30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა: რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?
2020 წელი გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო დაბ­ნე­ლე­ბე­ბით. ზო­გა­დად, წე­ლი­წად­ში 4 დაბ­ნე­ლე­ბაა ხოლ­მე, წელს კი რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის 6 უნდა გვქონ­დეს, - 4 მთვა­რის და 2 მზის. 4 უკან მო­ვი­ტო­ვეთ, ორი დაგ­ვრჩა. ნო­ემ­ბრის მე­ო­რე დე­კა­დი­დან დე­კემ­ბრის მე­სა­მე დე­კა­დამ­დე დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ.

30 ნო­ემ­ბერს ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში, 14 დე­კემ­ბერს - მზი­სას მშვილ­დოსნ­ში . ეცა­დეთ, დაბ­ნე­ლე­ბის დღეს და პლუს მი­ნუს 2-3 დღე მო­ე­რი­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, ხალ­ხის მა­სებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. მო­მა­ტე­ბუ­ლია ავა­რი­უ­ლო­ბა. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის­კენ მო­გი­წო­დებთ, რო­გორც მძღო­ლებს, ასე­ვე ფე­ხით
მო­სი­ა­რუ­ლე­ებს. თუმ­ცა, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის გავ­ლე­ნას უკვე ერთი კვი­რით ადრე იგ­რძნობთ. ამ პე­რი­ო­დი­დან მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა, მგრძნო­ბე­ლო­ბა. მოვ­ლე­ნებს უფრო მძაფ­რად იგ­რძნო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ნა­ტა­ლურ რუ­კა­ში ას­პექ­ტი აქვს დაბ­ნე­ლე­ბას­თან (თუ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე 30 ნო­ემ­ბერ­საა ან ერთი კვი­რით ადრე ან შემ­დეგ) თუმ­ცა, მეტ-ნაკ­ლე­ბად მას ყვე­ლა იგ­რძნობს. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია ემო­ცი­ე­ბი. მო­მა­ტე­ბუ­ლია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბი­სა და პრო­ტეს­ტის გან­ცდა. მზის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე, ხან­და­ხან სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნე­ბიც კი ხდე­ბა. 30 ნო­ემ­ბრის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის მოვ­ლე­ნე­ბი 8 დე­კემ­ბრამ­დე იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

30 ნო­ემ­ბერს ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას. რო­გორც წესი, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ხდე­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა - ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე. მთვა­რე ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ხალ­ხი მა­სა­საც გან­სა­ზღვრავს და ნუ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა, თუ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში სა­ხალ­ხო გა­მოს­ვლებს, მი­ტინ­გებს ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ჩი­ნეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში . სა­დაც ამ­ჟა­მინ­დე­ლი დაბ­ნე­ლე­ბის გავ­ლე­ნა უფრო მკვეთ­რად იგ­რძნო­ბა.

ზო­გი­ერ­თი ას­ტრო­ლო­გი, რო­მე­ლიც ამინდს პროგ­ნო­ზი­რებს, ვა­რა­უ­დობს, რომ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა შტორ­მი და ქა­რიშ­ხა­ლი . მო­ე­რი­დეთ გა­და­ად­გი­ლე­ბას წყლი­სა და ჰა­ე­რის ტრან­სპორ­ტით. ზო­გი­ერ­თი ას­პექ­ტი კი მი­უ­თი­თებს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მი­წისძვრა, მე­წყე­რი ან მი­წის­ქვე­შა აფეთ­ქე­ბე­ბი. გაფრ­თხილ­დით ელექტრო­ნივ­თებ­თა­ნაც. მკვეთ­რად შე­სამ­ჩნე­ვი გახ­დე­ბა სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის ცვლა, ცვლი­ლე­ბე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ვაჭ­რო სფე­რო­ებ­ში. გაფრ­თხილ­დით, მო­ი­მა­ტებს ფილ­ტვე­ბის, სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ სა­ჭეს­თან ყოფ­ნი­სას, ამა­ზე კი­დევ ერთხელ გაფრ­თხი­ლებთ.
ყვე­ლა­ზე მე­ტად 30 ნო­ემ­ბე­რის დაბ­ნე­ლე­ბას იგ­რძნო­ბენ: წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93