- 23 ნოემბერი - დაუთმეთ ეს დღე რომანტიკას, რელაქსაციას, ფანტაზიას. კარგ შედეგს მოგიტანთ შეხვედრები, ინტელექტუალური საქმიანობა. ყური დაუგდეთ ინტუიციას.
- 25-26 ნოემბერი - აქტიური დღეებია, მაგრამ ტრავმულიც. სიფრთხილე გმართებთ ცეცხლთან, მჭრელ და ბასრ საგნებთან. მომატებულია კონფლიქტურობა. მაქსიმალურად ლოიალური და დიპლომატიური უნდა იყოთ.
- 27 ნოემბერი - მნიშვნელოვანი ინფორმაციების დღეა. შეხვედრები იქნება საინტერესო. ადამიანი მიისწრაფვიან თავისუფლებისკენ, სიახლეებისკენ. გირჩევთ, ჯერ დაფიქრდეთ და მერე გააკეთოთ ან თქვათ.
- 28-29 ნოემბერი - მშვიდი, ოჯახური უქმეების დღეა. კარგია დასვენება, საყიდლები, პრაქტიკული საქმეების შესრულება.
ვერძი
ფინანსები და სამსახურია კვირის მთავარი თემა. რომანტიკული შეხვედრები მომავლისთვის გადადეთ, დაქორწინებულები კი მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლესთან. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ, ივარჯიშეთ, ოღონდ ზომიერად და არანაირი ექსტრიმი!
კვირის საუკეთესო დღეები: 27, 28 ნოემბერი.
კურო
საქმეებით დატვირთული კვირა გელით და ეცადეთ, საღამოები შინ, მშვიდ გარემოში გაატაროთ, რათა ენერგია აღიდგინოთ. საყვარელ ადამიანთან განსხვავებული აზრის გამო ნუ იკამათებთ. უქმეებზე მოუსმინეთ მუსიკას, უყურეთ საყვარელ ფილმებს. თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს ეკონტაქტეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 25, 27 ნოემბერი.
ტყუპი
ენერგიული და მოტივირებული ხართ. ახალი პროექტების განვითარების, მოგზაურობისა და გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. ინტუიციას უნდა ენდოთ. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით, შეყვარებულები დაოჯახებას გადაწყვეტთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 26 ნოემბერი.
კირჩხიბი
განსაკუთრებულ ცვლილებებს ნუ ელით. წვრილ-წვრილ საქმეებს მარტივად გაუმკლავდებით. საყვარელ ადამიანთან ერთად მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მოერიდეთ თქვენთვის უსიამოვნო ადამიანთან კონტაქტს. უფრო მეტიც, ნუ მოუყვებით მათ თქვენს პრობლემებზე.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 27 ნოემბერი.
ლომი
გაიხალისეთ ყოველდღიურობა ლამაზი ფერის სამოსით, სამკაულებით. თქვენი მთავარი ვალდებულებაა, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. შინ ჰარმონია და ურთიერთგაგება უნდა სუფევდეს.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 26 ნოემბერი.
ქალწული
შეიძლება სხვისი საიდუმლოებები გაიგოთ და არ გათქვათ. პარასკევს დანიშნული პაემანი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. მოერიდეთ ზედმეტი ფულის ფლანგვას. გარშემო მყოფებთან მეტი თავდაჭერილობა გმართებთ. კარგი კვირა ელით ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებს.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 28 ნოემბერი.
სასწორი
თქვენი ჩარევისა და აქტიურობის გარეშე საქმეები არ გაკეთდება. იყავით მეტად მიზანმიმართული და გააზრებულად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ყველაზე პროდუქტიული დღე ოთხშაბათია. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტურობა იმატებს. მან შეიძლება ზოგიერთ საკითხზე გადაწყვეტილებები უთქვენოდ მიიღოს.
კვირის საუკეთესო დღეები: 27, 28 ნოემბერი.
მორიელი
მოგინდებათ, რომ საყვარელ ადამიანს მეტად შეუყვარდეთ, შეიძლება მასში ეჭვიანობაც კი გამოიწვიოთ. სიფრთხილე არ გაწყენდათ! უქმეები შინ, ოჯახთან ერთად გაატარეთ. მათთან კომუნიკაბელური უნდა იყოთ და ლმობიერიც.
კვირის საუკეთესო დღეები: 23, 27 ნოემბერი.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას, გადასახადების გადახდის პერიოდია. უქმეებზე განმარტოება და საოჯახო საქმეების სიმშვიდეში შესრულება მოგინდებათ. პარასკევს ნუ დანიშნავთ პაემანს, მოვლენები შეიძლება ყველასთვის მოულოდნელად განვითარდეს.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 28 ნოემბერი.
თხის რქა
საქმიანი შეხვედრებისა და ხელშეკრულებების გაფორმების კვირაა. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მარტოხელებს რომანის დაწყება გელით ადამიანთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ, ერთ ჯგუფში ხართ გაწევრებული. დაოჯახებულებს მეუღლესთან კონფლიქტი უქმეებს ჩაგაშხამებთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 27 ნოემბერი.
მერწყული
ან პოპულარული პარტნიორი გყავთ, ან თავად მოგინდებათ, რომ თქვენი პირადი ცხოვრება გარშემო მყოფების განსახილველი გახდეს და ხშირად გამოფენთ პირად ფოტოებს სოციალურ ქსელებში. გაფრთხილდით, საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. უქმეებზე სიმშვიდე გმართებთ, არაფერი გრანდიოზული არ დაგეგმოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 26, 27 ნოემბერი.
თევზები
ემოციური და მგრძნობიარე ხართ, მაგრამ არ გადაამეტოთ. სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მოტივაციაც მოგემატებათ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ამ კვირაში უცხოელთან ონლაინრომანის დაწყებას არ გირჩევთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 24, 28 ნოემბერი.