის დაწყება გარდაუვალია. თქვენით არაერთი ადამიანი დაინტერესდება, მაგრამ საინტერესოა, ვის აჩუქებთ თქვენი გულის გასაღებს?..

რჩევა: რჩევა არ გჭირდებათ, დაუვიწყარი, ბედნიერი განცდები გელით.

დაწყვილებულებისთვის: პარტნიორისგან სულ უფრო მეტად გჭირდებათ გამხნევება, თბილი სიტყვა. და ამ ყველაფერსაც მიიღებთ. თბილ პლედშიც ერთად გაეხვევით და ტკბილ ჩაისაც დალევთ. საახალწლო დღესასწაულებს ჰარმონიულად გაატარებთ. მერე კი თქვენ უნდა იზრუნოთ საყვარელი ადამიანის ბედნიერებაზე.

რჩევა: ზრუნვის პარალელურად, უფრო ძლიერად უნდა შეგიყვარდეთ და ინტიმური სფეროც გაამრავალფეროვნოთ.

თევზები

მარტოხელებისთვის: ზამთრის დასაწყისში გავლენიან ან თანამდებობის მქონე მამაკაცს გაიცნობთ. თავიდან ურთიერთობა მეგობრობით დაიწყება და მერე ყველაფერი სიყვარულში გადაიზრდება. თუმცა, რამდენად პერსპექტიული იქნება ეს კავშირი, ვერ გეტყვით. ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

რჩევა: რაღაც ეჭვის თვალით უყურებთ ყველაფერს. თუ ყველაფერი კარგადაა, ე.ი. რაღაცაშია საქმე. ნუ გააბრუნებთ ადამიანს, თუ ნამდვილად გატაცებულია თქვენით.

დაწყვილებულებისთვის: ერთი მხრივ, თქვენი საყვარელი გახარებულია თქვენი წარმატებებით; მეორე მხრივ, ბუზღუნებს, რომ სათანადო ყურადღებას არ აქცევთ. ხან მოსწონს ცვლილება თქვენს გარეგნობაში, თან ეშინია, რომ სხვა მამაკაცსაც არ მოეწონოთ და არ დაგკარგოთ. სიტუაცია გაარკვიეთ მშვიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში მთიდან დაგორებული პატარა გუნდა დიდ ზვინად გადაიქცევა და არ ჩაგიყოლოთ.

რჩევა: მაქსიმალური დიპლომატია გამოიჩინეთ და მშვიდად აუხსენით საყვარელ ადამიანს, რომ პრობლემა თქვენში კი არა, მასშია. თქვენ ვითარდებით, მაღლა ადიხართ, ის კი იმავე საფეხურზე დგას. თავადაც უნდა იზრუნოს, რომ ურთიერთობა დაგირეგულირდეთ, თავად კი თქვენი შესაფერისი გახდეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93