რას მოგვიტანს ხარის წელი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის

რას მოგვიტანს ხარის წელი - ჩინური ასტროპროგნოზი ყველასთვის
დი­ნა­მი­კუ­რი წელი გვე­ლო­დე­ბა, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბის გავ­ლე­ნით ხა­რის წელ­ში ფი­ნან­სურ სფე­რო­ში თავს მე­ტად სტა­ბი­ლუ­რად იგ­რძნობთ. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, და­გეგ­მეთ ყვე­ლა­ფე­რი გულ­დას­მით. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ. შე­იძ­ლე­ბა ცოტა მეტი დრო დაგ­ჭირ­დეთ, მაგ­რამ სა­სურ­ველს აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ. მო­ე­რი­დეთ ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას.

იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ნუ შე­უ­შინ­დე­ბით სირ­თუ­ლე­ებს. მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბით სა­სურ­ველს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში ახალ-ახა­ლი ნიჭი აღ­მო­ა­ჩი­ნოს.

2021 წელს ნუ ელო­დე­ბით, რომ ფული ცი­დან ჩა­მო­გეყ­რე­ბათ, ნურც ილუ­ზი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ. იყა­ვით პრაქ­ტი­კუ­ლი,
ყვე­ლა სფე­რო­ში. გა­მო­ი­ყე­ნეთ ის ცოდ­ნა, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაქვთ დაგ­რო­ვი­ლი. "აუჩ­ქა­რებ­ლად და ზედ­მე­ტი ნერ­ვე­ბის მოშ­ლის გა­რე­შე" - აი, ეს ფრა­ზა გა­ი­ხა­დეთ წლის დე­ვი­ზი და ასე­ვე იმოქ­მე­დეთ. იყა­ვით სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თგუ­ლი, რათა არ შე­ი­ლა­ხოთ ის ავ­ტო­რი­ტე­ტი, რაც უკვე გაქვთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ჩი­ნურ ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ხარი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ინ­ტუ­ი­ცი­ის, შრო­მი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა. მის­თვის სუ­ლი­ე­რე­ბა და გო­ნე­ბა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე ილუ­ზი­ე­ბი და ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნა. სტრა­ტე­გი­უ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ; სწრა­ფად უნდა შეძ­ლოთ სი­ახ­ლე­ებ­ში ადაპ­ტი­რე­ბა. რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ ში­ნა­გან და გა­რე­გან კრი­ზი­სებს ნუ ელით.

თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის პე­რი­ოდ­ში უნდა აკონ­ტრო­ლოთ ქმე­დე­ბაც და ემო­ცი­ე­ბიც. არ გა­მო­ავ­ლი­ნოთ აგ­რე­სია. სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი. ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მოვ­ლი­ნოთ სამ­ყა­როს მი­მართ. ძაღ­ლის, ვე­ფხვი­სა და ცხე­ნის წლებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­მა უნდა და­ა­მარ­ცხოთ თქვე­ნი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­ფლიქ­ტებს ვერ გა­უმკლავ­დე­ბით

კა­ტას (კურ­დღე­ლი), თხა­სა (ცხვა­რი) და ტახს (ღორი) მე­ტად მარ­თებთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი. აზარ­ტით ჩა­ერ­თეთ ორი­გი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. თუმ­ცა, სწრაფ შე­დე­გებს და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას ნუ ელით.

ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი. ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით სი­ახ­ლე­ებს, იყა­ვით ლო­ი­ა­რუ­ლი და ხში­რად დათ­მეთ. ზა­ფხუ­ლის დად­გო­მის­თა­ნა­ვე მო­ი­მა­ტებს კა­რი­ე­რის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი. გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან და­მე­გობ­რე­ბა.

ხა­რის წელი 2021 წლის 12 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა. ამ პე­რი­ო­დი­დან ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს "რკი­ნი­სე­ბუ­რი" ხა­სი­ა­თი, მე­ტად ძლი­ე­რად და მა­მა­ცად იგ­რძნობთ თავს. წლის ფე­რია თეთ­რი. რაც სიბ­რძნის, ცივ­სის­ხლი­ა­ნო­ბი­სა და დიდსუ­ლოვ­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. ჩი­ნუ­რი კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით 2021 წლის სტი­ქი­ე­ბად რკი­ნა და მი­წაა მიჩ­ნე­უ­ლი. ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი მე­ტად ავ­ლე­ნენ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლო­ბას, მტკი­ცე ხა­სი­ათ­სა და სი­ჯი­უ­ტეს. ორი სტი­ქი­ის გავ­ლე­ნით, წელი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას მოგ­ვი­ტანს . დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი სფე­რო და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა პარტნი­ო­რებს შო­რის. ადა­მი­ა­ნე­ბი გულ­ღი­ად და­ი­წყე­ბენ თა­ვი­ან­თი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. ხა­რის წელ­ში, გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხა­რის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებ­თან. ამით წლის მმარ­თვე­ლის კე­თილ­გან­წყო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებთ.

რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა 2021 წლის მმარ­თვე­ლი?


ხარი პა­ტი­ო­სა­ნი და სა­მარ­თლი­ა­ნია, კე­თილ­შო­ბი­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შრო­მის­მოყ­ვა­რე და მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი. ის ვერ იტანს უხე­შო­ბას, შტერ და ლაქ­ლა­ქა ადა­მი­ა­ნებს. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლია, უყ­ვარს კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა. ის, ვი­საც სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა აქვს და უსა­ფუძ­ვლოდ ამ­ბი­ცი­უ­რია, უფრთხილ­დეს წლის მმარ­თველს.

2021 წლის გლო­ბა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. მშე­ნებ­ლო­ბა, პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა, და­წყვი­ლე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი წელს უნდა მო­ას­წო­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ წინა წლებ­ში კა­პი­ტა­ლი და ენერ­გია ჩა­დეთ მათ­ში. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მანჩო
ხარზე ნათქვამი სრული სიმართლეა!
23:17 / 22-11-2020
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93