როგორ უნდა შევეგებოთ თეთრი მეტალის ხარის წელს და რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ?

როგორ უნდა შევეგებოთ თეთრი მეტალის ხარის წელს და რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ?
ახალი წელი ბევრისთვის საყვარელი დღესასწაულია. ყველა ელოდება ზღაპარს, სურვილების ასრულებას, ჯადოსნურობას... წელს, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცოტა განსხვავებული ახალი წელი გვექნება, მაგრამ ნუ მოვიკლებთ იმ პოზიტივს, რაც საკუთარ თავს უნდა მივანიჭოთ. 2021 წლის სიმბოლო თეთრი მეტალის ხარი იქნება. მისი გული რომ მოვიგოთ, უნდა გამოვავლინოთ რკინის ხასიათი და ნერვები, დავაფასოთ ოჯახური ტრადიციები.

რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ ახალი წლის დადგომამდე?

  • ახალ წელს ახალი კარი იღება, რომელშიც იმედებით აღსავსემ უნდა შევაბიჯოთ. რა უნდა მოვიმოქმედოთ, ხარის კეთილგანწყობა რომ დავიმსახუროთ:
  • ახალ წლამდე
    გაისტუმრეთ ვალები.
  • აპატიეთ ყველას ყველაფერი. თუ ვინმესთან გაბუტული ხართ, შეურიგდით. ახალ წელს სუფთა და მსუბუქი გულით უნდა შეაბიჯოთ.
  • გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან, რომლებსაც აღარ იყენებთ. თუ ნივთი დიდი ხანი დევს, ნეგატიური ენერგიით იმუხტება და მას თქვენთვის სიკეთის მოტანა აღარ შეუძლია. მისგან გათავისუფლებული კი სიმსუბუქეს იგრძნობთ.
  • გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიმკვიდროთ. ხარს უყვარს შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან.
  • 2020 წლის ბოლო დღეს ასეთი რიტუალი ჩაატარეთ: ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა ის უსიამოვნება, რისგანაც გათავისუფლება გსურთ, დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ.
  • სახლის მომზადება საახალწლოდ და ნაძვის ხის მორთვა.
  • სახლის დალაგება მთავარი რიტუალია. აუჩქარებლად და მშვიდად იმოქმედეთ. ხარს ფაცხაფუცხი არ უყვარს. დაწმინდეთ ფანჯრები, გარეცხეთ ფარდები. ფანჯრებიდან ახალი, ნათელი ენერგია უნდა შემოვიდეს თქვენს სახლში.
  • სასურველია, სახლი და ნაძვის ხე ძველებური სათამაშოებით მორთოთ, რომლებიც მემკვიდრეობით გერგოთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93