
30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას ტყუპის ზოდიაქოში, 14 დეკემბერს - მზისას მშვილდოსნში . ეცადეთ, დაბნელების დღეს და პლუს მინუს 2-3 დღე მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას, ხალხის მასებთან ურთიერთობას. მომატებულია ავარიულობა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ, როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით
30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას. როგორც წესი, მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება და მზის დაბნელება - ახალმთვარეობაზე. მთვარე ასტროლოგიაში ხალხი მასასაც განსაზღვრავს და ნუ გაგვიკვირდება, თუ ზოგიერთ რეგიონში სახალხო გამოსვლებს, მიტინგებს ექნება ადგილი. განსაკუთრებით ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში . სადაც ამჟამინდელი დაბნელების გავლენა უფრო მკვეთრად იგრძნობა.
ზოგიერთი ასტროლოგი, რომელიც ამინდს პროგნოზირებს, ვარაუდობს, რომ დაბნელებების პერიოდში გააქტიურდება შტორმი და ქარიშხალი . მოერიდეთ გადაადგილებას წყლისა და ჰაერის ტრანსპორტით. ზოგიერთი ასპექტი კი მიუთითებს, რომ მოსალოდნელია მიწისძვრა, მეწყერი ან მიწისქვეშა აფეთქებები. გაფრთხილდით ელექტრონივთებთანაც. მკვეთრად შესამჩნევი გახდება სავალუტო კურსის ცვლა, ცვლილებებია მოსალოდნელი სავაჭრო სფეროებში. გაფრთხილდით, მოიმატებს ფილტვების, სასუნთქი ორგანოების დაავადებები. მეტი დაკვირვება გმართებთ საჭესთან ყოფნისას, ამაზე კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ.
ყველაზე მეტად 30 ნოემბერის დაბნელებას იგრძნობენ: წაიკითხეთ სრულად