პირველი დეკემბრიდან მთვარე იწყებს კლებას. კარგ შედეგს მოგიტანთ წონის დაკლების პროცედურები. მოიცილეთ ქვები კბილებიდან, კანიდან - წანაზარდები, არასასურველი თმა. ამ კვირაში შეჭრილი თმა დიდი ხნით შეინარჩუნებს ფორმას.
30 ნოემბერი-პირველი დეკემბერი, ცვალებადი მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
- კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
- ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
2-4 დეკემბერი (16:54-მდე) - ემოციური მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
- კარგია - აბაზანის მიღება. კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
- ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან, ტყუილის თქმა.
4 (16:54-დან)-6 დეკემბერი - არტისტული მთვარე ლომშია. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
- კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები, ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება, თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
- ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.