დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები

დეკემბრის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის: ვის ელის ბედნიერება და ვის - ცრემლები
ვერძი
მარტოხელებისთვის: თავადაც გაოცებული დარჩებით, იმდენ მამაკაცს მოუნდება თქვენთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება. მთელ თვეს არჩევანში გაატარებთ. ბოლოს, როცა დაიღლებით, საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე - გარეგან და შინაგან - იზრუნებთ.

რჩევა: ჯერ საკუთარ თავში ჩამოყალიბდით და მერე გაირკვევა, როგორი მამაკაცი გსურთ გვერდით.

დაწყვილებულებისთვის: ცეცხლოვანი ხართ და ყველამ იცის, მაგრამ ზომიერება არ გაწყენდათ. საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით ჯავრს, თუ თავად ცუდ ხასიათზე ხართ. ერთხელ შეიძლება მასაც უმტყუნოს ნერვებმა.

რჩევა: მეტად გამოავლინეთ სირბილე, ქალურობა, სინაზე. თქვენი პარტნიორი სიხარულით გადაირევა,
ისე გაუხარდება.

კურო
მარტოხელებისთვის: ფორტუნა წლის ბოლოს რომანტიკულ შეხვედრას გაჩუქებთ. ეს არ იქნება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. ეს იქნება თავზეხელაღებული ავანტიურისტი სპორტული ავტომობილით. საინტერესო და მხიარული დროსტარება გელით.

რჩევა: ნუ მალავთ საკუთარ გრძნობებს. რაც უფრო ემოციური და ენერგიული იქნებით, მით უკეთესია.

დაწყვილებულებისთვის: პირველ ადგილს სამსახურის საქმეები დაიკავებს. საყვარელი ადამიანი კი გეხმარებათ და ბედნიერია თქვენი გამარჯვებებით. საახალწლო დღესასწაულისა და სამზადისისთვის მაინც გამონახეთ დრო.

რჩევა: "ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელს" გახსოვთ? დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის - ოჯახი თუ სამსახური?..

ტყუპი
მარტოხელებისთვის: სიმშვიდე პირად ფრონტზე გაძლევთ დროს, რომ დაფიქრდეთ, გააანალიზოთ შეცდომები, გაერკვეთ, რას ელოდებით ურთიერთობისგან. სასიყვარულო წარმატება ცოტა მოგვიანებით მოვა, ახლა კი მთავარ საქმეებზე კონცენტრირდით. სხვათა შორის, რეალური პერსპექტივები გადაგეშალათ.

რჩევა: გამონახეთ დრო სახლში სიმყუდროვის შესაქმნელად. მოიწყვეთ ზამთრის ზღაპარი: თბილი პლედით, ლამაზი წინდებით, სათლებით.

დაწყვილებულებისთვის: პასიური ხართ, რადგან იცით, რომ პარტნიორი სასიყვარულო სფეროს გაგილამაზებთ. ყველაზე თანახმა ხართ. მთავარია, კამათი არ გამოიწვიოთ.

რჩევა: სულიერი სიმშვიდე ახლა თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია. არაფრის არც შეცვლა გსურთ და არც სურვილი გაქვთ.

კირჩხიბი
მარტოხელებისთვის: დეჟავუს შეგრძნება გექნებათ, თქვენი ცხოვრების რაღაც ეპიზოდები გამეორდება. შანსი მოგეცემათ, გამოასწოროთ წარსულში დაშვებული შეცდომები. თუ კონკრეტულ ადამიანთან არ გამოგდით ურთიერთობის დარეგულირება, რაღაც ახალ მეთოდს უნდა მიმართოთ.

რჩევა: რომანტიკული ურთიერთობა დროის გადასაყოლებელი უფრო იქნება, ვიდრე სერიოზული კავშირი.

დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანთან მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები. იყავით მის მიმართ მეტად მზრუნველი, მოსიყვარულე. სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადაგალახვინებთ.

რჩევა: მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. თუნდაც რომანტიკული. იზრუნეთ ურთიერთობის გამყარებაზე.

ლომი
მარტოხელებისთვის: სოციალურ ქსელებში აქტიურობა სასიამოვნო ნაცნობობამდე მიგიყვანთ. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ინტერნეტრომანიც კი გააბათ. ერთს ლამაზი თვალები აქვს, მეორეს - საინტერესო ჰობი, მესამე რომანტიკულ ლექსებს გიწერთ.

რჩევა: გახსოვთ ანდაზა ორი კურდღლის მადევარზე? ასე არ გამოგივიდეთ, დროზე გაერკვიეთ გრძნობებში.

დაწყვილებულებისთვის: პრაქტიკულობა და დიასახლისობა უნდა გამოავლინოთ. თქვენი სახლი თქვენი სასახლეა, რომელიც შიგნიდან უნდა მორთოთ და გაათბოთ. აქტიურად ჩართეთ ბინის გალამაზებასა და დიზაინის არჩევაში თქვენი საყვარელი მამაკაცი.

რჩევა: სახლის გალამაზება კი რომანტიკული ვახშმით აღნიშნეთ. სანთლები არ დაგავიწყდეთ.

ქალწული
მარტოხელებისთვის: ახალ წლამდე შეხვდებით ადამიანს, რომელიც ერთი ნახვით მოგხიბლავთ. მასში თავმოყრილი იქნება ყველა ის თვისება, რასაც მამაკაცში აფასებთ.

რჩევა: არაფერი გაქვთ დასაფიქრებელი, მხოლოდ პოზიტივზე იყავით ორიენტირებული.

დაწყვილებულებისთვის: თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში რომანტიკამ იკლო, თავად იზრუნეთ ურთიერთობის გამრავალფეროვნებაზე. რომანტიკული მხოლოდ ვახშამი კი არა, საუზმეც შეიძლება იყოს.

რჩევა: საყვარელ ადამიანს სადღესასწაულოდ საჩუქარი მოუმზადეთ.

სასწორი
მარტოხელებისთვის: რომანტიკული შესაძლებლობების თვე დაგიდგათ. რა გიშლით ხელს, რომ სასიამოვნო მეწყვილე აირჩიოთ?..

რჩევა: თუ ერთთან არ გამოგივათ, მეორე არსებობს, მესამე, ორმოცდამეერთეც... რაც უფრო მეტ მამაკაცს გაიცნობთ, ურთიერთობის სტრატეგიას სწრაფად აითვისებთ და სასურველსაც მიაგნებთ.

დაწყვილებულებისთვის: მეუღლემ შეიძლება ეგოიზმში დაგადანაშაულოთ. მართალია, საკუთარი თავი და მოთხოვნები მუდამ პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ, მამაკაცმა კი სურვილები უნდა აგისრულოთ.

რჩევა: თქვენი ძალა თქვენს სისუსტეშია. თუ გონივრულად ისარგებლებთ, იმას მიიღებთ, რაც გსურთ. მამაკაცს მოსწონს, როცა თავის ქალს ასიამოვნებს, მისთვის რაინდია.

მორიელი
მარტოხელებისთვის: ზამთრის მოსვლა თუ ადრე მოწყენილობასთან ასოცირდებოდა, ახლა მხიარულებით შეიცვლება. პირადი ცხოვრება უამრავ სიურპრიზს გიმზადებთ. მთავარია, არ იზარმაცოთ.

რჩევა: არ გამოაკლდეთ წვეულებებს, შეხვედრებს, მხიარულებას. თუ ვინმეს მოუნდება თქვენი გაცნობა, უარი არ უთხრათ.

დაწყვილებულებისთვის: თუ საყვარელი ადამიანი ამინდივით ცივია, კონტროლს და ეჭვიანობას ნუ დაიწყებთ. ბოლო დროს ცოტა დროს უთმობთ და მისი რეაქციაც ნუ გიკვირთ.

რჩევა: მოეფერეთ, გაიხსენეთ გაცნობის პერიოდი და აუცილებლად გათბება.

მშვილდოსანი
მარტოხელებისთვის: სანამ თავად არ გადადგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, თქვენი პირადი ცხოვრება არ შეიცვლება. ნუ ელოდებით მამაკაცისგან აქტიურობას, თავად იაქტიურეთ.

რჩევა: გაეცანით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს, თამამად გამოხატეთ გრძნობები, გამოავლინეთ სადმე წასვლის ინიციატივა.

დაწყვილებულებისთვის: წლის ბოლო ყველა საქმის მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ, კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში საყვარელი ადამიანი უკმაყოფილო იქნება თქვენი არარსებობით.

რჩევა: სამსახურის საქმეებს ვერ ჩაეხუტებით ძილის წინ და ვერც უფროსი მოგიწესრიგებთ საოჯახო საქმეებს.

თხის რქა
მარტოხელებისთვის: როგორც წესი, ფრთხილი ხართ და გააზრებულად ირჩევთ პარტნიორებს. მაგრამ ახლა სიყვარულის გამო სიგიჟეების გაკეთება მოგინდებათ.

რჩევა: შიშები და ეჭვები მოიცილეთ, იყავით მზად ბედნიერებისთვის.

დაწყვილებულებისთვის: ცვლილებების დროა. შეიცვალეთ სუნამო, ჩაცმის სტილი. გააკვირვეთ საყვარელი ადამიანი თქვენი სიახლით.

რჩევა: გამონახეთ საოჯახო საქმე, რომელშიც ერთად ჩაერთვებით. ის კიდევ უფრო დაგაახლოებთ და რომანტიკულს გახდის თქვენს ურთიერთობას.

მერწყული
მარტოხელებისთვის: გარშემო იმდენი საინტერესო რამ ხდება... სიყვარულის ფლუიდებს ავრცელებთ და განსხვავებულ ადამიანებს იზიდავთ. უამრავ ადამიანს დაუბნევთ ჭკუა-გონებას, მაგრამ ეცადეთ, თავად არ დაკარგოთ თავი.

რჩევა: თუ შეხვდებით მამაკაცს, რომელსაც უსიტყვოდ ესმის თქვენი, სხვები გაცხრილეთ.

დაწყვილებულებისთვის: გაამხნევეთ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომელსაც დროებითი უსიამოვნები შეექმნა. გაუხალისეთ ყოველდღიურობა, მას თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება.

რჩევა: არ გადაამეტოთ, ძალიან მზრუნველი დედიკოს როლი არ მოგიხდებათ.

თევზები
მარტოხელებისთვის: მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საქმეებზე ხართ ორიენტირებული, სასიყვარულო თავგადასავლებში მაინც აღმოჩნდებით. ზოგიერთი ინტერნეტრომანს გააბამთ.

რჩევა: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ის გიკარნახებთ, ვინ უნდა აირჩიოთ მეწყვილედ. სხვათა შორის, სამსახურის საქმეებშიც ინტუიციას მოუხმეთ.

დაწყვილებულებისთვის: ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებით განებივრებთ. შეიძლება თქვენმა საყვარელი მამაკაცმა ცოტა იეჭვიანოს, ცოტა წაკინკლავდეთ, მაგრამ მთლიანობაში წყვილში ურთიერთგაგება და რომანტიკა სუფევს.

რჩევა: სადღესასწაულოდ ტკბილეულსა და საჩუქრებში იმდენი ფული არ დახარჯოთ, რომ მერე ვალებში გადავარდეთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93